ნიციდან ბორანს თუ გაყვებით, 5 საათში საფრანგეთის ულამაზეს კუნძულ კორსიკას იხილავთ. სარდინიასთან სიახლოვის გამო აქ ფრანგულ-იტალიური კულტურის ნაზავია. ადგილობრივები საკუთარი კულტურით ძალიან ამაყობენ და ამას გამოხატავენ კიდეც. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.
-
წადით კანიონზე
კუნძული ხეივნებსა და კანიონებს მალავს, რომელთა გამოკვლევაც ყველანაირი ხერხით შეგიძლიათ. კერძო კომპანიები ყველა კანიონს ხელმისაწვდომს ხდიან. Baracci Canyon – სიმარტივის მხრივ იდეალურია.
-
მოუსმინეთ პოლიფონიურ მუსიკას
კორსიკაზე პოლიფონიური მუსიკის ანსამბლი სახელგანთქმულია. ლეგენდის მიხედვით, ეს სიმღერები მწყემსებმა შეთხზეს, რომლებიც თავიანთ ამბებს მთებში მღეროდნენ. აქ პოლიფონიური მუსიკის ფესტივალიც ტარდება, მე-13 საუკუნის ბაროკოს სტილის კათედრალში.
-
მიირთვით ტრადიციული კერძი – civet de sanglier
ცნობილი კორსიკული კერძი ბევრს ასტერიქსმა შეაყვარა ცნობილი კომიქსიდან. წითელ ღვინოში მომზადებული ღორის ხორცი ხახვითა და სტაფილოთი ზავდება.
-
ესტუმრებით ბონაპარტეს სახლს
ნაპოლეონ ბონაპარტე კორსიკაზე დაიბადა. დღეს აქ მისი სახელობის მუზეუმია გახსნილი, იმ პერიოდის დროინდელი ავეჯითა და ოჯახის პირადი ნივთებით. ნაპოლეონი ამ სახლში 9 წლის ასაკამდე ცხოვრობდა, თუმცა ისტორიაში მისი მნიშვნელობის გამო, სახლი ისტორიულ მონუმენტად იქცა.
-
დაათვალიერეთ სკანდოლას წყალსაცავი
სკანდოლას წყალსაცავი თავისი სილამაზითა და ბიომრავალფეროვნებით იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის. საუკეთესო გზა მის დასათვალიერებლად კალვის პორტიდან ნავის დაქირავებაა. აქ 3 საათიან ტურებს შემოგთავაზებენ. თუ გაგიმართლებთ, დელფინებიც შემოგიერთდებიან.
-
გაისეირნეთ ბონიფაჩიოზე
თეთრ კლდეებზე გაშენებული პატარა ქალაქი მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. აქ შუასაუკუნოვან ქუჩებს, ანტიკურ ტაძრებს და ფერად სახლებს იხილავთ. დაათვალიერეთ იახტები ან ხმელეთიდან ანდაც წყლიდან.
-
იცურავეთ სანაპიროზე
სენ ფლორენტის პორტიდან დაიქირავეთ ნავი და დაათვალეირეთ ფოტოგენური სანაპიროები და საცურაო ადგილები. აქ ველური ბუნება მეფობს. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანაპირო სალეციაა, ფიჭვის ხეებით. იქ კვების ობიექტები არ დაგხვდებათ, ამიტომაც თან წაიღეთ საგზალი და წყალი.
-
დაათვალიერეთ მუზეუმი: Palais Fesch Musée des Beaux-Arts
ნაპოლეონის ბიძამ, კარდინალმა ჯოზეფ ფესკმა, ეს ხელოვნების მუზეუმი დააფუძნა, სადაც იტალიური ნახატების უდიდესი კოლექციაა საფრანგეთში, ლუვრის შემდეგ. აქ ბოტიჩელის და ტიციანის ნამუშევრებს იხილავთ. თუ პატარებთან ერთად ხართ, ბავშვებისთვის სხვადასხვა ვორქშოფებიც ტარდება.
-
შეიძინეთ თაფლი ბაღში: Le Jardin des Abeilles
ეს “ფუტკრების ბაღი” კორსიკის მშვენებაა. აქ 400-მდე სკაა, 6 სახეობის თაფლით. გაუყევით ხის ბილიკს პრუნელის მდინარემდე. გირჩევთ, ხელნაკეთი ნაყინიც დააგემოვნოთ.
-
ადით ტაძარში: Chapelle de Notre-Dame de la Serra
კალვის სანაპიროს მთა გადმოყურებს, სადაც სერას ნოტრ-დამი დგას და პანორამულ ხედებს გვთავაზობს ჩიტის სიმაღლიდან. აქ სერას ქანდაკებასაც იხილავთ, რომელიც კუნძულზე მოხვედრილ ყველა პილიგრიმს ხელგაშლილი ხვდება. ამბობენ, რომ თუ ამ ტაძარში საყვარელ ადამიანს მიიყვან, ერთად ბევრ წელს გაატარებთ ბედნიერად.
-
შეისწავლეთ ფილიტოსას წარსული
ანტიკურ ზეთისხილის ბაღთან არქოლოგიურ ძეგლს მიაგნებთ, რომელიც ჩვ.წ-მდე 1500 წლით თარიღდება. დაათვალიერეთ მუზეუმი და შეიძინეთ აქაური ლიმონათი.