ტაივანში მოგზაურობისას რთულია არჩევანი გააკეთოთ თუ რომელ საყდარს ეწვიოთ 15000 საყდარს შორის, ველოსიპედით იაროთ თუ ფეხით ილაშქროთ, რომელ ხედებს მიანიჭოთ უპირატესობა მთებს, წყალს თუ ცათამბჯენებს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მრავალმხრივ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ. ტაივანში ორჯერ მოგზაურობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იქნება.
1. ესტუმრეთ ღამის ბაზრობას
ტაივანის ღამის ბაზრობები განსაკუთრებით შთამბეჭდავია თუა დგილობრივი კულინარიის შეფასება და გემრიელობების დაგემოვნება გსურთ. აქ ყველანაირი საკვების დახლებია წარმოდგენილი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მიაოკუს ღამის ბაზრობა (Miaokou), რომელიც კილუნგის საპორტო ქალაქში მდებარეობს და ზღვის პროდუქტებით გვხიბლავს. ღიაა საღამოს 5 საათიდან. აქ მოსახვედრად ტაიპეიდან გაჰყევით მატარებელს კილუნგის სადგურამდე.

2. ტაროკოს ხეობა
კამკამა ლუვის მდინარეზე მდებარე კანიონი ფერებით ულამაზეს ნახატს მოგაგონებთ. ამ ულამაზეს ლანდშაფტში ნახავთ ჩანჩქერებს და ბუნების საოცარ ადგილებს.

3. ლუკანგ ლონგშანის საყდარი
ტაივანის 15 000 საყდარი კუნძულის სულიერ სამყაროს გვაზიარებს. მათგან გამორჩეულია ლუკანგ ლონგშანის საყდარი, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება და აქ ნამდვილად შეძლებთ დატვირთულ საათებში სიმშვიდის მოპოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეროვნული რელიქვია ბუნებრივმა კატასტროფამ დააზიანა, ხარისხიანი აღდგენის საფუძველზე, ის მაინც ინარჩუნებს მის პირვანდელ სახეს.

4. აღმოაჩინეთ ტაინანი ფეხით
ურბანული ტაინანი სავსეა ძეგლებით, რომლებსაც ფეხით დაათვალიერებთ. ტაივანის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი იაპონურ კოლონიალურ შენობაშია განთავსებული. აქ ასევე მოინახულებთ ქალაქ ტაინანის ხელოვნების მუზეუმებს, წითელ საყდარს და დიდ კარიბჭეს. უმეტესობა მათგანში შესვლა უფასოა. გირჩევთ შემოდგომის და ზამთრის სეზონებს.

5. პენგჰუს კუნძულები
ტაივანის კუნძულები მართლაც უნიკალურებია: კინმენი და მათსუ ცნობილია სამხედრო რელიქვიებით, ქსიაოლიუქიუ მწვანე კუებით, მწვანე კუნძული ყოფილი საპატიმროთი, ლანიუ კი მისი შთამბეჭდავი სილამაზით. მაგრამ პენგჰუს არქიპელაგი კიდევ უფრო სხვა სამყაროა. ის სუფთა ნაპირებს, სანაპირო სოფლებს, ციხესიმაგრეებს, საყდრებს და გემრიელ ზღვის პროდუქტებს წარმოგვიდგენს. აქ მოხვდებით ბორნებით ან ფრენით ტაიპეიდან.

6. ცხელი წყაროები
ტაივანში ბუნებაში რელაქსაციაც ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. აქ მდებარე წყაროები მსოფლიოში საუკეთესოა სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის სასარგებლოა კუნთებისთვისაც. წასვლას გირჩევთ მშრალ სეზონზე, გვიანი ოქტომბრიდან ადრეულ მაისამდე.

7. დაათვალიერეთ ეროვნული სასახლის მუზეუმი
ტაიპეში ჩნური დინასტიურ არტეფაქტების დიდი კოლექცია ინახება, რომლებიც კუნძულზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხვდა. ანტიკური ნივთების მოყვარულთათვის ეს ეროვნული სასახლის მუზეუმი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია.

8. დაათვალიერეთ ვანლის უფოს ტიპის სახლები
თუ რესტრო-ფუტურისტული სახლების დასახლება გაინტერესებთ, ტაივანის მწვანე სანაპირო ზოლს მიაშრეთ. აქ არსებული უფოს სახლები ფინელ არქიტექტორს, მატი სუურონენს ეკუთვნის. ტაიპეის მერიიდან გაყევით 1815 ნომერ ავტობუსს.











