ისეთი დედაქალაქით, როგორიცაა პარიზი, არცაა გასაკვირი, რომ საფრანგეთი სავსეა დიდებული ქალაქებით, რომლებიც იდეალურად შეეფერებიან რონატიკულ დასვენებას. გთავაზობთ ჩვენ მიერ შერჩეულ საუკეთესო ვარიანტებს: ნორმანდიის პეიზაჟებიანი სანაპიროდან მოელვარე ფრანგულ რივეირამდე.

  1. ეზე

ვერ იპოვით ბორცვების მწვერვალებზე გაშენებულ ქალაქებს შორის ეზეზე უფრო მიმზიდველ ადგილს. ის უდავოდ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კუთხეა: ხმელთაშუაზღისპირა ხედით, რომლის ცქერით შეგიძლიათ დატკბეთ მთელი დღეების განმავლობაში, ასევე მრავალფეროვანი ფასადებით, რომლებიც შემოსაზღვრავს ლამაზად მოკირწყლულ ქუჩებს. აქ შეგიძლიათ გაჩერდეთ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ და მდიდრულად მორთულ სასტუმროში: „Chateau Eza”.

2. მონ-სენ-მიშელი

მონ-სენ-მიშელი აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო რომანტიკული ქალაქების სიაში: ნორმანდიის ეს კუნძულოვანი სოფელი ისე გამოიყურება, თითქოს იგი პირდაპირ ზღაპრიდანაა ამოღებული. ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე რომანტიკული ხედი, რომლის შემოთავაზებაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ამ ობიექტს შეუძლია, მისადგომებთან მიახლოვებისთანავე თვალწინ გადაგეშლებათ: 760 მ-ის (2493) სიგრძის ხიდი, რომელიც აკავშირებს საფრანგეთს ჩრ. სანაპიროს კომუნასთან.

3.   ანესი

ალპური ქალაქი ანესი განლაგებულია ლიონის ჩრდილოეთით, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ანესის ტბის სათავესთან. აქ ალპების მთები საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი ძველი ქალაქისთვის ზღაპრულ ფონს ქმნის. არხები გამსჭვალავს მის ცენტრს და ფერადი შენობების წყალობით, რომლებიც გზებსა და ხიდებზე გადმოკიდულან, მარტივად მისახვედრია, თუ რატომაა იგი ცნობილი ფრანგული ვენეციის სახელწოდებით. ანესს “ჭეშმარიტად რომანტიკულ ქალაქსაც” უწოდებენ.

.

4. რუსილიონი

მომნუსხველ სოფელ რუსილიონს მხოლოდ პროვანსში შეეძლო ეარსება. არაა გასაკვირი, რომ ის კვლავ და კვლავ ხვდება საფრანგეთის ყველაზე თვალწარმტაცი სოფლების სიაში. მქრქალი ყვითელი შეფერილობის ქუჩები იდეალურად შეეფერება საყვარელ ადამიანთან ერთად ხელიხელჩაკიდებულ სეირნობას – ხმელთაშუაზღვისპირა მზე ყოველთვის მაღლაა ცაზე, კაფეები კი ჩასულ დამსვენებლებს თუ ადგილობრივ მკვიდრებს შესანიშნავი საკვებითა და ადგილობრივი ღვინით უმასპინძლდებიან.

5. ბლუა

ლუარის ხეობა წარმოადგენს სახლს უამრავი რომანტიკული ქალაქისა თუ სოფლისთვის, თუმცა ბლუა ნამდვილად გამორჩეულია. ეს ქალაქი გაშენებულია ბორცვზე, საიდანაც იშლება წარმოუდგენელი ხედი მდინარე ლუარაზე, მისი სამეფო სასახლე კი დიადად ერწყმის ზეცას. აქედან 30 წუთზე ნაკლებ სავალზეა შამბორის სასახლე, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული სასახლე.

6. კასისი

კასისიზე უფრო ლამაზ და მიმზიდველ ქალაქს ვერც ინატრებდით. მარსელიდან ორ ნაბიჯში, კალანკის ნაციონალური პარკის განაპირა მხარეს მდებარე ეს საპორტო ქალაქი ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს. სანაპირო რესტორნები და კოლორიტული კენჭოვანი პლაჟი – იდეალური საფუძველია რომანტიკისთვის, განსაკუთრებით, გრძელ, მზიან ხმელთაშუაზღვისპირა დღეს.

7.  ალბი

ტულუზის მახლობლად მდებარე შუასაუკუნოვანი ქალაქი ალბი, აგურის საძირკვლების წყალობით ცნობილია როგორც „წითელი ქალაქი“. წმინდა სესილის ტაძარი იუნესკოს საყოველთაო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ერთ-ერთი ძეგლია და მისი მასშტაბები ნამდვილად სულისშემკვრელია. ხიდები, ლამაზი ქუჩები და წარმოუდგენელი ხედები ალბს მოსანახულებლად ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ადგილად აქცევს.

8.  ჟოსელინი

ბრიტანიაში მდებარე ქალაქი ჟოსელინი რომანტიკულია 2 მიზეზის გამო: პირველ რიგში, გაგაოცებთ მისი მე-12 საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე, განლაგებული ოუსტის მდინარეზე. ეს არის ზღაპრული სასახლე, რომელიც თითქოს უადგილოდ გამოიყურება ქალაქის განაპირა მხარეს. მეორე რიგში, თავად სავაჭრო ქალაქის დიდებულებით, მიმზიდველი მოედნებითა და მცირე კაფეებით, რომლებიც სპეციალურად წყვილებისთვისაა შექმნილი.

9. სენ-მარტენ-დე-რე

საპორტო ქალაქ სენ-მარინ-დე-რეს შეხვდებით ილ-დე-რეს კუნძულზე, ქალაქ ლაროშელის, საფრანგეთის სანაპიროს მახლობლად. ის ახერხებს თავისი ეშხისა და მომხიბვლელობის შენარჩუნებას, ამ დროს კი გვთავაზობთ ყველაფერს, რაც რომანტიკული დასვენებისთვის გჭირდებათ – ველოსიპედით აუჩქარებლად სიარულისთვის განკუთვნილი თვალწარმტაცი პეიზაჟებიდან ყურის სანაპიროზე მდებარე კაფეების ჩათვლით, რომლებიც იდეალური ადგილებია ორი ადამიანის გვიანი ვახშმობისთვის სანთლების შუქზე.

10. ეტრეტა

წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ჩვენს საყვარელ ჩამონათვალში ეტრერა არ შეგვეტანა, რომელიც გნორმანდიის სანაპიროზე მდებარეობს. აქ შეხვდებით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე განსაცვიფრებელ კლდეებს და კლდოვან წარმონაქმნებს, მათ შორის, ცნობილ ეგილსს(L’Aiguille). არემარის შესწავლის საუკეთესო მეთოდია – წახვიდეთ სალაშქროდ და გაუყვეთ მრავალრიცხოვანი ბილიკებს შორის ერთ-ერთს; ხედები წარმოუდგენელია, რომანტიკულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

    11. ექს-ან-პროვანსი

ექს-ან-პროვანსი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. თითოეული ქუჩა და მოედანი აქ უფრო მიმზიდველი ჩანს, ვიდრე წინამორბედი, რაც მას საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობისთვის, როცა რამდენიმე საათში ერთხელ კაფეში შეივლით, იდეალურ ქალაქად აქცევს. აუცილებლად ესტუმრეთ ვანდომის პავილიონს და შეყოვნდით იქ, რათა დალიოთ აპერიტივი კარდერების ხალხმრავალ და ხმაურიან მოედანზე.