საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სანაპირო ქალაქი კანი, ბევრ ადგილს გთავაზობთ საჭმელად, დასალევად და დასასვენებლად. აქ თქვენ აღმოაჩენთ ისტორიულ არქიტექტურას, ლამაზ სანაპიროებს, ღია ბარ-რესტორნებს და შთამბეჭდავ გარეუბნებს. ჩვენ დაგიგემავთ 48 საათს ამ ქალაქში.
დღე 1
დილა
ისაუზმეთ და გაისეირნეთ საკვების ბაზრობაზე
ესტუმრეთ რომელიმე კაფეს მსუბუქი ვახშმისთვის. შემდეგ გაუყევით ქალაქის მთავარი ბაზრობის გზას – Marché Forville-ის. აქ უგემრიელეს ადგილობრივ ხემსებს დააგემოვნებთ. კარგი იქნება თუ ლანჩს აქ შეიძენთ და მოგვიანებით მიირთმევთ. ჯანსაღი პომიდორი, ხორცი, ზეთისხილი, ყველი – ფორვილში ყველაფერს აღმოაჩენთ. ბაზრობა იდეალური ადგილია ფრანგულ სამყაროზე დასაკვირვებლადაც. აუცილებლად გასინჯეთ ტრადიციული ფანქეიქი – socca.
შუადღე
გაუყევით რიყის ქუჩებს ძველ ქალაქში
ბაზრობის შემდეგ ძველ პორტს ეწვიეთ, სადაც მეთევზეებს შენიშნავთ. აქედან იწყება ქალაქის უძველესი ნაწილი – Le Suquet. ერთ დროს, კანი მხოლოდ ეს ნაწილი იყო, შემდეგ გაფართოვდა და ამჟამინდელი იერ-სახე მიიღო. ესტუმრეთ კასტრის მუზეუმს (Musée de la Castre) – უძველეს ციხესიმაგრეს და ხელოვნების გალერეას, ასევე მის მეზობელს – Église Notre-Dame-d’Espérance. ორივე ადგილიდან ულამაზესი ხედი იშლება სანაპიროზე და ნამდვილად ეფექტურ ფოტოებს გადაიღებთ.
საღამო
დროა იცურაოთ. კანს ბევრი საჯარო და კერძო სანაპირო აქვს, მაგრამ ყველაზე პოპულარული Plage du Goéland-ია. ეს იდეალური ადგილია საღამოს დასაწყებად. შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და იცურაოთ.
ღამე
კანს სრულად ვერ შეიგრძნობთ თუ კოქტეილების ბარს არ ესტუმრებით. აარჩიეთ რომელიმე მათგანი და დატკბით ღამის კანის ხედებით.
დღე 2
დილა
დალაშქრეთ ეროვნული პარკი და აღმოაჩინეთ კულტურული მემკვიდრეობა
კანის ბუნების სანახავად, კანის პარკს უნდა ეწვიოთ – La Croix-des-Gardes-ს. 1834 წელს, ლორდმა ჰენრი ბროგემმა, ბრიტანეთის ყოფილმა კანცლერმა, აქ იტალიაში მოგზაურობამდე შეისვენა. მას ეს ადგილი იმდენად მოეწონა, რომ აქ სასახლე ააგო, ინგლისური ბაღებით. შატო ელეონორა კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შენობაა. აქ ასევე იხილავთ ნეოკლასიკური არქიტექტურის ნიმუშს – Villa Rothschild-ს.
შუადღე
დაიქირავეთ ნავი და დააგემოვნეთ ბერების ღვინო
კანიდან ნავით 15 წუთის სავალზე Îles de Lérins მდებარეობს. არქიპელაგი 4 კუნძულისგან შედგება. Île Saint-Honorat არის ადგილი, სადაც ღვინოს საუკუნეებია ამზადებენ. აქ ბერები მაქსიმალურ სიმშვიდეში არიან და წყნარ განტვირთვას მოახერხებთ.
საღამო
ქალაქში დაბრუნებისთანავე, გაუყევით ანტიბის ქუჩას, სადაც ბუტიკები და ტკბილეულის მაღაზიები შეგხვდებათ. გაისეირნეთ ბულვარში la Croisette და დატკბით მზის ჩასვლის პერიოდით. ამის შემდეგ, მიდით კარლტონის სასტუმროსთან, რომელიც კანის კინოფესტივალის ცენტრალური ადგილია. აქ გადაიღო ალფრედ ჰიჩკოკმა „ქურდის დაჭერა“. აქვე შეგიძლიათ ივახშმოთ კიდეც.