საოცნებო ქალაქების, ზღვისპირა გასაქცევების, მაღალი მთებისა და უდაბნოების დუნების წყალობით, მაროკო ფანტასტიკური მიმართულებაა ვიზიტორებისთვის მთელი წლის მანძილზე. მაგრამ, მნიშვნელოვანია აქ მოგზაურობის სეზონის გადაწყვეტაც. ოქტომბრიდან აპრილამდე აქ ზომიერი თვეებია, წლის დანარჩენი დრო, განსაკუთრებით ივლისი და აგვისტო კი აქ საკმაოდ დატვირთულია.

მარტიდან მაისამდე და სექტემბრიდან ნოემბრამდე საუკეთესო დროა ლაშქრობისთვის და მარაქეშის მონახულებისთვის

მაროკოში ამ დროს საოცარი ამინდებია: მზიანი დღეები, როცა ტემპერატურა არც დაბალია და არც ძაან მაღალი. მარაკეშის მოსანახულებლად იდეალურია მარტი-მაისი ან სექტემბერი-ნოემბერი. მაისსა და ოქტომბერში კომფორტული იქნება საჰარას უდაბნოს მონახულება. ატლასის მთები მთელი წლის მანძილზე მიმზიდველი სალაშქრო მიმართულებაა, მაგრამ ყველაზე შესაფერისი ამინდი სწორედ აპრილი-მაისში და სექტემბერი-ნოემბერშია. მაისში იხილავთ ვარდების ფესტივალსაც. გაზაფხული და შემოდგომა საშუალებას მოგცემთ დააკვირდეთ მიგრირებულ ჩიტებსაც. სექტემბერი საუკეთესო თვეა კარგი ამინდისა და ნაკლები ხალხისთვის. ამინდი თბილია, დღეები გრძენია, სანაპიროები მშვიდია. იდეალური თვეებია სანაპირო ქალაქების: ესაოუირას, რაბათის, კასაბლანკას, ტეტუანის თუ ტანგიერის მოსანახულებლად.

დეკემბრიდან თებერვლამდე იდეალური სეზონია სერფინგისა და სრიალისთვის

მაროკოში ზამთრის ამინდი შესაძლოა ცივი და ნესტიანი იყოს, განსაკუთრებით ჩრდილოეთში. დღეები უდაბნოში უფრო მოკლეა. თუმცა, მარაქეშში და სხვა ქალაქებში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნებით. თუ სრიალი გიყვართ, ატლასის მთები ამ დროს თოვლით იფარება. ყველაზე პოპულარული სასრიალო მიმართულებაა იფრანი. დეკემბრიდან თებერვლამდე ასევე მოსალოდნელია დიდი ტალღები, რის გამო აქ ამ დროს სერფერები ჩამოდიან.

ივნისიდან სექტემბრამდე საუკეთესო დროს კიტსერფინგისა და ფესტივალებისთვის

ზაფხულში მაროკოს ამინდი საკმაოდ ცხელია. ივლისსა და აგვიტოში ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსს მიაღწიოს. მაგრამ ატლანტიკის სანაპიროზე 27 გრადუსიც ნარჩუნდება. სიცხის გამო, ბევრი უდაბნოს ქემფინგი ივნისიდან აგვისტომდე იკეტება. თმცა, მაროკოს გრძელი დღეები და ღამეეები იდეალურია ღია ცის ქვეშ მუსიკალური ღონისძიებების მოსაწყობად. ამ დროს აქ ბევრი ფესტივალი ტარდება. ოკეანე უფრო მშვიდი და თბილია.

 გამოსცადეთ მაროკო ხალხმრავლობის გარეშე რამადანის დროს: ეს დრო აქ ყველაზე მშვიდია.