არ აქვს მნიშვნელობა რას ეძებთ: მცირე ზომის ავეჯს, ვინტაჟურ წიგნებს, ვინილებს თუ ანტიკვარულ ნივთებს, რომლებიც სახლის თაროებს გაგილამაზებენ, ევროპის ფლი მარკეტები დიდი საგანძურია, სადაც უამრავ საინტერესო რამეს აღმოჩენთ. შენი მეგზური რამდენიმე ფავორიტ ბაზრობას წარმოგიდგენთ:
1. Marché aux Puces St-Ouen – პარიზი, საფრანგეთი
ეს ფლი მარკეტი 1870-იანი წლებიდან იღებს სათავეს და დროთა მანძილზე მსოფლიოს უდიდეს ფლი მარკეტადაც ჩამოყალიბდა. აქ 2000-ზე მეტი მოვაჭრე დაგხვდებათ რამდენიმე გრძელ ხეივანში. აქ ნახავთ ყველაფერს ჭურჭელს, სათამაშოებს, ვინილებს, ვინტაჟურ წიგნებს, ნაპოლეონი საათებს, ხალიჩებს და სერიოზულ ანტიკვარიატს.
2. Portobello Road, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ეს ფლი მარკეტი ღიაა ყოველდღე დილის 8-დან საღამოს 7-მდე. ნოტინგ ჰილის ფერადი სახლების ჩაყოლებაზე შეიძენთ ძველ საფოსტო ბარათებს, ვინტაჟურ კამერებს, ვინილებს, სამკაულს, სუვენირებს თუ სამოსს. ბაზრობის გარდა აქ საინტერესო მაღაზიებიცაა.
3. Feira da Ladra, ლისაბონი, პორტუგალია
ლისაბონის ეროვნულ პანთეონთან მდებარე ეს ფლი მარკეტი უიქენდებზე ეწყობა და გარშემო ფერად ქაოსს იწვევს. აქ შეიძენთ ძველ ნივთებს, წიგნებს და სამოსს, ასევე პორტუგალიურ აზულეჯოს ფილებს და ვინილებს, რომლებზეც ტრადიციული ფადოს მუსიკაა ჩაწერილი.
4. Braderie de Lille, ლილი, საფრანგეთი
სექტემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ საფრანგეთის ამ ქალაქის ისტორიული ცენტრი უზარმაზარ ფლი მარკეტად იქცევა საკვებით, სასმლით, მუსიკით და უამრავი ნივთით. ატმოსფერო ეკლექტურია, ათასობით დახლზე ყველანაირ ნივთს აღმოაჩენთ.
5. Monastiraki, ათენი, საბერძნეთი
ათენის ანტიკურ ისტორიას მის ფლი მარკეტზეც გადააწყდებით. თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ქოთნები, ლარნაკები, წიგნები, მონეტები, ჟურნალები თუ ბიზანტიური ნივთები.
6. Porta Portese, რომი, იტალია
ტრასტევერეს უბანი სასიამოვნოა ფეხით გამოსაკვლევად, მისი პორტა პორტესეს ფლი მარკეტი კი კვირა დილას გაგილამაზებთ. აქ იშვიათ წიგნებს, სამკაულდ, ჩარჩოებს, ქოთნებს და სხვა ნივთებს აღმოჩენთ.
7. El Rastro, მადრიდი, ესპანეთი
თუ მადრიდში კვირა დილით იმყოფებით, ელ რასტროს ფლი მარკეტი არ უნდა გამოგრჩეთ. ის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია 3000 დახლით. აქ ვინტაჟური საათები, ფლამენკოს ჩანაწერები, ჩანთები და ელექტრო ნივთებია.
8. Marché aux Puces, ბრიუსელი, ბელგია
ეს ფლი ბაზრობა ღიაა ყოველდღე 2-3 საათამდე. შოკოლადის მაღაზიები, მყუდრო ტავრნები, არტ ნუვოს ნაგებობები და ფლი მარკეტები – ესაა ბელგიის დედაქალაქის მცირე დახასიათება. ეს კონკრეტული ბაზრობა ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მაროლის უბანში ეწყობა. ის დასაბამს მე-19 საუკუნიდან იღებს. ნახავთ ძველ რუკებს, ვინილებს, კომიქსებს და სხვა.
9. Bazar na Kole, ვარშავა, პოლონეთი
ეს ფლი მარკეტი ვარშავაში უიქენდებზე ეწყობა. თუ საბჭოთა პერიოდის ნივთები და სუვენირები გაინტერესებთ, ეს ბაზრობა თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. აქ ნახავთ პოსტერებს, კერამიკას, მხატვრობას, ვინილებს, წიგნებს, ვინტაჟურ მარკებს და სხვა.