გარკვეული წესების გათვალისწინებით და წინასწარი შემზადებით, ლონდონში მოგზაურობა ბევრად სასიამოვნო გამოცდილებად გექცევათ. მიმართეთ “შენ მეგზურს” ტურის დასაგეგმად.
“ხუთშაბათი ახალი პარასკევია”
ლონდონელებს უყვართ ბევრი მუშაობა და შემდეგ კარგად გართობა. ბოლო წლებია რაც კომპანიები აქტიურად გადადიან პარასკევს დისტანციურად მუშაობაზე, ასე რომ, ხუთშაბათი შეკრებების დროდ ჩამოყალიბდა. როგორც კი მოსაღამოვდება, მოწესრიგებულად ჩაცმული ადგილობრივები ცენტრალური ლონდონის ბარებს და პაბებს იპყრობენ.
იყავით მზად ხარჯისთვის
ცნობილი მისი მაღაზიებითა და კაფე-ბარებით, ლონდონს ძვირადღირებული ქალაქის რეპუტაცია აქვს. მაგრამ, თუ ფინანსურად შემზადებული წახვალთ და რეალურ ბიუჯეტს წინასწარ დაისახავთ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. ბიუჯეტური მოგზაურობა ყველგან შესაძლებელია, მთავარია გადახედოთ ფასებს და ფინანსები გამგზავრებამდე დაგეგმოთ.
გამოიყენეთ უფასო სერვისები
ლონდონის ეკლექტური კულტურის გამოკვლევისთვის უფასო გზებიც არსებობს. მაგალითად, რამდენიმე ცნობილი გალერეა და მუზეუმი ვიზიტორებისთვის უფასოა. ესენია: ბრიტანული მუზეუმი, ეროვნული გალერეა და V&A.
დააკვირდით თქვენს მანერებს
ქალაქში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, მარტივად შეამჩნევთ, რომ აქ ადამიანები მორცხვები არ არიან და მეგობრულობასაც ამჟღავნებენ. მაგალითად, დაუბრუნეთ მადლობა ავტობუსის მძღოლს და დაუჭირეთ კარი უცხო ადამიანს. კარგი მანერები ლონდონში ძალიან დაფასებულია. მოიქეცით ისე, როგორც გსურთ რომ მოგექცენ.
ყოველთვის დაჯავშნეთ წინასწარ
სპონტანურობა მოგზაურობისას შესაძლოა სახალისო იყოს, მაგრამ თუ საუკეთესო ადგილების ნახვა და კონკრეტულ ობიექტებში მირთმევა გსურთ, დაჯავშნა აუცილებელია. ამგვარად არ იდგებით უსასრულო რიგში რესტორნებთან, კლუბებთან და ღონიძიებებზე.
ამჯობინეთ ბარათით/ონლაინ გადახდა
ლონდონში ქეშს უკვე ძალიან იშვიათად იყენებენ. გონივრული იქნება თუ გამოიყენებთ ისეთ ბარათს, რომელიც ყველა გადახდაზე ვალუტის კონვერტაციისთვის საკომისიოს არ იღებს.
აარიდეთ თავი ქუჩის კვებას
ჩვენ არ ვგულისხმობთ ლონდონის ცნობილ ქუჩის ბაზრობებს. ამ ქალაქში შეგხვდებათ ცალკეული ჯიხურები პოპულარული საკვებით, რომელთა დაგემოვნებასაც არ გირჩევთ. სჯობს სანდო საკვებ ბაზრებს მიმართოთ, მაგალითად:Borough Market, Broadway Market, Arcade Food Hall ან Seven Dials Market.
კითხეთ გზა გამვლელებს
ლონდონში გამვლელებისთვის თხოვნა, რომ რაიმე მიგასწავლონ, მიღებული ფორმაა. დაბნეულობის და მუდმივად რუკაში ყურების ნაცვლად, უბრალოდ კითხეთ ვინმეს და ადგილობრივები აუცილებლად მეგობრულად მიგასწავლიან გზას.
ნუ იმგზავრებთ ტრანსპორტით პიკი საათებში
ლონდონელებს არ უყვართ დაგვიანება და სამსახურში წასვლის წინ ტურისტებით სავსე ვაგონების გამო დაყოვნება. სამუშაო დღეებში ნუ ივლით დილის 7-9 საათის ინტერვალში და საღამოს 6-ის ნახევრიდან 8-ის ნახევრამდე. ესკალატორზე აუცილებლად დადექით მარჯვენა მხარეს და იარეთ მარცხენა მხარეს თუ სიარულს გადაწყვეტთ.
მოინახულეთ გარეუბნებიც
ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები ცენტრალურ ლონდონშია თავმოყრილი. მაგრამ, ამასთანავე ეს ნაწილი ტურისტულად ძალიან დატვირთულია. გვერწმუნეთ, რომ ბევრი ლამაზი ადგილი ლონდონის ცენტრის მიღმა მდებარეობს. მაგალითად, ნოტინგ ჰილის ფერადი სახლები.
იპოვნეთ ტრანსპორტის ალტერნატივები
ზოგადად, ლონდონი ცნობილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის იდეალური სერვისით. მაგრამ, ქალაქის დასათვალიერებლად მეტროზე ეფექტური ავტობუსებია. ნუ გადაიხდით სპეციალურ ღია ტურისტულ ავტობუსში, რომელიც ქალაქში დადის, სტანდარტული წითელი ავტობუსები მისი კარგი ალტერნატივაა. მაგალითად, 26 ნომერი, რომელიც ულამაზეს ადგილებს მოგატარებთ. ასევე, კაი აზრია ველოსიპედი. თუ ქალაქის ნახვა წყლიდან გსურთ, ჩახტით უბერის ნავში და არა ტურისტებისთვის განკუთვნილ ნავის ტურებში.
იყავით მზად ნებისმიერი ამინდისთვის
ლონდონის ამინდი ძალიან ამოუცნობია და მუდამ მოულოდნელობებითაა სავსე. აუცილებლად იქონიეთ სათვალე, შარფი და ქოლგა.