Მზიანი ბრიუსელი ცნობილია მისი უნიკალურობით და ღირსშესანიშნაობების სიმრავლით. Ბიჭუნას ქანდაკება, პარკები და ბორცვები განსაკუთრებული კულტურული ძეგლებით, მოდერნისტული ვილები და პატარა ევროპა – ეს ყველაფერი ბრიუსელია.
Ბიჭუნა Manneken Pis
Ფაქტობრივად ყველასთვის ცნობილი ბიჭუნას ძეგლი, რომელიც ბრიუსელის სიმბოლოს წარმოადგენს, ადგილობრივების მიერ ყოველწლიურად იცვლის ტანსაცმელს და სხვადასხვა ქვეყნის ფორმებს ირგებს, რასაც სახელმწიფო უცხოელების პატივსაცემად აკეთებს. Ბიჭუნას ძეგლი მანეკენის ოჯახის პატივსაცემად იყო შექმნილი, რომლის სხვადასხვა მონუმენტებსაც ქალაქში შეხვდებით, მათ შორის ჟანეკე პისის და ძაღლი ზინეკეს სკულპტურებს, რომლებიც ბრიუსელის ქუჩებში 90-იან წლებში დახეტიალობდნენ.
Გრან-პლასი
Გრან-პლასი, მე-15 საუკუნის რატუშას და 40 მდიდრული გილდიის და დიუ-რუას სახლით შემოსაზღვრული, განსაკუთრებულად ლამაზ ადგილს წარმოადგენს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ეს მშვენიერი მოედანი თითქოს დროში უკან დაგაბრუნებთ. Მის წინ მდებარე თავისუფალი ადგილი კი წელიწადში ერთხელ ყვავილების ხალიჩად გარდაიქმნება.
Ატომიუმი
მე-20 საუკუნე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ატომის და ატომური ენერგიის გამოყენების აქტიური შესწავლის პერიოდი. ბელგიის დედაქალაქის, ბრიუსელის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა მონუმენტი “ატომიუმი”, რომელიც ასახავს ატომური ენერგიის უსაზღვრო შესაძლებლობებს.
ვიკტორ ორტას მთავარი ტაუნჰაუსები
Ბრიუსელი მოდერნისტული სტილის არქიტექტურის მარგალიტია, რევოლუციური მოძრაობის ნათელი მაგალითი კი ვიქტორ ორტას სასახლეებია. Hotel Tassel, Hotel Solvay, Hotel van Eetvelde და Maison & Atelier Horta ასახავს ამ არქიტექტორის, როგორც ელეგანტური სტილის პიონერის განსაკუთრებულობას, რომელიც იყენებდა რკინის დეკორატიულ ობიექტებს და ფართო დაგეგმარებას.
Villa Empain
20-იან წლებში მოდერნმა ადგილი დაუთმო ულამაზეს არ-დეკოს, და ბელგია ისევ და ისევ გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი გაბედული არქიტექტურული სტილი გამოსცადა. Villa Empain – შვეიცარი არქიტექტორი მიშელ პოლაკის მიერ შექმნილი მუზეუმი, ბუნდოვანი სიმეტრიით და მდიდრული მასალებით, წარმოადგენს ამ მოძრაობის ერთ-ერთ შედევრს. ეს ვილა უკვე გახსნილია ვიზიტორებისათვის და მოიცავს კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, რომელიც მიმართულია დასავლურ და აღმოსავლურ მხარეებს შორის დიალოგის წარმართვაზე.
Სენტ-ჰუბერტის სამეფო გალერეები
Მე-19 საუკუნეში ბრიუსელი გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც გაიხსნა დახურული სავაჭრო პასაჟი. Სენტ-ჰუბერტის სამეფო გალერეები (ე.წ. Galeries Royales Saint-Hubert) დაყოფილია სამ საოცარ დარბაზად – სამეფო გალერეა, სადედოფლო გალერეა და საპრინცესო გალერეა. ისინი წარმოადგენენ უდაოდ მყუდრო და შესანიშნავ ადგილს პროდუქტის დასათვალიერებლად.
MIMA
Სახვითი ხელოვნების მუზეუმი Millenium Iconoclast (MIMA) ბრიუსელში 2016 წლიდან მასპინძლობს ვიზიტორებს და სთავაზობს მათ ყველაზე გაბედულ კოლექციებს, რომლებიც ბნელი პერიფერიიდანაც კი აჩვენებენ მაყურებლებს საინტერესო და ერთი შეხედვით უჩვეულო ობიექტებს. Ლუდსახარშის ქარხანაში (Bellevue) მდებარე MIMA მოიცავს ყველაფერს – გრაფიტს, ციფრულ და სუბკულტურულ ხელოვნებას.