ღვინო საფრანგეთის ერთ-ერთი მამოძრავებელი სისხლძარღვია. მას შემდეგ, რაც რომაელებმა აქ ღვინის მოყვანა დაიწყეს, ღვინის წარმოება ფრანგებმა ხელოვნებამდე აიყვანეს. დღეს ეს ქვეყანა ღვინის ტურიზმით მსოფლიოში წამყვანი მიმართულებაა და ყოველწლიურად 7-8 მილიარდ ბოთლს გზავნის ქვეყნიდან. ფრანგული ღვინის წარმატების საიდუმლო უნიკალური მახასიათებლების იდეალურ კომბინაციაშია: გეოლოგია, გეოგრაფია და კლიმატი. როგორც წესი, ღვინის სახელწოდებები ვენახის ადგილმდებარეობებიდან მოდის. ჩვენ საფრანგეთის ღვინის ტურიზმის გიდებად გაგიძღვებით.
დააგემოვნეთ ტერუარი ბურგუნდიაში
ბურგუნდია პარიზის სამხრეთით მდებარეობს და ღვინის წარმოებისთვის იდეალური კლიმატით გამოირჩევა. ერთ დროს აქ ღვინოს ბერები აყენებდნენ, დღეს მას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის აღიარება აქვს მოპოვებული. ბურგუნდიული ადგილობრივი წითელი ღვინო პინო შავი ყურძნისგან, ხოლო თეთრი შარდონესგან მზადდება. ბურგუნდიის ღვინის ტური (Route des Grands Crus) Côte d’Or-ზე გადის, “ოქროს მთაზე” და მოიცავს შატოს დათვალიერებას, რომელიც ბურგუნდიული ღვინის დაბადებად ითვლება – Château du Clos de Vougeot და ქალაქ ბონს (Beaune), სადაც მარნებში მილიონობით უძველესი ბოთლი ინახება.
ბურგუნდიის მნიშვნელოვანი ღვინის არეალებია ასევე Chablis, Côte Chalonnaise და Mâcon. ამ მარშრუტს ეწოდება Route des Vins Mâconnais-Beaujolais და მაკონს ბოჟოლესთან აკავშირებს. ბურგუნდიის ნაწილი ბოჟოლე, რონის (Rhône) სიახლოვეს მდებარეობს, ქალაქ ლიონთან. აქ ამზადებენ ყურძნის ჯიშისგან სახელწოდებით გამეი.
მსოფლიო ცნობადობის წითელი ღვინო ბორდოში
ბორდო საფრანგეთის უდიდესი ღვინის რეგიონია, სადაც საუცხოოდ დაბალანსებულ წითელ ღვინოს ამზადებენ. ნეოკლასიკურ ქალაქ ბორდოში, ღვინის კულტურის ცენტრი La Cité du Vin ამომწურავად გაგაცნობთ ადგილობრივი ღვინის ტრადიციებს. უზარმაზარი ღვინის დეკანტერის ფორმის შენობა გამოფენებს წარმოგვიდგენს პანორამული ხედებით ქალაქზე.
ღვინის გზა მთელ რეგიონს მოიცავს, ქალაქ ბორდოს გარშემო. ქალაქის აღმოსავლეთით აღმოაჩენთ პომეროს და შუასაუკუნოვან ქალაქ ემილიონს (St-Émilion). ბორდოს სამხრეთით კი იხილავთ ვენახებს, სადაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მოყავდათ ღვინო. აქ დააგემოვნებთ თეთრ ტკბილ ღვინოს სოვინონის და მუსკადელის ყურძნებისგან. ბორდოს ვენახებში ქალაქიდან ადვილად მიხვალთ. ყველაზე ახლოსაა Pessac-Léognan, 4 კილომეტრში ბორდოს ცენტრიდან.
გასინჯეთ როზე პროვანსში
ხმელთაშუაზღვიურ პროვანსში ღვინის წარმოება დაიწყო მაშინ, როდესაც ჩ.წ.-მდე ბერძნებმა მარსელში ვენახები დათესეს. საუკეთესო ღვინოებია ბანდოლის წითელი (Bandol reds) და კასისის თეთრი (Cassis whites). მაგრამ, ეს რეგიონი და მისი სოფლები მაინც ყველაზე მეტად ვარდისფერი როზეთია ცნობილი.
ნიცასა და ფრანგულ რივიერას შორის Côtes de Provence მდებარეობს, რომელიც სხვადასხვა სახეობის ღვინოებისგან როზეს აწარმოებს. ღია ფერს იღებენ ყურძნის კანთან შემცირებული კონტაქტით და წვენის სუფთა დამუშავებით ფერმენტაციის დროს. მშრალი და გემრიელი როზე თბილ დღეებში განსაკუთრებით სასიამოვნო მისართმევია.
აღმოაჩინეთ რონის ველი
Rhône Valley – ტერასული მთებით და კონტინენტური კლიმატით გამოირჩევა. წითელ ღვინოს აქ სირას ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ, თეთრს კი ვიონიესგან. თუ მონტელიმარიდან ავინიონამდე იმოგზაურებთ გზად ლავანდას მდელოები და ზეთისხილის ხეები შეგხვდებათ. ცნობილი ადგილია შატო – Châteauneuf du Pape უზარმაზარი ვენახებით. აქ აწარმოებენ ტკბილ ღვინოს: Muscat de Beaumes de Venise.
თქვით სადღეგრძელო შამპანნში
პარიზის ჩრდილოეთით, Champagne-ის რეგიონი მდებარეობს, სადაც შუშხუნა ღვინოს აწარმოებენ. თეთრი შარდონე, წითელი პინო და შავი პინო შეზღუდული რაოდენობით მზადდება. ღვინო ფერმენტაციას ორჯერ გადის და მარანში 2-დან 5 წლამდე ინახება. ცნობილი შამპანის სახლები ვიზიტორებს ქალაქ რეიმსში (Reims) და ელეგანტურ ეპერნეიში (Épernay) მასპინძლობენ. აქ მდებარეობს შუშხუნა ღვინის მუზეუმიც. ღვინის ტურის მარშრუტები მოიცავენ: Montagne de Reims, Vallée de la Marne და Côte des Blancs.
გასინჯეთ თეთრი ღვინო ლუარის ველზე
Loire Valley – ულამაზეს ციხესიმაგრეებს და ისტორიულ ქალაქებს წარმოგვიდგენს და უგემრიელესი ღვინის დაგემოვნებას გვთავაზობს მუსკადეტის რეგიონიდან, ატლანტიკის სანაპირო ზოლის სიახლოვეს, ქალაქ ნანტიდან Sancerre-მდე და Pouilly-Fumé-მდე. ეს განსაკუთრებული არეალი მრავალფეროვან მსუბუქ ღვინოებს წარმოგვიდგენს, პრემიუმ ხარისხის. ძირითადად მზადდება შენინისგან, სოვინიონისგან და მელონის ჯიშებისგან.
გამოსცადეთ გამორჩეული თეთრი ალსასში
Alsace – აღმოსავლეთ საფრანგეთია მომხიბვლელი ვენახებით, მთებით და ხის სახლებით. აქ გერმანული გავლენა იგრძნობა. თეთრი ღვინო დომინანტურია, ძირითადად: riesling, gewürztraminer, pinot gris და ტკბილი Muscat d’Alsace. შუშხუნა Crémant d’Alsace განსაკუთრებით პოპულარულია. ალსასის ღვინოების გამოსაკვლევად უნდა დაადგეთ შემდეგ ღვინის მარშრუტს: Route des Vins d’Alsace, რომელიც ქალაქ სტრასბურგიდან იწყება და შუასაუკუნოვან კოლმართან მთავრდება. გზად შთამბეჭდავი ხედების მქონე სამანქანო გზას გაივლით.