სტრასბურგის გრანდიოზულობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ ყველაფერი შერეულია – ფრანგული და გერმანული სახლები, ფუა-გრა და უკიდეგანო კულტურა. 

სტრასბურგში გასეირნებისათვის გირჩევთ შეიძინოთ Strasbourg City Pass, რომლის ვაუჩერშიც შედის გასეირნება ტრამვაით მდინარეზე, ქალაქის ერთ-ერთი მუზეუმის უფასო მონახულება, სხვადასხვა ფასდაკლებები და მრავალი სხვა.

ნოტრ-დამის საკათედრო ტაძარი (Cathédrale Notre Dame de Strasbourg)


საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ტაძარი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მისი აღორძინება 1277 წელს დაიწყო და ოფიციალურად 1318 წელს დასრულდა. თუმცა, ერთი შეხედვით შეამჩნევთ, რომ აქ ჯერ ბევრი რამ დაუსრულებელია: მას მხოლოდ ერთი კოშკი გააჩნია, მეორე კი ჯერ კიდევ არ არის აშენებული. ზაფხულში ყოველ საღამოს სტრასბურგის ტაძრის კედლებზე შეგიძლიათ იხილოთ შუქებით მორთული მუსიკალური წარმოდგენები (დასაწყისი 21:00 საათზე). 

ტაძარი ასევე ცნობილია საათით, რომელიც ეკლესიის შიგნით მდებარეობს. საათი არა მხოლოდ წელს ან დროს აჩვენებს, არამედ ზოდიაქოს ნიშნებსა და პლანეტების მდებარეობას და მრავალ სხვას. 

ტაძარზე სადამკვირებლო მოედანი მდებარეობს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ასვლა და ქალაქის ხედით ტკბობა. 

სამუშაო საათები: ორშაბათი – შაბათი – 7 – 11:40 დილით და 12:40 – 7 საათამდე. კვირას ტაძარი ღიაა 12:45 საათიდან 18:00 საათამდე.

პატარა საფრანგეთი (The Little France)


პატარა საფრანგეთი სტრასბურგის ულამაზესი რაიონია. აქ შენარჩუნდა შუასაუკუნეების დროინდელი სახლებით სავსე ქუჩები და ბაროკოს სტილში მორთული შენობები. რაიონმა თავისი სახელწოდება მიიღო იმ დროს, როცა სტრასბურგს გერმანელები მართავდნენ. დღეს პატარა საფრანგეთი უსაყვარლესი ტურისტული ადგილია, სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ მდინარეზე, ისადილოთ მყუდრო კაფეში არხების ხედით და უბრალოდ ზღაპარში იმოგზაუროთ.

გრანდიოზული ხიდები


მე-13 საუკუნეში აშენებული სამი კოშკის დამაკავშირებელი ხიდების კასკადი თავის დროზე სტრასბურგის დასაცავად იყო აღორძინებული. მთლიანი კომპლექსი დღესაც შენარჩუნებულია და ტურისტებს მისი გრანდიოზულობისა და სიდიადის გამო იზიდავს.

კლებერის მოედანი (The Place Kleber)


კლებერის მოედანი სტრასბურგის ყველაზე დიდ და მთავარ მოედნად ითვლება და კომერციული რაიონის ცენტრში მდებარეობს. მოედანი გენერალ ჟან-ბატისტ კლებერის სახელს ატარებს, რომელიც სტრასბურგში 1753 წელს დაიბადა. მოედანზე მისი ძეგლიც დგას. კლებერის მოედანზე ძველად ხშირად ტარდებოდა აღლუმები და მიტინგები.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (The Museum Of Modern Arts)


თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სტრასბურგში 1973 წელს დაარსდა. ის საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად ითვლება. აქ ინახება ფერწერის, სკულპტურების, გრაფიკის, მულტიმედიური ხელოვნებისა და დიზაინის უდიდესი კოლექცია. აქ მუდმივად ტარდება საერთაშორისო გამოფენები. აქ ასევე ბიბლიოთეკებს, მულტიმედიურ კლასებს, კინოთეატრსა და კაფეებსაც იხილავთ. 

სამუშაო საათები: სამშაბათი – ოთხშაბათი და პარასკევი 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხუთშაბათს 12 საათიდან საღამოს 10 საათამდე, კვირას დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

გუტენბერგის მოედანი (Gutenberg Place)


მოედანს სახელი პირველი მბეჭდავის, გუტენბერგის საპატივცემულოდ დაარქვეს. გუტენბერგის ძეგლი ევროპისა და სრულიად მსოფლიოს მემკვიდრეობას წარმოადგენს.
მოედნის გარშემო მდებარეობს მრავალი მაღაზია, რაც იზიდავს არა მხოლოდ არქიტექტურის, არამედ შოპინგის მოყვარულებსაც.

ევროპული ხიდი (The Europe Bridge)


ევროპული ხიდი, რომელიც რეინით აკავშირებს საფრანგეთსა და გერმანიას, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლოა. ის ცოტა ხნის წინ ნიკოლა სარკოზიმ და ანგელა მერკელმა დაარსეს. ხიდის ორივე მხარეს მდებარეობს პარკები, თვითონ ხიდი კი საკმაოდ დიდ არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენს. და მეტიც, სად შეძლებთ ასე მარტივად გასეირნებას ერთი ქვეყნიდან მეორეში?

საშობაო ბაზრობა


სტრასბურგში ყოველწლიურად იხსნება ყველაზე დიდი და ძველი საშობაო ბაზრობა, რომელიც ამ საოცარი ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ნაწილს წარმოადგენს და სთავაზობს ტურისტებს ნამდვილ საოცრებათა ქალაქში მოხვედრას, სადაც საშობაო ნაძვები, დეკორაციები, ადგილობრივი მოსახლეობის ნამუშევრები, საკონდიტრო პროდუქტები და გლინტვეინი კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის აქ შობის ღამის გატარებას.