რა ვნახოთ

საოცარი პროვანსი

პროვანსში იმდენად ბევრი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეიძლება, რომ მათი ნახვის გარეშე ამ კუთხეში მოგზაურობა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ლავანდის მინდვრები, ბორცვზე მდებარე ულამაზესი სოფლები, სანაპიროები და დიდებული სასახლეები – ამ ყველაფერს პროვანსი გთავაზობთ.

კალანკი, საფრანგეთის ბუნებრივი საოცრება

კალანკი ყურეა, რომელიც მიედინება მარსელის ორივე სანაპიროების გასწვრივ. ეს ყველაზე ლამაზი ადგილია მარსელში, თუმცა აქამდე მოსვლა საკმაოდ რთულია, გირჩევთ გაისეირნოთ ან ნავით მოხვდეთ ამ ადგილზე. აქ რამოდენიმე ადგილობრივ რესტორანს შეხვდებით, საიდანაც შეძლებთ დატკბეთ ყურეს დინებით ფრანგული ღვინის ჭიქით ხელში.

ძველი მეთევზეების რაიონი სენ-ტროპეში, La Ponche

თავის დროზე La Ponche პატარა სოფლის, სენ-ტროპეს მეთევზეების რაიონად ითვლებოდა. დღესდღეობით ეს ქალაქის ყველაზე დიდი ნაწილია და იდეალური ადგილი სანაპიროზე გასასეირნებლად.

MUCEM და ფორტ სენ-ჟანი მარსელში (Fort Saint-Jean)

თანამედროვე ევროპული და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების შერწყმით შექმნილი მუზეუმი MUCEM დაკავშირებულია ფორტ სენ-ჟანთან პატარა ბილიკით, რომელიც არარსებულ, აბსტრაქტულ სამყაროში მოგზაურობას მოგაგონებთ.

სენ ვიქტუარი (The Sainte-Victorie)

სენ ვიქტუარი ექს-ან-პროვანსის მახლობლად მდებარე მთაა. ეს იდეალური ადგილია პიკნიკისა და მთაზე გასეირნებისათვის.

პაპის სასახლე, ავინიონი

მე-15 საუკუნეში რომის პაპმა დატოვა ქალაქი სამოქალაქო რელიგიური არეულობის გამო და ავინიონში ჩამოვიდა, სადაც ახალი სახლის დამკვიდრება დაიწყო. შემდგომი 100 წლის მანძილზე, რამოდენიმე მმართველმა პაპამ მშენებლობა განაგრძო და ავინიონის პაპის სასახლემ საბოლოო სახე მიიღო.

ლავანდების მინდვრები

ზაფხულის დასაწყისში შეგიძლიათ იხილოთ ლავანდის მოყვანის პროცესი უდიდეს იასამნისფერ მინდვრებში, სადაც ყველაზე მეტად შეიგრძნობთ პროვანსის ცხოვრებას, განსაკუთრებით კი ლიუბერონის რაიონში. გაემგზავრეთ ლავანდის მუზეუმში, რათა გაიგოთ მეტი ამ საოცარი ყვავილის მოყვანაზე ფრანგულ რივიერაში.

ექს-ან-პროვანსის ქუჩები და შადრევნები

ექს-ან-პროვანსს სხვაგვარად „ათასი შადრევნის ქალაქს“ ეძახიან. აქ შადრევნების რაოდენობა ულევია. ისინი შეგხვდებათ ყოველ ქუჩასა და შესახვევში და თითოეულის სილამაზე გამორჩეულია.

თვალწარმტაცი მეთევზეების პორტი კასისი

კასისი – ძველი მეთევზეების სოფელია, რომელიც მდებარეობს მარსელისა და სენ-ტროპეს სანაპიროებს შორის. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად შეგიძლიათ ადგილობრივების ცხოვრების შეცნობა, თევზების გამყიდველების, გართობის მოყვარულებისა და საპორტო რესტორნების მუშაობის.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი17 ნოე 2026

მარსელის 7 კლასიკური გასტრონომიული გამოცდილება

ელეგანტური და ამავდროულად თავისუფალი ხასიათის მქონე მარსელი სტუმრებს სამხრეთ საფრანგეთისთვის დამახასიათებელი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით ხვდება. ქალაქი სულ უფრო მეტ…

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 ოქტ 2026

რა ადგილები უნდა მოვინახულოთ საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე

ისტორიული ნავსადგურებით, მშვიდი კუნძულებით, სერფინგის ნაპირებით და საოცარი ზღვის პროდუქტებით გამორჩეული ფრანგული ატლანტიკის სანაპირო ნამდვილად საინტერესო მოგზაურობას…

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 აგვ 2026

7 საუკეთესო ადგილი ცენტრალურ საფრანგეთში

ბურჟი, ობინი-სიურ-ნერი, ობუსონი, მულენი და ბურკ-ან-ბრესი: 7 ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში გოთიკით, გობელენებით და ისტორიით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები