მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებული მონუმენტები და ადგილები ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვან ღირებულებებს ატარებენ. წარმოგიდგენთ ევროპაში მდებარე იმ იუნესკოს ძეგლებს, რომლებიც ამ ქალაქში მოხვედრისას აუცილებლად უნდა ნახოთ.

ბუდაპეშტი, უნგრეთი

ქალაქი, სადაც წარსული ასე საოცრად ხელშესახებია, ისტორიული მონუმენტები ნამდვილად აღგაფრთოვანებთ. უნგრეთის დედაქალაქი იუნესკოს ძეგლთა სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი ულამაზესი შენობები: ბუდას სასახლე და პარლამენტი განსაკუთრებით აღსანიშნავია.

ტრენტინო დოლომიტები, იტალია

იტალიურ ალპებში მდებარე დოლომიტები ნამდვილად არაა გამოსატოვებელი. მისი ბუნების საოცარი სილამაზე და მთების ლანდშაფტი მთელ მსოფლიოშია გამორჩეული. თუ დასვენებას იტალიაში გეგმავთ, მის მონახულებას აუცილებლად გირჩევთ.

მონ-სან-მიშელი, საფრანგეთი

ნორმანდიასა და ბრიტანიას შორის მდებარე მონ-სან-მიშელი მორიგი საოცრებაა. პატარა კუნძულზე მდებარე ეს შუასაუკუნოვანი მონასტერი მე-11 საუკუნით თარიღდება და წლების მანძილზე მნიშვნელოვანი პილიგრიმული მიმართულება იყო. უნიკალური ლოკაციის გამო, ის ერთ დროს ციხესაც წარმოადგენდა.

მუზეუმ აილენდი, გერმანია

მდინარე შპრეზე განთავსებული 5 მუზეუმის ერთობლიობა, რომელიც კათედრალსაც მოიცავს, გერმანიის ისტორიის და ხელოვნების სხვადასხვა ასპექტებს წარმოადგენენ. მას ბერლინში ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

ისტორიული ქალაქი ტოლედო, ესპანეთი

ტოლედოში ბევრი ლამაზი ეკლესია, კათედრალი და მონუმენტია. ქალაქი ხელოვნების, კულტურის და ისტორიის 2000 წლიან მემკვიდრეობას აერთიანებს.

კლდოვანი ნაწილი, ჩრდილოეთ ირლანდია

“Giant’s Causeway” – ლეგენდის თანახმად, გოლიათების აგებული ადგილია, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობას წარმოადგენს. აქ დროში უკან გადაინაცვლებთ და ირლანდიის საოცარი ხედებით დატკბებით.

ვატიკანი

ვატიკანი მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ ბევრი რამეა სანახავი. მსოფლიო დონის წმ. პეტრეს ბაზილიკა, ვატიკანის მუზეუმი და სისქსტის კაპელაც კი საკმარისია მის მოსანახულებლად ენერგია რომ არ დაიშუროთ. მის არქიტექტურულ ძეგლებზე იმუშავეს მიქელანჯელომ, რაფაელმა და ბერნინიმ, რაც მის ძეგლებს იუნესკოს შედევრებად აქცევს.

ძველი ხიდი მოსტარის ძველ ქალაქში, ბოსნია ჰერცოგოვინა

მოსტარის ძველი ხიდი ოტომანური იმპერიის დროს, მე-16 საუკუნეში ახლიდან ააგეს. ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მოსტარის ორ ნაწილს აერთებს ერთმანეთთან. ის ერთ-ერთი საუკეთესო ისლამური არქიტექტურის ნიმუშია ბალკანეთის ქვეყნებში.  გარშემო ბევრი ოტომანურ ფასადზე ქალაქის დიდი ისტორიაა აღბეჭდილი.

სევილიის კათედრალი, ესპანეთი

სევილიის კათედრალი იუნესკოს დაცული ძეგლი 1987 წელს გახდა. ის მე-16 საუკუნეში ააგეს და ევროპის უდიდეს გოთიკურ შენობად ითვლება. აქაა დამარხული კრისტოფერ კოლუმბი.

ანტონიო გაუდის არქიტექტურა ბარსელონაში

ევროპის გამორჩეული იუნესკოს ძეგლი ცნობილი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის ნიმუშებია ბარსელონაში. სიაში შედის: გუელის პარკი, საგრადა ფამილია, კასა მილა, გუელის სასახლე და კასა ბატლო. გაუდის დიდი გავლენა დატოვა ბარსელონას არქიტექტურაზე, ამიტომაც არაა გასაკვირი ისინი რომ იუნესკოს დაცულ ძეგლად აღიარეს.

ვერსალის სასახლე და პარკი, საფრანგეთი

მე-17/მე-18 საუკუნეებში აგებული ვერსალის სასახლე და ბაღები მალევე გახდა ევროპული სამეფო სასახლის გამორჩეული ნიმუშია. აქ ცდხოვრობდნენ ლუი მე-14 და მე-16. მის არქიტექტურაზე ბევრმა ცნობილმა არქიტექტორმა იმუშავა და წლიურად ვერსალს 15 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

პომპეი, იტალია

პომპეი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული იუნესკოს ძეგლია. უდიდესი ტრაგედიის შემდეგ, აქ რომაული ცივილიზაციის საუკეთესო ადგილები შემორჩა.

პლიტვისეს ტბები, ხორვატია

ზაგრებსა და ზადარს შორის მდებარე ეს ტბები ეროვნული პარკის ნაწილია და 16 ტბას აერთიანებს, ჩანჩქერებით. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას არ გამოგრჩეთ ეს მაგიური ლოკაცია.

ვალეტა, მალტა

იუნესკოს სიაში აღიარებული “მსოფლიოს გამორჩეული ისტორიული არეალი”, კიდევ ერთი საგანძურია, რომელსაც მალტას კუნძულზე აღმოაჩენთ.

ბრიუგეს ისტორიული ცენტრი, ბელგია

მშვენიერი ბელგიური ქალაქი ბრიუგე ევროპაში იმ იშვიათი ქალაქების სიას მიეკუთვნება, რომელიც თითქოს ისტორიის მანძილზე არასდროს შეცვლილა. მან განიცადა ოქროს ხანა მე-15 საუკუნეში და მნიშნელოვან ფინანსურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ბევრი შენობა დღემდე საუცხოო მდგომარეობაშია.