მართალია, ბუდაპეშტი მუზეუმებით ისეთივე ცნობილი არაა, როგორც ლონდონი, პარიზი ან მადრიდი, მაგრამ აქ ხელოვნების მოყვარულთათვის, სანახავი მაინც ბევრია. ჩვენ უნგრეთის დედაქალაქის ტოპ 10 მუზეუმს წარმოგიდგენთ.
1. უნგრეთის ეროვნული გალერეა/Hungarian National Gallery
მისამართი: Szent György tér 2, 1014 Hungary
ჩაიძირეთ უნგრული ხელოვნების ისტორიაში, რომელიც ამ ბრწყინვალე სამეფო სასახლის ოთხ სართულზე დაგხვდებათ. კოლექციები საუკუნეებს ითვლიან. აქ გოთიკური ნიმუშები, პანელის მხატვრობა, ტრიპტიქები და ქანდაკებებია. ნაწილი დათარიღებულია 1300 წლით, ნაწილი კი პოსტ 1945 წლის უნგრულ ავანგარდულ ხელოვნებას წარმოადგენს. აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, შეგიძლიათ ბუდას სასახლის ცნობილ თაღზეც ახვიდეთ.
2. სახვითი ხელოვნების მუზეუმი/Museum of Fine Arts
მისამართი: Dózsa György út 41, 1146
ამ მუზეუმში სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვანი კოლექცია ინახება: ანტიკური ეპოქიდან ბაროკოს პერიოდამდე. უნგრული ეროვნული გალერეისგან განსხვავებით, ეს მუზეუმი სხვა ქვეყნებს და სკოლებსაც მოიცავს. მაგალითად, აქ იტალიელი ოსტატების 3000-მდე ნამუშევარია. ისტორიის მოყვარულები, ეგვიპტური, ბერძნული და რომაული არტეფაქტების შენობას ეწვიეთ. აუცილებლად შედით რუმინულ დარბაზში.
3. უნგრული ეროვნული მუზეუმი/Hungarian National Museum
მისამართი: Múzeum körút 14-16, 1088
უნგრული ეროვნული მუზეუმი ქვეყანაში უდიდესია. ის რეგიონის ისტორიას წარმოგვიდგენს პრეისტორიიდან კომუნისტურ ერამდე. დაიწყეთ ლაპიდარიუმით: რომაული სარკოფანგებისა და ქანდაკებების ექსკლუზიური კოლექციით. მიწისქვეშა ასრთული არქეოლოგიურ მოგზაურობას მოგიწყობთ. პირველზე შუასაუკუნეებიდან ოტომანების ოკუპაციამდე პერიოდს გამოიკვლევთ. აღსანიშნავია, რომ აქ ბევრი არტ ინსტალაცია დაგხვდებათ.
4. Hospital in the Rock
მისამართი: Lovas út 4/c, 1012
ეს მუზეუმი მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო საავადმყოფოს წარმოადგენდა. 1956 წელს კი ბუნკერად იქცა. საჯაროდ მხოლოდ 2000-იან წლებში გახსნეს. ვიზიტისთვის ტური უნდა დაჯავშნოთ. მიწისქვეშა დარბაზებში რეალისტური ცვილის ფიგურები დაგხვდებათ.
5. ტერორის სახლი/House of Terror
მისამართი: Andrássy út 60, 1062
ტერორის სახლი ერთ დროს საიდუმლო პოლიციის სათაო ოფისი იყო. წლების მანძილზე ის შიშის ზარს სცემდა ბუდაპეშტის მაცხოვრებლებს. დღეს აქ მუზეუმია, რომელიც უნგრეთის რეჟიმს გვაცნობს მეოცე საუკუნიდან. ინტერაქციული ეკრანები საინტერესო ფილმებს და ინტერვიუებს გთავაზობენ.
6. Aquincum
მისამართი: Szentendrei út 135, 1031
თუ რომაული ისტორიით ხართ დაინტერესებული, ამ ანტიკურ ქალაქს ეწვიეთ. გაისეირნეთ არქეოლოგიურ პარკში, სადაც ერთ დროს საჯარო აბანო, მაღაზიები, კერძო რეზიდენციები და საყდარი იყო. დაახლოებით წარმოიდგენთ თუ როგორ ცხოვრობდა რომაული საზოგადოება ამა დგილას. შედით მუზეუმშიც, სადაც მოზაიკები, ქანდაკებები, სამკაული და თიხის ნივთები დაგხვდებათ, აღმოჩენილი ნანგრევებში.
7. ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი/Budapest History Museum
მისამართი: Szent György tér 2, 1014
ბუდას ციხესიმაგრის სამეფო სასახლის კომპლექსში კიდევ ერთი მუზეუმია. მისი ყველაზე საინტერესო ნაწილი თავად სასახლეა. მუზეუმი შუასაუკუნეების და რენესანსის პერიოდების გარშემო ტრიალებს, მე-14 საუკუნის სამლოცველოთი და მე-15 საუკუნის საიდუმლო ოთახებით.
8. ლუდვიგის მუზეუმი/Ludwig Museum
მისამართი: Komor Marcell utca 1, 1095
ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უნგრულ და საერთაშორისო ხელოვნების მრავალფეროვან კოლექციებს წარმოგვიდგენს. მთავარი ფოკუსი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხელოვნებაა. ლუდვიგის მუზეუმი ცნობილია კონცეპტუალური ხელოვნების ინსტალაციით და შთამბეჭდავი პოპ-არტ კოლექციებით. მათ შორის, ენდი უორჰოლის.
9. Zwack Unicum Factory and Museum
მისამართი: Dandár utca 1, 1095
შეისწავლეთ უნგრული ცნობილი ლიქიორის შესახებ ქარხანაში, რომელშიც ის მზადდება. ზვაკების ოჯახი საიდუმლო რეცეპტს საგულდაგულოდ მალავს. არ დაგავიწყდეთ მინიატურული ბოთლების კოლექციის დათვალიერება, რომლებიც მთელი მსოფლიოდანაა შეკრებილი.
10. ბუდაპეშტის პინბოლის მუზეუმი/Budapest Pinball Museum
მისამართი: Radnóti Miklós utca 18, 1137
ბუდაპეშტში პინბოლის მოყვარულთათვის მუზეუმიც კი გახსნეს. აქ 130-მდე ვინტაჟური პინბოლის მანქანაა. თუ ბილეთს შეიძენთ, შეგიძლიათ ითამაშოთ ნებისმიერზე, რომელიც მოგეწონებათ. აქაა ნახავთ ისტორიულ პირველ პინბოლის მანქანასაც.