ჩვენი ახალი სერია წარმოგიდგენთ დასასვენებელ მიმართულებებს, რომლებიც ტურისტებში პოპულარული არაა, თუმცა ადგილობრივებს ძალიან უყვართ. ამჯერად წარმოგიდგენთ ესპანეთს:
სერფინგის ჰაბი ესპანეთის სამხრეთში: ტარიფა
ტარიფა ანდალუსიის ყველაზე მაგიური სანაპირო ქალაქია ველური ოქროსფერი და თეთრი ქვიშის სანაპიროებით, სარელაქსაციო ატმოსფეროთი და ხედებით მეზობელ მაროკოზე გიბრალტარის სრუტის გადაღმა. ეს მხარე ესპანელებს დიდიხანია უყვართ და ტარიფას სერფინგის მოყვარულების გულიც აქვს მოგებული. ტარიფას სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი დაცული ბუნების ტერიტორიაა და აქ ბევრი ფარული კუთხეა აღმოსაჩენი. პუნტა პალომამდე (Punta Paloma) ბუნებრივი აუზები შეგხვდებათ. ელ კანუელოს სანაპირო (El Cañuelo beach) კი ნამდვილი უკაცრიელი სამოთხეა.
საუკეთესო ღვინოები კატალონიურ სოფლებში: პრიორატი
კატალონიის გულში მდებარე პრიორატი (Priorat) ვიზიტორებს სთავაზობს ტრადიციული ღვინის დაყენება ისწავლონ. ბევრი ადამიანი აქაურ ღვინოს ესპანეთში ყველაზე დახვეწილად მიიჩნევს. რამდენიმე შუასაუკუნოვანი სოფელი ვრცელი ვენახებით ერთიანდება. Álvaro Palacios და Mas Doix მათგან ყველაზე პოპულარულებია. ასევე, ულამაზესი დასახლებებია: პორერა (Porrera), გრატალოფსი (Gratallops), სიურანა (Siurana) და ფალსეტი (Falset). რაც შეეხება საკვებს, აქ უგემრიელესი კატალონიური სამზარეულო დაგხვდებათ.
იბიცას მეორე მხარე: სან ჟოზეფ დე სა ტალაია
იბიცა ცნობილია როგორც ევროპის წვეულებების დედაქალაქი. თუმცა მისი გლამურული ღამის კლუბების მხარე მხოლოდ იბიცას მცირე ნაწილია ხმელთაშუა ზღვის სამოთხეში. ეს კუნძული მათაც სასიამოვნო დასვენების პირობებს უქმნის, ვისაც არდადეგებზე მშვიდი ბუნების ატმოსფერო სურს რომ შეიქმნას. ეს Sant Josep de sa Talaia – აა: გამოიკვლიეთ იბიცას ბუნების შთამბეჭდავი სილამაზე, მისი გამოქვაბულები, კლდეები, თეთრი ქვიშის ნაპირები და სუფთა კამკამა წყალი. სა კალეტას სანაპირო (Sa Caleta) ანტიკურ ნანგრევებს გვთავაზობს, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაა პანორამულო ხედებით ზღვაზე.
ლაშქრობა ასტურიას მთებში: სომეიდო
ველები, ტბები და ასტურიას მთები (Asturias) ჩრდილოეთ ესპანეთში სომეიდოს ეროვნული პარკის (Somiedo) ნაწილია. ესაა იუნესკოს დაცულო ბიოსფერო, სადაც ზაფხულის სიცხეს გაექცევით. კანტაბრიას მთებში მდებარე ეს დასახლება ლაშქრობის მოყვარულთა სამოთხეა, რომელიც გვთავაზობს ხედებს სარკისებრ ტბებზე, მთის მწვერვალებზე და სანაპირო ტყეებზე. საუკეთესო სალაშქრო გზებია El Valle del Lago და Los Lagos de Saliencia. დარჩით სოფელ პოლა დე სომეიდოში სადაც ბევრი სასტუმროს ვარიანტია.