იტალიელებს მზის გულზე ქვიშაზე წამოწოლა და ლამაზ სანაპიროებზე დასვენება ძალიან უყვართ. ივლისსა და აგვისტოში ისინი იტალიის მთელ სანაპირო ზოლზე თავიანთ ფავორიტ სანაპიროებს მიაშურებენ და იცოდეთ, რომ ამ პერიოდში, წყლის ნაპირები ხალხით ყველაზე დატვირთულია. ჩვენ 17 საუკეთესო სანაპიროს გირჩევთ.

1. ლა პელოზა, სარდინია (La Pelosa)

ლა პელოზა არამხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი სანაპიროა. დაუთმეთ რამდენიმე დღე ასინარას არქიპელაგს და მის საყვარელ ქალაქ სტინტინოს.

2. ფავინანა, სიცილია (Favignana)

სიცილიის დასავლეთ ნაპირზე ამაყად წარმოდგენილი ფავინანა ეგადის არქიპელაგის მთავარი კუნძულია. მისი 33 კმ-იანი სანაპირო ზოლი სხვადასხვა სანაპიროს აერთიანებს და რთულიც კია მათგან საუკეთესოს გამოყოფა.

3. კალა გოლორითსი, სარდინია (Cala Goloritze)

ეს ფარული სანაპირო ნამდვილად ღირს მონახულებად. კალა გალორითსი იუნესკოს დაცულ გამოქვაბულს მოიცავს, რომელიც ამ ყურეში მდებარეობს და გამორჩეულ ბუნების სილამაზეს წარმოგვიდგენს.

4. ფონტან ბიანკე, სიცილია (Fontane Bianche)

სიცილიის ეს მორიგი გამორჩეული სანაპირო სირაკუზასთან მდებარეობს და ისეთ სუფთა წყალს გვახვედრებს, როგორსაც ვერც კი წარმოიდგენთ.

5. სან ვიტო ლო კაპო, სიცილია (San Vito lo Capo)

ამ მაგიურ ადგილას ხმელეთი და წყალი ჰარმონიულ კონტრასტში ხვდება ერთმანეთს. ზღვა იმდენად კრისტალივით სუფთა და მშვიდია, რომ სრულიად დაგავიწყებთ სად იმყოფებით და სრულ რელაქსაციას მოგანიჭებთ.

6. სან ფრუტუოსო, ლიგურია (San Fruttuoso)

ლიგურიის ეს პოპულარული სანაპირო ხელმისაწვდომია ფეხით ან ნავით და დაივინგის ენთუზიასტებს განსაკუთრებით იზიდავს.

7. სპერლონგა, ლაციო (Sperlonga)

ტიბერიუსის ვილის ნაშთები სანაპიროს განსაკუთრებით დრამატულს ხდის. მოინახულეთ ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმიც.

8. კასტილიონ დი რაველო, კამპანია (Castiglione di Ravello)

ზოგიერთი სანაპირო ნამდვილი კარდიო გამოწვევაა. საოცნებო რაველოს სანაპიროზე ჩასვლაც ამალფიზე, შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თითქოს გრავიტაციას ამარცხებთ. თუმცა, კასტილიონ დი რაველო წვალებად ნამდვილად ღირს. აქ სუფთა წყალი და დრამატული კლდეები დაგხვდებათ.

9. ლა ფენილია, ტოსკანა (La Feniglia)

ეს არის ადგილი, სადაც ტყეში სეირნობის შემდეგ თავს სამოთხეში აღმოაჩენთ. ტოსკანას სანაპირო ზოლზე 7 კილომეტრზე გაჭიმული ლა ფენილია ფიჭვის ტყესთან და მარემას ბუნების ნაკრძალთან მდებარეობს. ეს დაცული ტერიტორია თეთრი ქვიშით, სუფთა წყლით და სიურეალისტური სილამაზით გამოირჩევა.

10. კალა ვიოლინა, ტოსკანა (Cala Violina)

ამ სანაპიროს სახელი ადგილობრივი ლეგენდიდან მოდის, რომლის თანახმადაც, აქ სიარულის დროს ქვიშა მაგიურ ხმებს გამოსცემს.

11. პალინურო, კამპანია (Palinuro)

ამალფის სამხრეთით მდებარე ეს სანაპირო ტურისტებში პოპულარული არაა, თუმცა არანაკლები სილამაზის კლდეებს და ნაპირს წარმოგვიდგენს.

12. ტორე დელ ორსო, პუგლია (Torre del Orso)

პუგლიის მაგიური სილამაზე არავის ტოვებს გულგრილს, მაგრამ ეს სანაპირო მაინც განსაკუთრებულ ბუნების სილამაზეს წარმოგვიდგენს.

13. სპიაგია დი პესკოლუზი, პუგლია (Spiaggia di Pescoluse)

ეს სანაპირო პუგლიას ბოლოში მდებარეობს და მას სალენტოს მალდივებსაც კი უწოდებენ ხოლმე. წყლის სისუფთავის გამო აქ სამოთხის მსგავსი ატმოსფერო სუფევს.

14. რივიერა დელ კონერო, მარში (Riviera del Conero)

ანკონადან ამ საოცარ ადგილას ავტობუსით ადვილად მოხვდებით და ამ ბუნების სენსაციას ადვილად გამოცდით.

15. ჯინესტრი, ფრიული (Le Ginestre)

ფრიულის რეგიონში მდებარე ეს საოცარი სანაპირო კი ჩრდილში და მზეზე ყოფნას შორის ბალანსის დაცვის ბრწყინვალე საშუალებას მოგცემთ. ამ ადრიატიკის სანაპიროზე საოცარი სიწყნარე დაგხვდებათ.