სევილია ელეგანტური ქალაქია. ანდალუზის დედაქალაქი ცნობილია როგორც ისტორიულისა და თანამედროვეობის შერწყმა, ამიტომაც აქ თავგადასავლები არ მოგაკლდებათ. ჩვენ წარმოგიდგენთ უეჩვეულო საქმიანობებს, რომლებითაც არ დაკავდებით.
უყურეთ ფლამენკოს ცეკვას
ფლამენკო ტრადიციული ესპანური ცეკვაა, რომლის ცოცხლად ყურებაც თქვენში ახალ განცდებს ნამდვილად გამოიწვევს. ფლამენკოს ცეკვას იხილავთ ბნელ ბარებში, სადაც წყვილები უეცრად მაგიურ ცეცხლს ატრიალებენ. მაგალითად, ბარში La Madriguera de Mai ყოველ პარასკევსა და შაბათ საღამოს სცენა ფლამენკოს მოცეკვავეებს ეთმობათ.
შედით კაიაკით მდინარეში
გუადალკივირის მდინარე მშვენიერი გზაა, რომ სევილია დაათვალიეროთ. ნავების ტურებიც სასიამოვნოა, თუმცა არაფერია კაიაკზე უკეთესი. ფასები 2 საათისთვის 20 ევროს გარშემო ტრიალებს.
შეისწავლეთ სევილიას ისტორია ფეხით მოსიარულეთა ტურში
საფეხმავლო ინფორმაციული ტურები აქ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით ტარდება, დილის 10 საათზე. შეგიძლიათ ონლაინ დაჯავშნოთ და Costurero de la Reina-ზე გამოცხადდეთ.
უყურეთ მზის ჩასვლას უზარმაზარი სოკოდან
Las Setas სევილიის ყველაზე თანამედროვე ღირსშესანიშნაობაა. იქიდან გადმოხედვისას ნამდვილად უნიკალურ ხედებს იხილავთ. ღირებულება 5 ევროა. ის მართლაც უდიდესი ხის მონუმენტია მსოფლიოში. გირჩევთ მას დღის ბოლოს ესტუმროთ და მზის ჩასვლას გემრიელ სასმელთან ერთად დააკვირდეთ.
იხილეთ ხარების ბრძოლა
კორიდას რა თქმა უნდა ყველა დიდ ესპანურ ქალაქში იხილავთ, მაგრამ სევილიის მსგავსი ატმოსფერო არსად დაგხვდებათ. აქ ხარების ბრძოლას სრულ სიჩუმეში უყურებენ და ბოლოს ემოციებს ბრძოლის დრამატულობის შესაბამისად გამოსცემენ. სევილიაში კორიდა დიდ სოციალურ შეკრებად იქცევა, რადგანაც ხალხი პიკნიკის კალათებით მოდის და ლუდსაც გემრიელად მიირთმევს.
გამოიკვლიეთ ტრიანა
სევილიის ეს უბანი ტურისტებში ძალიან პოპულარულია. აქ ოჯახები მხიარულად ეფინებიან ქუჩებში, ერთმანეთს აზრებს უცვლიან, ბავშვები კი ჟრიამულობენ. ამ ქალაქში ვერ მონახავთ უკეთეს ადგილს ესპანური ცხოვრების შესაგრძნობად ვიდრე ამას. არ დაგავიწყდეთ შოპინგი, ჭამა და დალევა მის ბაზარში. ტრიანას ბაზარი ძველი ციხესიმაგრის ადგილას იმართება და ბევრ გემრიელობას გთავაზობენ.