ქალაქი ვატიკანი პატარა მაგრამ უნიკალური ქალაქია რომის შუაგულში, იტალიაში. მის კედლებს მიღმა 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს და მას ევროპაში ყველაზე პატარა ქალაქ-სახელმწიფოდ აღიარებენ. რელიგიური მნიშვნელობის მიღმა, ეს ადგილი რომის კათოლიკური ეკლესიის სულიერი ცენტრია და რამდენიმე ცნობილი ხელოვნების და არქიტექტურის ნიმუშს აერთიანებს. მათ შორის სიქსტის კაპელას, წმ. პეტრეს ბაზილიკას და სხვებს. ჩვენ ვატიკანში 8 საუკეთესო აქტივობას გირჩევთ:

ეწვიეთ წმ. პეტრეს მოედანს დილით ადრე

ვატიკანის მონახულება წმ. პეტრეს მოედნით უნდა დაიწყოთ. ეს უზარმაზარი მოედანი ქალაქის ყველა მნიშვნელოვან ძეგლს აერთიანებს: წმ. პეტრეს ბაზილიკას, ვატიკანის მუზეუმს და აშ. რადგანაც ის ცნობილი ტურისტული მიმართულებაა რომში, სეზონზე ძალიან დატვირთულია და რიგებისგან თავის ასარიდებლად, მას ადრიანად ეწვიეთ. თუ იქ ბაზილიკის გახსნამდე მიხვალთ, ფოტოებს ცარიელ მოედანზე გადაიღებთ და ადგილს უკეთ შეიგრძნობთ.

ადით წმ. პეტრეს ბაზილიკის გუმბათზე

აქ მოხვედრისას, აუცილებლად უნდა ახვიდეთ ბაზილიკის გუმბათზე და დატკბეთ 360 გრადუსიანი ხედით მოედანზე. შეგიძლიათ შეიძინოთ ფეხით ასვლის ბილეთი 8 ევროდ და აიაროთ კიბის 556 საფეხური, ან გადაიხადოთ 10 ევრო ბილეთში და ლიფტით ნახევარი გზა დაფაროთ. ამ შემთხვევაში 300 საფეხურის ავლა დაგრჩებათ. ასვლას ნამდვილად არ ინანებთ და ულამაზესი ხედებით დატკბებით. გუმბათი ღიაა დილის 8-ის ნახევრიდან საღამოს 5-6 საათამდე. შეგიძლიათ მოინახულოთ მხოლოდ ბაზილიკის ინტერიერი.

მიიღეთ შთაბეჭდილება წმ. პეტრეს ბაზილიკის მასშტაბურობით

გუმბათიდან გადმოხედვის შემდეგ, დაათვალიერეთ წმ. პეტრეს ბაზილიკა შიგნიდანაც. მისი მომნუსხავი სილამაზე იმდენად მასშტაბურია, რომ აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია. აქ იხილავთ ბევრ ხელოვნების შედევრს, მაგალითად მიქელანჯელოს ფრესკებს, ბერნინის სკულპტურებს, რაფაელის ნამუშევრებს და აშ. ბაზილიკა ღიაა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

იხილეთ ვატიკანის აკლდამები

წმ. პეტრეს ბაზილიკაში ყოფნისას მოინახულეთ ვატიკანის აკლდამების – მიწისქვეშა სამარხები, რომელიც მეოთხე საუკუნეში პაპების განსასვენებლად ააგეს. ყველაზე ცნობილი საფლავებია იესოს ერთ-ერთი მოციქულის პეტრესი და პირველი პაპის. აქ მოსახვედრად ეკლესიის საკურთხეველთან იპოვნეთ წმ. ელენეს და წმ. ანდრიას ქანდაკებები. სწორედ იქაა განთავსბეული კარი, რომელიც აკლდამაში მიგიყვანთ. დამატებითი გადასახადის გადახდა არ მოგიწევთ. ფოტოების გადაღება აკრძალულია.

დაათვალიერეთ ვატიკანის მუზეუმები

ქალაქ ვატიკანის მორიგი მნიშვნელოვანი ძეგლი ვატიკანის მუზეუმებია, რომლებიც ძვირფასი ფრესკებით და ხელოვნების ნიმუშებით გამოირჩევიან. მთავარი შედევრების დათვალიერებისთვის 2 საათი დაგჭირდებათ. ერთ-ერთ სექციაში რუკების გამოფენა დაგხვდებათ: იტალიის 40-ზე მეტი სახეობის რუკით. გირჩევთ შეიძინოთ ბილეთი ონლაინ. მუზეუმი ღიაა დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 7-ის ნახევრამდე, ყოველდღე კვირა დღის გარდა.

დატკბით სიქსტის კაპელას სილამაზით

ვატიკანის მუზეუმის მთავარი მშვენება სიქსტის კაპელაა, მსოფლიოს გამორჩეული ხელოვნების ნიმუშები, რომელზეც მიქელანჯელომ 1508 წლიდან 1512 წლამდე იმუშავა. ფრესკებზე რენესანსის ხელოვნებით სხვადასხვა სცენებია გამოსახული. ამ ყველაფრის საკუთარი თვალი ხილვა სიურეალისტური გამოცდილებაა. სიქსტის კაპელა ღიაა დილის 9 საათიდან შუადღის 4 საათამდე ყოველდღე, კვირა დღის გარდა.

გაისეირნეთ ვატიკანის ბაღებში

თუ გსურთ ხალხმრავლობას გაეცალოთ და ვატიკანის სიმშვიდითაც დატკბეთ, მის ბაღებში გაისეირნეთ, სადაც უამრავი სახეობის მცენარეს და ყვავილს აღმოაჩენთ. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტურიც.

შეხვდით პაპს!

თუ ვატიკანს ოთხშაბათ დღეს ესტუმრებით, პაპის ოთხშაბათის აუდიტორიაში მოხვდებით და მეტს ისწავლით ვატიკანის კულტურაზე. ამ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ წმ. პეტრეს მოედანს გიდის გარეშე ადრიანად. პაპის ხილვა დილის 9:15 წუთზეა შესაძლებელი.