ისტორიული ქალაქებიდან საოცარ სანაპირო ზოლებამდე, დაუსრულებელ კუნძულებამდე და ჩანჩქერებიან ეროვნულ პარკებამდე, ხორვატია მოგზაურებს უამრავ სანახაობას პირდება. შენი მეგზური წარმოგიდგენთ სამ მარშრუტს, რომელიც ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს მოგატარებთ. ტურის დაგეგმვისთვის მოგვმართეთ:

შენი მეგზური:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი

მარშრუტი I: ხორვატიის მთავარი ადგილები

დრო: 7 დღე

დისტანცია: 456 კმ

ზაგრები: 1 დღე

ჩაფრინდით ზაგრებში, ხორვატიის უმშვენიერეს დედაქალაქში. ქალაქის მომხიბვლელი ისტორიული ნაწილი თავისი ქვაფენილიანი ქუჩებით, ფუნიკულიორით, გემრიელი ყავახანებით და ქუჩის ხელოვნებით 1 დღე სეირნობას ნამდვილად იმსახურებს. აქ ნახავთ “გატეხილი გულების და დასრულებული ურთიერთობების” მუზეუმს, თანამედროვე ხელოვნების გალერეებს და ბევრ მწვანე რეკრეციულ სივრცეს.

შემდეგი გაჩერება: სპლიტი (2 დღე)

მოინახულეთ ხორვატიის მეორე ქალაქი, წყლისპირა სპლიტი. აქ დიოკლეტიანეს სასახლე, ანტიკური უბანი 220 ისტორიული შენობით და ცოცხალი ღამის ცხოვრებაა.

შემდეგი გაჩერება: ჰვარი (2 დღე)

სპლიტიდან კატამარანით 1 საათში მოხვდებით ქალაქ ჰვარში. ეს წყლის ტრანსპორტი ივნისიდან სექტემბრამდე მუშაობს და კუნძულ ჰვარის ცოცხალ ქალაქთან გვაკავშირებს. ის ევროპული გლამურისა და დაუვიწყარი ღამის ცხოვრების მიქსია. გამოიკვლიეთ სუფთა ნაპირები და მევენახეობები.

შემდეგი გაჩერება: დუბროვნიკი (2 დღე)

ჰვარიდან დუბროვნიკში გადაინაცვლეთ. ამ ორ ქალაქს შორის მანძილს კატამარანი 3.5 საათში დაფარავს. როგორც კი დუბროვნიკს მიუახლოვდებით, მაშინვე გასაოცარ ძველ ქალაქს დაინახავთ ზღვიდან. გაატარეთ 2 დღე ადრიატიკის მარგალიტის დათვალიერებაში.

მარშრუტი II: ისტრია

დრო: 7 დღე

დისტანცია: 214 კმ

პულა: 2 დღე

პულაში საუცხოოდ შემონახული რომაული ამფითეატრი მდებარეობს, რომელიც ქალაქის ნავსადგურს გადმოჰყურებს. აქ ნახავთ მთებს, სუფთა სანაპიროებს და გამოქვაბულებს.

შემდეგი გაჩერება: როვინი (2 დღე)

ეს ხორვატიის სანაპირო ზოლზე მდებარე საკურორტო ქალაქია ქვაფენილიანი ქუჩებით და პიაცებით, რომლებსაც სან ეფემიას ეკლესიამდე მივყავართ. მისი 60 მ სიმაღლის კოშკურა როვინის არქიპელაგს გადმოჰყურებს.

შემდეგი გაჩერება: პორეჩი (2 დღე)

როვინიდან აქ 45 წუთში მოხვდებით. მოინახულებთ იუნესკოს სიაში შესულ ბაზილიკას, ბიზანტიური არქიტექტურის უბადლო ნიმუშს მე-6 საუკუნის ფრესკებით.

შემდეგი გაჩერება: მოტოიუნი (1 დღე)

მოტოიუნიც პორეჩის გვერდით მდებარე დასახლებაა, ისტრიაში ტრუფელებით განთქმული ადგილი. ამ ქალაქით იყო შთაგონებული ჟიულ ვერნი.

მარშრუტი III: კვარნერი და ჩრდილოეთ დალმატია

დრო: 10 დღე

დისტანცია: 295 კმ

რიჟეკა: 2 დღე

დაიწყეთ კვარნერის დედაქალაქის, რიჟეკას მონახულებით. ის ხორვატიაში სიდიდით რიგით მესამე ქალაქია ბრწყინვალე პორტით და საყვარელი კაფეებით. დაუთმეთ ორი დღე მის დათვალიერებას და აქ დასვენებას.

შემდეგი გაჩერება: კრესი და ლოსინი (2 დღე)

რიჟეკადან მანქანით ან ბორნით გადაინაცვლეთ კვარნერის კუნძულებზე: კრესსა (Cres) და ლოსინიში (Lošinj). ველური, მწვანე კრესი სუფთა სანაპიროებით, შუასაუკუნოვანი სოფლებით და მოწყვეტილობის განცდით გამოირჩევა. უფრო ტურისტული და მეტად დასახლებული ლოსინი ლამაზი საპორტო ქალაქია სიმწვანით და ნაპირებით.

შემდეგი გაჩერება: რაბის კუნძული (2 დღე)

რაბის კუნძულამდე აქედან 3.5 სთ გაშორებთ მანქანით ან ბორნით. გაატარეთ მორიგი 2 დღე ქვიშიან ნაპირებზე, კუნძულის ფიჭვის ტყეებში სალაშქრო ბილიკებზე და ანტიკურ ქვის ხეივნებში.

შემდეგი გაჩერება: პაკლენიცა (1 დღე)

პაკლენიცა რაბიდან 2.5 საათის გზაზე მდებარეობს. პაკლენიცას ეროვნული პარკის წყალობით, ეს ქალაქი ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. მეტი სათავგადასავლო გამოცდილებისთვის დალაშქრეთ ალპური ბილიკები და კანიონები.

შემდეგი გაჩერება: ზადარი (2 დღე)

პაკლენიცადან ზადარი 50 წუთის გზაზე მდებარეობს. ის ჩრდილოეთ დალმატიას ცოცხალი სანაპირო ქალაქია რომაული ნანგრევებით, ჰაბსბურგის არქიტექტურით და ფოტოგენური წყლისპირით. დარჩით 2 დღე ზადარის მზის ქვეშ განსატვირთად და ხორვატიული სამზარეულოს დასაგემოვნებლად.

შემდეგი გაჩერება: პლიტვისეს ტბები (1 დღე)

ზადარიდან საათნახევრის გზაზე ხორვატიის ბუნების საოცრებაში აღმოჩნდებით. აქ გამჭრვივალე ტბები და მთელი რიგი ჩანჩქერებია. აღმოაჩინეთ ტყის ბილიკები და დაათვალიერეთ პარკი ნავით.