რა ვნახოთ

13 საუკეთესო რამ, რასაც ხორვატიაში გააკეთებთ

ხორვატია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ადრიატიკის სანაპირო. აქ ჩამოსვლისას არ უნდა გამოგრჩეთ დუბროვნიკის და სპლიტის სილამაზე, ზაგრების კულტურა, კუნძულების ცხოვრება და გაშლილი ლანდშაფტები. თუ მოგზაურობას ამ მაგიური მიმართულებით გეგმავთ, ჩვენ საუკეთესო რჩევებს მოგცემთ.

1. გაისეირნეთ ეროვნული პარკის ტბებზე და ჩანჩქერებზე

16 ტბა და დაუთვლელი შადრევნები პლიტვისეს ტბების ეროვნულ პარკში (Plitvice Lakes National Park) საოცნებო გამოცდილებას გაჩუქებთ. საუკუნეების მანძილზე ამ ლანდშაფტმა ცოცხალი სამყარო შექმნა: სანაპირო ტყეებით, რომლებიც სუფთა წყლებში ლურჯად და მწვანედ აირეკლებიან. ბილიკებით კოზჯაკის ტბას (Kozjak Lake) თუ მიადგებით, იქ ელექტრო ნავი დაგხვდებათ და სარკისებრი ზედაპირის წყალზე გადაგიყვანთ.

2. დაიკარგეთ დიოკლეტიანის სასახლეში

ქალაქ სპლიტში რომაული სასახლე მდებარეობს, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს ეკუთვნოდა და თავადვე ააშენა მეორე საუკუნეში. შუა საუკუნეებში სასახლე (Diocletian’s Palace) სახლებმა და მაღაზიებმა მოიცვეს. დღეს შეგიძლიათ შეჩერდეთ ყავაზე და დატკბეთ უძველესი თაღებით და სვეტებით.

3. დალაშქრეთ და იცურავეთ მლჯეტის ეროვნულ პარკში

დუბროვნიკიდან და კორჩულადან ამ ლოკაციას ერთი დღით ხშირად სტუმრობენ. Mljet National Park – სამი კუნძულისგან შედგება, აქ ორი მარილიანი ტბა, მუხების ტყე და ბევრი საცურაო ადგილია. თუ მონტოკუცის მთას (Montokuc) დალაშქრავთ, შთამბეჭდავი ხედებით დაჯილდოვდებით. გაყევით ბორანს წმ. მარიას კუნძულზე და დაათვალიერეთ ულამაზესი მონასტერი.

4. გაიარეთ დუბროვნიკის კედლებზე

ეს გასაოცარი შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრის კედლები, დუბროვნიკის ძველი ქალაქის ნაწილია და სიგრძეში 2 კილომეტრს შეადგენს. ამ ღირსშესანიშნაობისთვის გადადეთ დაახლოებით 90 წუთი და დაატკბით ადრიატიკის ზღვის, ლოკრუმის კუნძულის და სახლების ხედებით. სჯობს თუ ეწვევით დილას ადრე ან საღამოსკე, რათა რიგებს აარიდოთ თავი.

5. იმოგზაურეთ ნავით კოპაცკის ეროვნულ პარკში

Kopački Rit Nature Park – ხორვატიაში სერბეთის საზღვართან მდებარეობს. ამ პარკში ქვეყნის გამორჩეულ ლანდშაფტებს იხილავთ. განსაკუთრებული შთაბეჭდილებისთვის, გაყევით ნავს პარკის დასათვალიერებლად და ჩაიძირეთ ბუნების ამ მშვიდ ატმოსფეროში. სწორედ აქ ხვდებიან ერთმანეთს მდიანარები დანუბე და დრავა და ფრინველთა ექსტრაორდინალური სახეობები ბინადრობენ.

6. გაბედეთ ბიოკოვოდან გადმოხედვა

Skywalk Biokovo – შუშის ნახევრად ოვალური გადმოსახედია, რომელიც უზარმაზარ კლდეებს და ზღვას გადაჰყურებს. ის ზღვის დონიდან 1228 მეტრზეა აშენებული და მასზე ბიოკოვოს ეროვნული პარკის შესასვლელიდან მოხვდებით.

7. გაისეირნეთ კრკას ეროვნულ პარკში

ამ პარკის (Krka National Park) ჩანჩქერები და ტყაინი ლანდშაფტები ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც პლიტვისესში. დაიწყეთ სოფელი სკრადინით, საიდანაც ნავი კრკას მდინარეზე ყველა ჩანჩქერს მოგატარებთ.

8. იპიკნიკეთ ლოკრუმში

დუბროვნიკის ძველი პორტიდან, ნავით სულ რაღაც 10 წუთში სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით. პატარა ლოკრუმი ბენედიქტის მონასტერს, ნაპოლეონის ციხესიმაგრეს, ბოტანიკურ ბაღს, მარილიან ლაგუნას, ქვიან სანაპიროებს და ბარ-რესტორნებს აერთიანებს. წაიღეთ პიკნიკის წასახემსებელი და გამოიკვლიეთ ეს პატარა სამოთხე.

9. ეწვიეთ პულას რომაულ ამფითეატრს

პირველი საუკუნის ბოლოს აგებული პულას უზარმაზარი ამფითეატრი (Pula’s Roman amphitheater). მსოფლიოში რიგით მეექვსე საუკეთესოდ შემონახული ამფითეატრია. ქვედა ოთახებში ნახავთ საკნებს გლადიატორებისა და ცხოველებისთვის. ეს ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკონცერტო ლოკაციაა, ტარდება ყოველწლიური კინოფესტივალიც.

10. დააგემოვნეთ გემრიელი ღვინო

Pelješac – ნახევარკუნძულია ადრიატიკის სანაპიროზე, დუბროვნიკის ჩრდილოეთით, სადაც თავს ვენახების გარემოცვაში აღმოაჩენთ. ამ არეალში ღვინის დაგემოვნების პუნქტები ბევრგან შეგხვდებათ. წითელი ღვინო აქაურობის მეფეა, თუმცა აწარმოებენ უგემრიელეს თეთრ ღვინოსაც.

11. ჩაიძირეთ ზაგრების კაფის კულტურაში

ყავა ზაგრების მაცოცხლებელი ძალაა და ამ ქალაქში მეგობრები ერთმანეთს ყავაზე რეგულარულად ხვდებიან. თუ ზაგრებში შაბათ დღეს დილის 10 საათიდან დღის 2 საათამდე ხართ, ბან ჯელასიკას მოედნის (Ban Jelačića) რომელიმე კაფეში ე.წ. რიტუალის მომსწრეც გახდებით: ყველა ადგილობრივი საღამოს კაბით მოვა.

12. იხილეთ საუკეთესო ხედები ქალაქ ჰვარზე

ლამაზი ქალაქი ჰვარი ადრიატიკის ნაპირზე მდებარეობს და თუ ციხესიმაგრის – Fortica-ს ბილიკს გაუყვებით, მასზე განსაკუთრებული ხედებით დაჯილდოვდებით. ციხესიმაგრე მე-13 საუკუნეში ააგეს. საღამოს საათებში ის განათებულიც დაგხვდებათ და რომანტიკულ ატმოსფეროს შეგიქმნით.

13. გამოიკვლიეთ ბაროკოს სასახლე – ვარაზდინი

მე-18 საუკუნეში ვარაზდინი (Varaždin) ხორვატიის დედაქალაქი იყო. ის გამოირჩევა როკოკოს და ბაროკოს შენობებით, ულამაზესი ბაღებით და საფეხმავლო ქუჩებით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ხორვატიახორვატია
ხორვატია2 აგვ 2026

პორეჩი ადრიატიკის სანაპიროს დაუფასებელი მიმართულება

პორეჩი, ხორვატია: ევფრაზიუსის ბაზილიკა, მარაფორის მოედანი, სანაპირო ბულვარი, კუნძული სვეტი ნიკოლასი და ახლომდებარე მოტოვუნი და გროჟნიანი.

ხორვატიახორვატია
ხორვატია22 ივლ 2026

8 საუკეთესო აქტივობა პულაში, ხორვატიაში

რა ვნახოთ პულაში: რომაული არენა, ავგუსტუსის საყდარი, სერჯის თაღი, ციხესიმაგრე, კამენჯაკის პარკი და ბარედინეს გამოქვაბული. ფასები და სამუშაო საათები.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები