აღმოაჩინეთ როვინი: ხორვატიის ისტრიის ნახევარკუნძულის მარგალიტი და ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. როგორც წესი, ხორვატიაში მოგზაურობის დროს, ჰვარზე და სპლიტზე აკეთებენ ხოლმე არჩევანს, მაგრამ არც როვინია გამოსატოვებელი თავისი რომანტიკული ქუჩებით, მომხიბვლელი ნავსადგურით და ღია ფრად შეღებილი სახლებით. გამოიკვლიეთ ცოცხალი ბაზრობები გემრიელი ადგილობრივი პროდუქციით, დაათვალიერეთ ძველი ქალაქის ელეგანტური მაღაზიები ან უბრალოდ დაისვენეთ სანაპიროზე.

1. გაიარეთ როვინის ძველ ქალაქში

ძველი ქალაქის გულში მდებარე როვინი ულამაზესი სახლებით, ქვაფენილიანი ქუჩებით, ხელოვანი ადამიანების სტუდიებით და ტერასული კაფეებით გამოირჩევა. ამ ვიწრო ხეივნებში სეირნობა იტალიის ყველაზე ცნობილ სანაპირო მიმართულებებს, ჩინკე ტერეს და ამალფის წააგავს. მზის ჩასვლის პერიოდში კი გაიარეთ ბულვარში ნავსადგურთან.

2. გრისიას ქუჩა და ბალბის თაღი

Grisia Street – ქალაქის ყველაზე ცნობილი ქუჩაა. ის ძველ ქალაქში, წმ. ეფემია ტაძართან მდებარეობს. ქუჩაზე მოსახვედრად ბალბის თაღში უნდა გაიაროთ და მაშინვე ქალაქის უნიკალურ ნაწილში შეაბიჯებთ. აქ ბევრი გალერეა, სტუდია და საგამოფენო სივრცეა, ამიტომაც მას “არტისტების ქუჩასაც” უწოდებენ.

3. იცურავეთ პლაზა ბალოტაზე

Plaža Balota – არაჩვეულებრივი საცურაო ადგილია როვინიში. ეს ტიპიური სანაპირო არაა. აქ დიდი ქვები და სპეციალური კიბეებია. ბარებიდან კი სასიამოვნო მუსიკა საზაფხულო მხიარულებას სძენს ხიბლს.

4. წმ. ეფემიას ტაძარი

როვინიზე საუკეთესო ხედებისთვის ამ ეკლესიას უნდა ეწვიოთ, რომელიც ქალაქის ერთგვარი სიმბოლოა. მისი საათის კოშკიდან პანორამული ხედები იშლება ზღვაზე და ფერად სახლებზე. ინტერიერი მისი კედლებითა და ფრესკებით ცალკე აღნიშვნის ღირსია. შესვლა უფასოა, კოშკზე ასვლა კი 4 ევრო ღირს.

5. როვინის ბაზრობა

Rovinj Market – სოციალურად ცოცხალი ადგილია. აქ ადგილობრივები საყიდლებზე ხშირად დადიან. შეიძენთ ახალ და ჯანსაღ ხილ-ბოსტნეულს, სახლში მომზადებულ ლიქიორს, თაფლს და აშ. დაგხვდებათ სუვენირების დიდი არჩევანიც. ბაზრობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

6. ეწვიეთ კამენიაკის ეროვნულ პარკს და პულას ერთი დღით

როვინი მშვენიერი ადგილია მისი ფანტასტიკური ქალაქგარეთ ადგილებიც რომ გამოიკვლიოთ. მაგალითად, ეწვიეთ ისტორიულ ქალაქ პულას, როვინიდან 20 წუთის გზაზე, სადაც ხორვატიის საუკეთესო რომაული ნანგრევებია.

Kamenjak National Park – კი აუცილებლად სანახავი ადგილია. ის როვინისთან ახლოს მდებარეობს და აქ ბევრი გარე აქტივობის შესაძლებლობა გექნებათ. ისიამოვნეთ სალაშქრო გზებით, ცურაობით და კაიაკით გამოქვაბულებს შორის.

7. დაათვალიერეთ სოფელი ბალე

ბალე პატარაა, მაგრამ ძალიან ავთენტური და უნიკალური. ის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელია, რომელსაც ხორვატიაში შეიძლება ეწვიოთ. როვინი იტალიასთან ძალიან ახლოსაა, ასე რომ, ბალე ბილინგუალური დასახლებაა და იტალიურად მას ვალესაც კი უწოდებენ.

8. ერთ დღიანი ტური ვენეციაში

როვინი ვენეციასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და საშუალებას გაძლევთ მისი საკულტო ძეგლებიც დაათვალიეროთ: წმ. მარკის ბაზილიკა, მომხიბვლელი წყლის არხები და აშ. როვინიდან ვენეციაში ბორნით გადახვალთ, იქ მთელ დღეს გაატარებთ და უკან იმავე დღეს დაბრუნდებით.

9. გროტას გამოქვაბული

Grotta Baredine Cave – მიწის ქვეშ მდებარე გამოქვაბულია საოცარი ფერის და ფორმის სტალაქტიდებით და სტალაგმიტებით. აქ 5 სხვადასხვა ოთახი და მიწისქვეშა ტბაც მდებარეობს. შესვლის ღირებულებაა 11 ევრო.

საუკეთესო კაფე რესტორნები

გაუყევით ძველი ქალაქის ხეივნებს და აღმოაჩენთ უამრავ სასიამოვნო რესტორანს და კაფე-ბარს თავისი უნიკალური შარმით და გემოებით. წარმოგიდგენთ რამდენიმე საუკეთესო მათგანს:

  • Pizzaria Stari grad
  • Mediterraneo
  • Segutra
  • Augusto
  • Tunaholic fish bar
  • Piazzetta bar
  • Santa Croce
  • LAB
  • Limbo
  • Rovinj Mali Raj