ისტრია ხორვატიის ნახევარკუნძულია, ცნობილი მისი იდილიური სანაპირო ქალაქებით, ვენახებით, გემრიელი სამზარეულოთი, ბუნების სილამაზით და კულტურული მემკვიდრეობით. ისტრია იტალიის სიახლოვეს მდებარეობს და დიდი ხანია რაც ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ მიმართულებადაა მიჩნეული. მისი მთიანი სოფლებიც ნელ-ნელა პოპულარობას იხვეჭენ. ხორვატიაში ბწრყინვალე ღვინოს და ზეთისხილის ზეთს ამზადებენ,  ამიტომაც აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ვენახებს და ზეთისხილის ფერემებს.

Pula – პულა

ეს პატარა ქალაქი გვთავაზობს რომაულ ნანგრევებს, კრისტალივით სუფთა წყალს და ისტორიულ ძველ ქალაქს. პირველი საუკუნის რომაული ამფითეატრი დღეს სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩასატარებლად გამოიყენება, მათ შორის ფესტივალების და კონცერტების.

აქ კიდევ სხვა რომაული მემკვიდრეობის ძეგლებიცაა: ავგუსტუსის საყდარი, სერგის ტრიუმფალური თაღი დათარიღებული ჩვ.წ-მდე, ქალწული მარიამის კათედრალი ფრესკებით და აშ.

ვენეციელები აქ მე-15 საუკუნეში მოვიდნენ და 400 წლის მანძილზე დარჩნენ. მათ მნიშვნელოვანი არქიტექტურული კვალი დატოვეს ქალაქში. ამ პერიოდიდან ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ჰერკულესის კარიბჭე, ანტიკური რომაული ტრიუმფალური თაღი. ისინი არიან პასუხისმგებლები ვიწრო ხეივნებზე, მშვიდ მოედნებზე და პულას ძველი ქალაქის მომხიბვლელ ქუჩებზე.

მე-19 საუკუნეში პულა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი გახდა და თავისი საზღვაო ბაზის განვითარება დაიწყო. იმ პერიოდის შენობები მოიცავს ნეოკლასიკურ მერიას და ბაროკოს გუბერნატორის სასახლეს. სხვა ნაგებობებიც ირეკლავენ იმ ეპოქის სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს: ნეოკლასიკურს, ბაროკოს და აშ.

Cape Kamenjak/ქეიფ კამენიაკი

პულადან 30 წუთის გზაზე მდებარე ეს დაცული ტერიტორია შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ფეხით ან ველოსიპედით და აღმოაჩნოთ ფარული გამოქვაბულები, კლდეები და ქვიანი სანაპიროები. კრისტალივით სუფთა წყალი იდეალურია საცურაოდ და საყვინთაოდ.

Rovinj/როვინი

პატარა სანაპირო ქალაქი როვინი, რომელსაც საკულტო ტაძრის კოშკურა ამშვენებს, სავსეა ხელოვნების გალერეებით, ბუტიკებით და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებით. შენობები მოხატულია ფერადი, ცოცხალი ფერებით. საღამოობით, ნავსადგურთან კოქტეილებით ხელში იკრიბებიან.

Poreč/პორეჩი

მორიგი რომაული ქალაქი თავისი ნანგრევებით და ფორუმით, საინტერესო მიმართულებაა აქ ყოფნისას. პორეჩის ბაზილიკა იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია და ბიზანტიური ხელოვნების შედევრს წარმოადგენს. კოშკურაზე ასვლის შემთხვევაში ულამაზესი ხედებით დაჯილდოვდებით.

Grožnjan/გროზნჯანი

ეს ისტრიას მორიგი სამოთხეა მთებით, ვენახებით და ძველი კარიბჭეებით ვიწრო ქუჩებში. აქ ტრადიციული ხის სახლები, ანტიკური კედლები და საყვარელი ეზოები დაგხვდებათ. მოიარეთ ხელოვნების გალერეები ნახატების, სკულპტურებისა და კერამიკის კოლექციებით.

Hum/ჰამი

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ჰამი მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქია. კედლებზე შემორჩენილია მე-12 საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. ადგილობრივი ბრენდი სახელად – Buska, მხოლოდ აქ იწარმოება. რეცეპტი საიდუმლოა და ამბობენ, რომ სამედიცინო სარგებლითაც კი ხასიათდება.