მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ევროპის უდიდესი ქვეყანა არაა, ის ისტორიული ღირსშესანიშნაობებით და ტურისტული მიმართულებებით მაინც მთელ კონტინენტზე გამოირჩევა. ამასთან, უნგრეთს ლამაზი ბუნებაც აქვს. აქ ბევრი ქალაქი და სოფელია აღმოსაჩენი. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ეს უნიკალური ადგილები იმედს არ გაგიცრუებთ.
1. ეგერის ბაროკოს მემკვიდრეობა
ქალაქი ეგერი ბუდაპეშტიდან 140 კილომეტრში მდებარეობს და ის ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი პატარა ქალაქია. აქ ბაროკოს არქიტექტურის 17 ეკლესია და თერმული აბანოებია. საუცხოოდ შემონახული ისტორიული ქალაქი დედაქალაქიდან 1 საათის სავალ გზაზეა და იდეალური ერთდღიანი მოგზაურობის ვარიანტია. ეგერში იხილავთ 53 მეტრი სიმაღლის ბაროკოს კოშკურასაც, საიდანაც შეგიძლიათ ქალაქს გადმოხედოთ. გამოიკვლიეთ წვრილ ქუჩებიანი ძველი ქალაქი. გაყევით ავტობუსს პუსტას სტადიონიდან (Puskás Ferenc Stadion). ბილეთის ფასია 10$ ან გაყევით მატარებელს კელეთის სადგურიდან.
2. გოდოლოს სამეფო სასახლე
ბუდაპეშტიდან 30 კილომეტრში ევროპის უდიდესი ბაროკოს სასახლე მდებარეობს, რომელიც ნამდვილ შედევრადაა აღიარებული. აქ გაისეირნებთ ულამაზეს ბოტანიკურ ბაღებში. გაყევით მატარებელს ბუდაპეშტის სადგურიდან ან ავტობუსს პუსკას სტადიონიდან. მგზავრობის ხანგრძლივობაა – 45 წუთი.
3. ნაგიტეტენის ციხე და ხელოვნების მუზეუმი
Nagytétény Castle – ფაქტობრივად ბუდაპეშტის გარეუბანია და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მიხვალთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მას რესტავრაცია ჩაუტარეს და დღეს აქ ხელოვნების მუზეუმიც მდებარეობს.
4. უნგრეთის ღია ცის ქვეშ მუზეუმი
ეს მუზეუმი ქალაქიდან 23 კილომეტრში მდებარეობს. აქ ტრადიციულ უნგრულ სახლებს, წისქვილებს და სხვა ავთენტურ ნაგებობებს დაათვალიერებთ. გიდის ტურებიც ხელმისაწვდომია.
5. ბარადლას გამოქვაბული
ეს იუნესკოს დაცული მემკვიდრეობა, აგტელეკის ეროვნული პარკის ნაწილია, სლოვაკეთისა და უნგრეთის საზღვარზე. ბუდაპეშტიდან 2.5 საათის გზაზე აქ გასაოცარი ფლორა და ფაუნა დაგხვდებათ, სასეირნო ბილიკები და ბარადლას გამოქვაბული. აქაურ სტალაქტიდებს ევროპაში საუკეთესოდაც მოიაზრებენ.
6. ზანტანდრის სლავური გავლენა
პატარა ქალაქი Szentendre დანუბეს მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, ბუდაპეშტიდან 20 კილომეტრში. მოინახულეთ მისი საყვარელი ძველი ეკლესიის მოედანი და შეისწავლეთ ქალაქის მდიდრული ისტორია, კულტურა და ტრაიციები.
7. გიორი
ეს ძველი ქალაქი კი რენესანსის და ბაროკოს არქიტექტურას აერთიანებს, დათარიღებულებს მე-17 და მე-18 საუკუნით.
8. ესტერჰაზის სასახლე
ავსტრიისა და სლოვაკეთის საზღვართან, უნგრეთის უდიდესი და ყველაზე ლამაზი სასახლე მდებარეობს, რომელსაც უნგრულ ვერსალსაც უწოდებენ. ეს როკოკოს მშვენება შადრევნით და ჭიშკრითაც გამოირჩევა. აქ ხშირად იყო მოწვეული ცნობილი კომპოზიტორი ჰაიდნი.
9. ნადასდის სასახლე და მუზეუმი
Nádasdy Castle and Museum – მე-12 საუკუნეში აგებული სასახლეა, რომელიც იმ მდიდარი ოჯახის სახელს ატარებს, რომლებიც მას საუკუნეების მანძილზე ფლობდნენ. რენესანსის სტილის ნაგებობა სარვარში მდებარეობს. კედლებზე შესრულებულია სცენები ბიბლიიდან.
10. ჰოლოკო
Hollókő – ტრადიციული უნგრული სოფელია, რომელიც იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. მას ქვეყანაში ყველაზე ლამაზ სოფლად მიიჩნევენ და ხშირად ატარებენ აქ ფესტივალებს. შეგიძლიათ გაყვეთ ავტობუსს პუსკას სტადიონიდან. გზას ორი საათი დასჭირდება.
11. ველენსის ტბა
მართალია ბალატონის ტბა უნგრეთის უდიდესი ტბაა, მაგრამ ის ბუდაპეშტიდან ცოტა მოშორებით მდებარეობს. Lake Velence – კი მხოლოდ და მხოლოდ 45 წუთის სავალ გზაზე. ზაფხულში აქ ბანაობენ კიდეც, სეირნობენ კაიაკით და სარგებლობენ თერმული სპით. გაყევით მატარებელს ბუდაპეშტი-დელის სადგურიდან გარდონამდე. გზაში 45 წთ დაგჭირდებათ. ერთი გზის ბილეთი 5 $-ია.