უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი არტ ნუვოს და ბაროკოს არქიტექტურის ნაზავია, ისტორიის ანაბეჭდითა და ღამის ცხოვრებით. ის ევროპის ცოცხალი და პოპულარული მიმართულებაა. ამ ქალაქში 48 საათის გატარება საკმარისია იმისათვის, რომ მიიღოთ ყველაფერი, რასაც ქალაქი გთავაზობთ.
დღე პირველი
დილა
უნგრული საუზმის შემდეგ, დაიწყეთ დღე ებრაული უბნით. აქ ევროპის უდიდესი სინაგოგა დგას: დოჰანი. ბუდაპეშტში მოხვედრისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ის.
შუადღე
შემდეგ, გაეშურეთ მარგარეტის კუნძულზე, რომელიც მდინარე დანუბეზე, ქალაქის ორ მთავარ გამზირს შორის არსებული მშვიდი სამოთხეა. თავად ბუდაპეშტელებიც, ხმაურიან ქალაქის ქაოსს სწორედ აქ გაურბიან. ჩრდილოეთით იაპონური ბაღია, სამხრეთით კი მუსიკალური შადრევანი. კუნძულის რვაკუთხა წყლის კოშკი არტ ნუვოს სტილშია აგებული და შთამბეჭდავ ხედებს გვთავაზობს. გადახედეთ ქალაქს და დააფასეთ მისი არქიტექტურა.
გადაკვეთეთ დანუბე ბუდასკენ და ესტუმრეთ უნგრეთის ეროვნულ გალერეას. ის როგორც ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო არტისტების შემოქმედებას აერთიანებს. ბუდას სასახლეში დალის, სეზანის და მაგრიტის ნამუშევრებს იხილავთ.
საღამო
დააგემოვნეთ რომელიმე უნგრული კერძი, შემდეგ კი ებრაულ უბანში დაბრუნდით და ქალაქის საკულტო ადგილები – Szimpla Kert ან Füge Udvar მოინახულეთ. ეს უძველესი ბარებია, სადაც სასიამოვნო დროს გაატარებთ, ლუდის ხელმისაწვდომი ფასების და მუსიკის მეშვეობით.
დღე მეორე
დილა
დამღლელი პირველი დღის შემდეგ, დღის სარელაქსაციო დასაწყისს გთავაზობთ. ბუდაპეშტი სპა კულტურით საუკუნეებია რაც გამოირჩევა. სეჩეინის თერმული აბანო ყველაზე ცნობილი და ფოტოგენურია. ნეო-რენესანსის არქიტექტურა და ცხელი წყლები საოცარ კომბინაციას ქმნიან.
ამის შემდეგ, ქალაქის სამხრეთ უბნებში გადაინაცვლეთ და ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი: მემენტოს პარკი დაათვალიერეთ ისტორიული მონუმენტებით.
შუადღე
ლანჩისთვის ცენტრალურ ბაზარს ეწვიეთ, რომელიც ბუდაპეშტის ერთგვარი გასტრონომიული გულია. აქ გემრიელ უნგრულ ქუჩის კვებას დააგემოვნებთ.
თუ ტკბილის ხასიათზე მოხვალთ, Café Gerbeaud-ს ეწვიეთ, რომელიც ქალაქის ერთგვარი ისტორიული რელიქვიაა. შეუკვეთეთ ნებისმიერი დესერტი ჭიქა ყავასთან ერთად და მიხვდებით რატომ აქვს ამ კაფეს ისეთი რეპუტაცია, როგორიც აქვს.
საღამო
ბოლო საღამო ისევ ებრაულ უბანში გაატარეთ. დასხედით რომელიმე რესტორანში გემრიელი ვახშმისთვის. უფრო გვიან კი შეგიძლიათ ბარებს ესტუმროთ, საიდანაც სასიამოვნო მუსიკის ხმა გამოდის და გემრიელი ღვინით ისიამოვნოთ.