მოდერნის სტილში შექმნილი მდიდრული თერმალური აბანოებიდან დაწყებული, დამთავრებული უძველესი ბარებით – თქვენ გასაოცარი შთაბეჭდილებები გელით ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობებისაგან, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
გელერტის აბანოები
ბუდაპეშტს ტყუილად არ ეძახიან „სპა ქალაქს“. ყოველდღიურად 118 ბუნებრივი თერმალური წყარო მიაწოდებს ქალაქს 70 მილიონამდე ლიტრის ოდენობის სამკურნალო წყლებს. მსოფლიო დონის სასტუმრო Gellert-ში მდებარე, გელერტის აბანოები ერთ-ერთი მათგანია, სადაც შეგიძლიათ სამკურნალო წყლებით სარგებლობა. მდიდრული სპა-ცენტრი გთავაზობთ აბანოს, საუნას, მზის ტერასებს, თერმალურ აბაზანებს და მასაჟის კაბინეტებს. გირჩევთ იქ დილიდანვე წახვიდეთ, რათა აიცილოთ ტურისტების დიდი ნაკადი.
დუნაის მდინარე
დუნაის სანაპიროებზე მდებარეობს უნგრეთის პარლამენტი ნეოგოთიკურ სტილში, მის წინ კი – ბუდას ულამაზესი სასახლე და მეთევზეების ბასტიონი, მდინარის კრუიზებიდან შეგიძლიათ იხილოთ თავისუფლების ძეგლი, ჯაჭვის ხიდი და მარგარეტის კუნძული.
პინბოლის მუზეუმი
ბუდაპეშტის პინბოლის მუზეუმი შესაძლოა ისე ჟღერდეს, თითქოს ის მხოლოდ მოთამაშეებისთვისაა შექმნილი, თუმცა, ეს არაჩვეულებრივი მუზეუმი გთავაზობთ გასაოცარ მოგზაურობას წარსულში მისი 130 -ზე მეტი სათამაშო ავტომატების კოლექციით. მარგარეტის კუნძულიდან ახლოს მდებარე, Flippermuzeum წარმოადგენს ინტერაქტიული პინბოლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუზეუმს ევროპაში და ასევე მოიცავს Mesovonat-ს – პინბოლის ერთადერთ უნიკალურ სათამაშო ავტომატს.
ბუდაპეშტის შოკოლადის მუზეუმი
შოკოლადის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია შოკოლადის მუზეუმი, სადაც ვიზიტორებს კულინარიულ მოგზაურობას სთავაზობენ, დეგუსტაციის ჩათვლით. შეგიძლიათ მარციპანის ბურთულები შოკოლადის შადრევანში ამოავლოთ და შექმნათ საკუთარი ტკბილეული.
წმინდა შტეფანის ტაძარი
ბევრისთვის წმინდა შტეფანის ტაძარი ბუდაპეშტის მარგალიტია. მსოფლიო დონის რომაული კათოლიკური ეკლესია, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქალაქში. ნეოკლასიკური შენობა, რომელიც 1905 წელს აშენდა, დღემდე უმთავრეს ღირსშესანიშნაობად არის წოდებული. ეს არის გასაოცარი არქიტექტურული შედევრი, სადაც ულამაზეს ინტერიერს კიდევ ურო ამშვენებს ისტორიით მოცული კედლები და ჭერი. ამ კედლებში წელიწადში რამდენჯერმე კონცერტებიც ტარდება.
სინაგოგა
დოჰანის ქუჩაზე 1854 – 1859 წლებში აშენებული სინაგოგა ევროპაში ყველაზე დიდია და 3000 -მდე ადამიანს იტევს. სინაგოგას კომპლექსში მდებარეობს დიდი სინაგოგა, გმირების ტაძარი, სასაფლაო, მემორიალი და ევროპული მუზეუმი. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ექსკურსია და მეტი გაიგოთ სინაგოგის კომპლექსის მდიდარ ისტორიაზე და მის კავშირზე ჰოლოკოსტთან.
სეჩენის თერმალური აბანოები
ბუდაპეშტის ცენტრალურ პარკში მდებარე სეჩენის აბანოები ერთ-ერთი ყველაზე დიდი თერმალური კომპლექსია ევროპაში. 1913 წელს აშენებულ სპა ცენტრში მდებარეობს სამი დიდი ღია აუზი, 10 შიდა აუზი, მასაჟის კაბინეტები, საუნები და ლუდის აბანოც კი. ის სრული წლის მანძილზე იღებს სტუმრებს განსაკუთრებით მისი მდიდრული ნეო-ბაროკოს საინტერესო სტილის გამო.
უნგრეთის პარლამენტი
უნგრეთის პარლამენტი წარმოადგენს ბუდაპეშტის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან ღირსშესანიშნაობას, რომელსაც წელიწადში 700 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში და წარმოადგენს გოთიკური და რენესანსის სტილის ერთ-ერთ ყველაზე კარგ მაგალითს. პარლამენტი დღემდე რჩება აქტიურ საკანონმდებლო ორგანოდ, მაგრამ გახსნილია ვიზიტორებისათვის კონკრეტულ საათებში.
ბუდას ციხე-სიმაგრე
ბუდას საკულტო რაიონში მდებარეობს ისტორიული ციხე-სიმაგრე და სასახლის კომპლექსი. ბაროკოს სტილის ციხე-სიმაგრის მშენებლობა 1769 წელს დასრულდა, კომპლექსი კი ჯერ კიდევ 1265 წელს აშენდა. ყოფილ სამეფო სასახლეში, რომელიც წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს დღესდღეობით მდებარეობს ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი და უნგრეთის ეროვნული გალერეა.
სასახლის მთაზე, რომელიც მოიცავს ვარნეგედას (სასახლის კვარტალის) ზედა სექტორს, მდებარეობს უამრავი მუზეუმი, მაღაზია, რესტორანი, კაფე და სასტუმრო.
Szimpla Kert
ბუდაპეშტის ნანგრევების ბარი – არატრადიციული ბარი, რომელიც მიტოვებულ შენობაში მდებარეობს – ბუდაპეშტის ღამის ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილი გახდა. დაიწყეთ უნგრული ღამის ცხოვრების კულტურის შესწავლის ამ ბარიდან – Szimpla Kert. დღესდღეობით ის საფერმერო ბაზარზე მდებარეობს, სადაც ღამე ცოცხალი მუსიკა და ფილმები გადის. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ეკლექტიკურ მუსიკას და იხილოთ უნიკალური ავეჯი, მათ შორის Trabant-ის ძველი ავტომობილი, რომელიც ამ ადგილის ცენტრალურ ობიექტად იქცა.