ბუდაპეშტის გასტრონომიული სცენა გაჯერებულია უნგრული კერძების ტრადიციული გემოებით და საერთაშორისო გავლენებით. ამ ევროპულ დედაქალაქში ნაირნაირ გემრიელ ხორცის და ვეგეტარიანულ საკვებს დააგემოვნებთ. ტურისტული კომპანია შენი მეგზური კი ამაში დაგაკვალიანებთ.
საუზმე
Kelet Cafe პოპულარულია კაფე-ბარია, სადაც წიგნების გაცვლა-გამოცვლის ტრადიცია არსებობს. ის საუზმისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. დააგემოვნეთ ომლეტი ფეტა ყველით და პაპრიკით. ასევე, გირჩევთ ბაღში მდებარე კაფეს – The Garden Cafe და ბარს – Brody House, სადაც გემრიელი სენდვიჩებია.
ყავა
აქ ბევრი ყავის სახლია. ერთ-ერთი საუკეთესო და მყუდრო კაფეა მანტრა (Mantra). იქვე მდებარეობს ფეკეტე (Fekete), რომელიც ეზოში იმალება და დაფქულ უგემრიელეს ყავებს გთავაზობთ.
ლანჩი
ებრაულ კვარტალში მდებარე Gettó Gulyás უნგრული ლანჩისთვის ბრწყინვალე ადგილია. აქ ბიუჯეტური ლანჩის შემოთავაზებები აქვთ, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ასევე, გირჩევთ – Rosenstein-ს, თუ გსურთ რომ გაოცდეთ. ეს უნგრულ-ებრაული რესტორანი კელეთის მატარებლის სადგურთან მდებარეობს მერვე უბანში და ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბუდას მხარეს კი აირჩიეთ პატარა რესტორანი ტერასით Róma Ételbár, სადაც ტრადიციულ უნგრულ ლანჩს შემოგთავაზებენ. დააგემოვნეთ გულაში ან უნგრული სოსისის და კვერცხის კერძი (lecsó).
აპერეტივო
თუ გიყვართ კოქტეილი ვახშმამდე, ბუდაპეშტი ამისთვის მშვენიერი ქალაქია. მატილდის სასტუმროს ტერასაზე თუ დალევთ, ულამაზესი ხედების მომსწრენი გახდებით, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას. რაიმე განსაკუთრებულს თუ ეძებთ, დაიკავეთ ადგილი სასტუმრო გრეშამ პალასის ბარში – Múzsa. ეს კოქტეილის ბარი წარმოგვიდგენს მენიუს შთაგონებულს ისეთი არტისტებით, როგორებიც არიან ფრიდა კალო და ჰენრი მატისე. ღვინისთვის კი გირჩევთ არაჩვეულებრივ ღვინის ბარს მეექვსე უბანში – Bortodoor.
ვახშამი
პიერო (Pierrot) ციხესიმაგრის მთაზე უნგრულ-ფრანგული რესტორანია, ზღაპრული ბაღით რომანტიკული ვახშმისთვის. მენიუ სეზონურად იცვლება. ალტერნატივად გთავაზობთ Mazel Tov-ს ებრაულ კვარტალში. აქ კიდევ ერთი რესტორანი გამოირჩევა – Bors GasztroBár. თუ სწრაფად გსურთ მირთმევა, მაშინ გემრიელი სუპებისა და ბაგეტ-სენდვიჩებისთვის მიაკითხეთ ამ ადგილს მიაკითხეთ (Bors).
ბარი
ბარი Szimpla Kert, ებრაულ უბანში მდებარეობს და ბუდაპეშტის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი ბარია. ის სიურეალისტურ ადგილს მოგაგონებთ, საოცრებათა ქვეყანას. აქ ბოჰემური ღონისძიებები ხშირად ტარდება. ალტერნატივაა – Élesztő, ყოფილი შუშის ქარხანა მერვე უბანში, სადაც გემრიელ ლუდს და ტაპას დააგემოვნებთ.