ბუდაპეშტის ღამის ცხოვრება ცნობილია მისი ხმაურიანი ბარებითა და ღამის კლუბებით. აქ ვერასოდეს მოიწყენთ! ჩვენ უნგრეთის დედაქალაქში გართობისთვის საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.
Akvárium Club/კლუბი აკვარიუმი
ეს კლუბი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და კომფორტულია მათთვის, ვისაც წვეულების შემდეგ, სახლში მარტივად უნდა დაბრუნება. აქ ბევრი დარბაზია განლაგებული, რომლებშიც სხვადასხვა მუსიკის ჟანრებს უკრავენ. ასევე, არის ღია ტერასა.
Doboz/დობოზი
დობოზი უნგრულად “ყუთს” ნიშნავს. ეს არის სხვადასხვა საცეკვაო მოედანი და ბარი, რომლებიც ერთმანეთს ცენტრალური ეზოთი უკავშირდებიან, სადაც 300 წლოვანი ხე დგას. აქ სხვადასხვა სტილის მუსიკას მოისმენთ.
A38
ეს ბარი ძველ, უკრაინული გემში მდებარეობს, სადაც ბუდაპეშტის ღამის ცხოვრება უკვე 15 წელია რაც ყვავის. ეს პოპულარული ადგილი ბევრ წვეულებას და ღონისძიებას მასპინძლობს, ჩამოდიან დიჯეები და “მგზავრებთან” ერთად დაუვიწყარ მოგზაურობაში მიემართებიან.
Sparty
პოპულარული ტურისტებშიც და ადგილობრივებში, სპარტი ღამით ბუდაპეშტის თერმულ აბანოებს ანათებს და მუსიკით ახმაურებს. თბილ თვეებში სპარტი Széchenyi-ს აბანოებში იდებს ბინას, ცივ თვეებში კი Lukács-ს აბანოებში. წაიღეთ თან საცურაო კოსტიუმი და დაუვიწყარი ღამისთვის მოემზადეთ, რომელიც უნიკალურ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ.
Kobuci
ეს კლუბი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. მას ობუდა ეწოდება და იდუმალი ბაღის კონცეფციას წარმოადგენს ბევრი ხეებით. აქ ხშირად მოდიან ბენდები და დიჯეები ღამის წვეულებების წასაყვანად.
Ötkert
ამ კლუბში შესაღწევად გრძელ რიგში დგომა მოგიწევთ, რადგანაც ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. კრეატიულად მორთული საცეკვაო მოედნები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოერგება.
Szimpla Kert
ბუდაპეშტი ცნობილია ნანგრევებში არსებული ბარებით. ეს უნიკალური ტრენდი სწორედ აქ უნდა იხილოთ. Szimpla Kert მათგან პირველი იყო. აქ შეიგრძნობთ ბუდაპეშტის ღამის ცხოვრებას.
Dürer Kert
ქალაქის პარკში მდებარე ეს ბარი ადრე საუნივერსიტეტო შენობა იყო და ლაივ მუსიკის საოცარ ატმოსფეროს ქმნის. მის ბაღში ჰამაკები, მაგიდის ფეხბურთი და სხვა გასართობებია. სასმლის ფასები საკმაოდ ბიუჯეტურია.