მადრიდს კულტურის მოყვარული ვიზიტორებისთვის უამრავი აქტივობის შეთავაზება შეუძლია, თუმცა მისი სანახაობები მხოლოდ ქალაქის ცენტრით არ შემოიფარგლება. ადვილად შეგიძლიათ დედაქალაქის სიახლოვეს ერთდღიანი დაუვიწყარი ტურები მოიწყოთ. წადით ჩრდილოეთისკენ უფრო გრილი კლიმატისა და სალაშქრო ბილიკებისთვის, სამხრეთში კი ცნობილ სასახლეებს იხილავთ. ჩვენ ამ შთამაგონებელ მოგზაურობებს გირჩევთ:
სან ლორენცო დე ელ ესკორიალი/San Lorenzo de El Escorial
სამეფო დასვენებისთვის გაეშურეთ მადრიდიდან 50 კილომეტრით მაღლა, ესტუმრეთ მთებში არსებულ იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესულ მონასტერს, ელ ესკორიალს. ის მე-16 საუკუნეში მეფე ფილიპ მეორემ ააგო. კომპლექსში გაერთიანებულია ბაზილიკა, სკოლა, ბიბლიოთეკა და სამეფო რეზიდენცია. გამოიკვლიეთ ქალაქი მისი მოედნებით, კაფეებით და ღამის ბარებით.
გაყევით ავტობუსს მონკლოას სადგურიდან ან მატარებელს ატოჩადან. გზაში მაქსიმუმ 1 საათი გჭირდებათ.
მანზანარეს ელ რეალი/Manzanares el Real
ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი მანზანარეს ელ რეალი ესპანურ მდიდრულ კულტურაში გადასახედად შთამბეჭდავი ფანჯარაა. აქ 30-იან წლებში რამდენიმე ისტორიული ფილმი აქვთ გადაღებული. იხილეთ ციხესიმაგრე სახელად ლოს მენდოზა. ასევე, რომაული ტაძარი ნუესტრა სენორა დე ლას ნიევა.
აქ მოხვედრაც ავტობუსით შეგიძლიათ. დახვდით მას კასტელანას საავადმყოფოს გაჩერებაზე.
კერკედილა/Cercedilla
თუ ქალაქში ძალიან დაგცხებათ, მას 50 კილომეტრით უნდა მოშორდეთ და ამ ადგილს ესტუმროთ. მთებითა და სალაშქრო ბილიკებით გარშემორტყმული არეალი ბევრ საინტერესო შთაბეჭდილებას გპირდებათ. დაათვალიერეთ კოლადო ვენტოსო, ფიჭვის ტყეებით. ასევე, Tren de la Naturaleza.
კონსუეგრა/Consuegra
გაყევით ესპანელი ავტორის, მიგელ დე სერვანტესის ნაკვალევს და იხილეთ 12 ქარის წისქვილი მისი ნოველიდან, „დონ კიხოტი“. აქ მე-10 საუკუნისდროინდელი სასახლის, კასტილო დე კონსუეგრას ნანგრევებიცაა. ესტუმრეთ კონსუეგრას პატარა ქალაქს და გასინჯეთ გემრიელი ტაპასი ადგილობრივ კაფეებში.
შეგიძლიათ InterBus-ის ბილეთი დაჯავშნოთ, მგზავრობის დრო ორსაათნახევარი იქნება. თუ მანქანას იქირავებთ, ადგილზე ერთ საათშიც ჩახვალთ.
სეგოვია/Segovia
ეს ანტიკური ქალაქი მადრიდის ჩრდილოეთით მდებარეობს. აქ რომაული არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშებს აღმოაჩენთ. სეგოვიაში იხილავთ შთმაბეჭდავ მე-16 საუკუნის დროინდელ გოთიკურ კათედრალს. გასტრონომიის მოყვარულები, Meson de Candido-ს ეწვიეთ. ეს საოჯახო რესტორანია საოცარი ხედით.
სეგოვიაში მატარებლით 30 წუთში მოხვდებით. მიაკითხეთ მადრიდის რკინიგზის სადგურს.
სევილია/Seville
მადრიდის სამხრეთით მატარებელი ორსაათნახევარში სევილიაში ჩაგიყვანთ, ანდალუსიის რეგიონის დედაქალაქში. მოინახულეთ ალკაზარი – მავრიტანული სასახლე. გაიარეთ მეტროპოლ პარაზოლთან, მსოფლიოს უდიდეს ხის სტრუქტურასთან და მიირთვით მერკადო დე ფერიაში, სევილიის ბაზარში.
ალკალა დე ჰენარეს/Alcalá de Henares
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობა, მდინარესთან ახლოს მდებარეობს. აქ მიგელ დე სერვანტესის ბავშვობის სახლს იხილავთ, რომელიც დღეს სერვანტესის მუზეუმის სახელითაა ცნობილი.
ჰაიედო დე მონტეიო/Hayedo de Montejo
მადრიდის ჩრდილოეთით, საათნახევრის გზაზე ანტიკურ ციხესიმაგრეს აღმოაჩენთ. ის წლიურად 25 000 ბუნების მოყვარულს აერთიანებს. დღიურად ვიზიტორების შესვლა შეზღუდულია, ასე რომ, დაგეგმეთ წინასწარ.