ისტორიული მარგალიტებისა და მსოფლიო დონის ხელოვნებით დაწყებული საოცარი კულტურითა და და თვალწარმტაცი პარკებით დამთავრებული – მადრიდს უამრავი რამ აქვს თქვენთვის მოსაყოლი

Plaza Mayor

მადრიდის მთავარი მოედანი ინახავს მრავალსაუკუნოვან ისტორიას მის შენობებში და მათ შორის Plaza Mayor წარმოადგენდა არენას ყველანაირი ღონისძიებისათვის, დაწყებული კორონაციით, დამთავრებული ომიანობით. დღესდღეობით ეს საოცარი ადგილია გასეირნებისათვის და ქალაქის ცნობილი კერძის, კალმარის ბუტერბროდის (bocadillo de calamares) დაგემოვნებისათვის. 

Royal Palace

ესპანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური რეზიდენცია დღესდღეობით მხოლოდ ოფიციალური ცერემონიებისათვის გამოიყენება (მეფე ფელიპე და დედოფალი ლეტიცია დღეს ცხოვრობენ სარსეულას სასახლეში). ტურისტებს შეუძლიათ სასახლის მონახულება და ასწლიანი ნახატების, ავეჯისა და ისტორიის შეცნობა. 

Retiro Park

მადრიდის ყველაზე ლამაზი პარკი – იდეალური ადგილია დასვენებისთვის, პიკნიკის მოწყობისა და მდინარეზე ნავით გასეირნებისათვის. 

Tempo de Debod

მადრიდის ეგვიპტური ხრამი, რომელიც გადაეცა  და ნაწილობრივ გაეგზავნა ეგვიპტეში 1970-იან წლებში. მისი ნაწილი კი დარჩა და ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ადგილს წარმოადგენს მადრიდის დაისის ყურებისათვის.

KIO Towers

KIO-ს ცათამბჯენები, თითქოს უკიდეგანო სიმაღლის შენობებია მადრიდის ფინანსურ რაიონში, რომელიც 15 გრადუსით არის დახრილი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პირველ დახრილ ცათამბჯენს მსოფლიოში. 

Gran Via

მადრიდის საკულტო ქუჩა კინომატოგრაფიული მასშტაბით არის ცნობილი (ტომ კრუზის ფილმში „Vanilla Sky” მადრიდის გრან ვიას ქუჩას ხშირად შეხვდებით). გაეშურეთ Corte Ingles Gourmet Experiences-სკენ,, რათა დატკბეთ საოცარი ხედით ცნობილ ქუჩა შვეპსზე. 

Puerta del Sol

ყველა ქალაქს ესპანეთში პუერტა-დელ-სოლამდე მივყავართ; ის ცნობილია ნულოვანი კილომეტრის და ქვეყნის ცენტრის სახელით. აქ მდებარეობს ცნობილი დათვის მონუმენტი და მარწყვის ხე, მადრიდის ოფიციალური სიმბოლო. 

ხელოვნების გალერეების ოქროს სამკუთხედი

მადრიდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვნების გალერეების სამშობლოა, სამი მათგანი კი ერთმანეთთან ახლოს სამკუთხედში მდებარეობს. პრადო (კლასიკური ნახატები), დედოფალი სოფიას გალერეა (თანამედროვე ხელოვნება) და ტისენ-ბორნემის (ყველანაირი ხელოვნება). ზუსტად ეს გალერეები ინახავენ ქვეყნის ყველაზე დიდ სიმდიდრეს, რომელიც ღირს სანახავად. 

Palacio de Cibeles

ეს დიდებული შენობა მადრიდის საფოსტო დეპარტამენტის შტაბ-ბინად ითვლებოდა 2011 წლამდე. დღეს ის მადრიდის საქალაქო საბჭოდ არის ქცეული და იზიდავს ტურისტებს სადამკვირებლო მოედნიდან საოცარი ხედების გამო. 

Calle de Cava Baja

Cava Baja – იდეალური ადგილია ტაპასის დაგემოვნებისათვის, ზუსტად ამიტომაც მას „ტაპასის ქუჩას“ ეძახიან. ყოველ საღამოს აქ უამრავი ადამიანი იკრიბება, ტკბებიან გართობის ატმოსფეროთი და აგემოვნებენ ესპანურ სასმელებსა და დესერტებს. 

რეკომენდირებული კაფე-ბარებია: La Perejila, Txakolina, El Tempranillo.

Sobrino de Botin

მადრიდი ოფიცილიარულად ყველაზე ძველი რესტორნის სახლად ითვლება – Sobrino de Botin 1725 წელს აშენდა და მას შემდეგ არ იკლებს ტურისტების ნაკადს. მისი საფირმო კერძი შემწვარი საქონელია, რომლის აღწერასაც ერნესტ ჰემინგუეის „აღმოხდების მზეშიც“ წაიკითხავთ. 

Cine Dore

ეს ძველი კინოთეატრი მაყურებლებს მასპინძლობს სულ რაღაც 2.5 ევროდ, სადაც ყველანაირი ფილმის ყურება შეგიძლიათ. ამ კინოთეატრმა დიდი ისტორია განვლო ესპანეთის ომის დროს, მაგრამ დღეს ის Filmoteca Espanola – ს სახლს წარმოადგენს, სადაც შენახულია ესპანეთის კულტურის სამინისტროს მიერ დაცული ფილმების უდიდესი კოლექცია. 

The Rastro

ცნობილი მადრიდის ფლი-მარკეტი (ღია ცის ქვეშ გამართული ბაზარი) ყოველკვირეულად ტარდება. ამ დროს ქუჩები იღვიძებს, ხალხს გამოაქვს თავისი ხელნაკეთი ნამუშევრები, ბარები ცოცხალი მუსიკით ივსება, ადგილობრივები და ტურისტები კი ტკბებიან ფიესტატ ატმოსფეროთი ლავაპიესის რაიონში. 

ალმუდენას ტაძარი

ეს ტაძარი 1993 წელს აშენდა, ზუსტად აქ ცხოვრობდნენ მეფე ფელიპე და დედოფალი ლეტიცია; დღეს კი აქ ბაროკოს სტილი შენარჩუნებულია , ამ ოჯახის ცხოვრების ისტორია კი თითოეულ მონაკვეთზე არის აღბეჭდილი. 

ლიტერატურული კვარტალი

ბარიო დე ლას ლეტრას მადრიდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი რაიონია. აქ ესპანეთი ლიტერატორის და მწერლის დონ კიხოტ მიგელ დე სერვანტესის სახლი მდებარეობს, დღეს კი ეს ქუჩა სავსეა ტურისტული შენობებით, ბარებითა და რესტორნებით. აქ სეირნობისას აუცილებლად იხედეთ დაბლა, თქვენს ფეხქვეშ უამრავ ცნობილ ლიტერატურულ ციტატას ამოიკითხავთ. 

ატოცას რკინიგზის სადგური

მადრიდის მთავარი რკინიგზის სადგური ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებულია – მას საკუთარი დახურული ტროპიკული ტყე აქვს, სადაც ათობით მობინადრე კუსაც იხილავთ.

Matadero

ყოფილი „სასაკლაო“ (ესპანურად Matadero), მანსანარესის მდინარის გასწვრივ მდებარეობთ, რომელიც გარდაიქმნა ხელოვნების ცენტრად 2000-იან წლებში. აქ იხილავთ კინოთეატრებს და საგამოფენო სივრცეებს, სადაც რეგულარულად ტარდება სპექტაკლები და წარდგენები.