იტალია ჟელატოს ქვეყანაა. ამ ქვეყანაში ეს ნაყინი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ჩვენ აქ 6 ადგილს გირჩევთ, სადაც საუკეთესო ჟელატოს ამზადებენ:
1. Cappadonia/კაპადონია, პალერმო
“ვაფლში თუ ჭიქაში?” – ეს შეკითხვა დაივიწყეთ და მიირთვით ნაყინის სენდვიჩი. კაპადონია ადგილობრივ ინგრედიენტებს იყენებს, ძირითადად რეგიონის ფერმერებისგან. ის პალერმოში სამ ადგილას მდებარეობს.
2. Pavé/პავე, მილანი
პავე ცნობილი საცხობ-საკონდიტროა, რომელსაც ჟელატოს 2 ობიექტიც აქვს. აქ ასევე დააგემოვნებთ ბომბოლონს, იტალიურ დონატს. მისამართებია: Via Cesare Battisti და Via Cadore.
3. Come il Latte/რომი
ამ სანაყინეს სახელი ნიშნავს “რძესავით” და ლურჯი ყველის თუ მასკარპონეს ჟელატოსაც კი ამზადებენ.
4. La Strega Nocciola / ფლორენცია და რომი
აქ ჟელატოს სეზონური ინგრედიენტებით და თხილით ამზადებენ. გირჩევთ დარიჩინის არომატით და თეთრი შოკოლადით.
5. Dassie/ტრევისო
ტრევისოს ამ ლოკაციაზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის საუკეთესო შოკოლადის ჟელატო მზადდება. მის დამფუძნებელს, სტეფანო დასიეს ჟელატოს იტალიური ჩემპიონატი აქვს მოგებული. მისი ნაყინი მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს შეიცავს. შოკოლადის ჟელატოს გარდა, გირჩევთ ტირამისუს არომატითაც.
6. Cesare/რეჯიო კალაბრია
კალაბრიაში ვიზიტისას ამ სანაყინეს მისი ექსტერიერის წყალობით ადვილად იცნობთ. თუმცა ის მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი ფასადი.