ევროპაში მოგზაურობისას საშუალება გაქვთ იქირაოთ მანქანა და დედაქალაქს თუ მსხვილ ქალაქებს გაცდეთ. ჩვენი რეკომენდაციები ბრწყინვალე გზებს აღმოგაჩენინებთ: ხმელთაშუაზღვის სოფლებში და ტრანსილვანიის მთებში, შთამბეჭდავ ალპებში და საოცარ კუნძულებზე. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ლამაზი ლანდშაფტი, მეგობრული ადგილობრივები და შთაბეჭდილებები დაგხვდებათ, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ.
1. ამალფის სანაპირო, იტალია
სოფლები და ქალაქები ნეაპოლის მახლობლად
ამალფი იდილიური სანაპირო ზოლია საოცარი ხედებით სამხრეთ იტალიაზე. გზად შეხვდებით კლდეებს, გამოქვაბულებს, სანაპიროებს, ლიმნის ხეებს, ვენახებს… ის გაგაოცებთ არამხოლოდ ხედებით, არამედ ადგილობრივი სამზარეულოთიც, რასაც ყველა გაჩერებაზე შეიგრძნობთ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა პოზიტანო ხედებით ტირენეის ზღვაზე. რაველოში ეწვიეთ ვილა სიმბრონეს (Villa Cimbrone) ბაღებს.

2. ინტერლაკენი, შვეიცარია
შთამბეჭდავი მთები, ტბები და ჩანჩქერები
არაა გასაკვირი, რომ ტრადიციული კურორტი ინტერლაკენი ერთ-ერთი ყველაზე ინსტაგრამული შეიცარიული ქალაქია. ამ ფოტოგენურ ალპურ ლოკაციაზე ულამაზესი მწვანე ფერის ტბები და მინდვრებია. ინტერლაკენი იდეალური ადგილია ბუნებაში რელაქსაციისთვის. გზად დაინახავთ ხის სახლებს შვეიცარიული ალპების ფონზე.

3. ფარერის კუნძულები, დანია
პაფინების და ბალახით გადაფარული სახურავების სამშობლო
ისლანდიასა და ნორვეგიას შორის მდებარე ფარერები დროდადრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სკანდინავიური მიმართულება ხდება. მისი სამანქანო გზით მოვლისას გაივლით კლდეებს, სალაშქრო ბილიკებს, ჩანჩქერებს და 18 მომხიბვლელ კუნძულს. მის დედაქალაქ ტორშავნში, მე-18 საუკუნის ეკლესიას, პატარა ძველ ქალაქს და ფერად სახლებს აღმოაჩენთ. პაფინებთან შესახვედრად კი საუკეთესო კუნძულია მიკინესი.

4. კორტინა დამპეზო, იტალია
დოლომიტების დედოფალი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
კორტინა დამპეზო სამთო ქალაქია ხედებით დოლომიტებზე, 2 საათის სავალ გზაზე ვენეციიდან. აქ ბევრი ბლოკბასტერული ფილმია გადაღებული, მათ შორის აგენტი 007-ის. ზამთარში კორტინა საუცხოო სასრიალო მიმართულებაა მოდური კაფე-ბარებით. ზამთარში კი სამოთხეა მოლაშქრეებისთვის.

5. ვერდონის ხეობა, საფრანგეთი
საფრანგეთის “დიდი კანიონი” ფირუზისფერი წყლით
ვერდონის ხეობა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ხეობაა, ფირუზისფერი მდინარით და კლდეებით. აქ შეძლებთ დაკავდეთ ლაშქრობით, ცოცვით, ცურვით და წყლის სპორტით. გადმოხედავთ ხეობას სამანქანო გზიდანაც. თუ ჩიტებზე დაკვირვება გიტაცებთ, წამოიღებთ ბინოკლი. ის ფრანგული რივიერას ჩრდილოეთით მდებარეობს, პროვანსის რეგიონში.

6. ტრანსილვანია, რუმინეთი
შუასაუკუნეების ქალაქები დრაკულას მიწაზე
აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი, ტრანსილვანია ცნობილია შუა საუკუნეების ქალაქებით, მთებით და ციხესიმაგრეებით, მათ შორის ბრაიანის სასახლით. რომელსაც დრაკულას ლეგენდა უკავშირდება. კარპატის მთებში ფლორა და ფაუნაც საკმაოდ მდიდარია. გზად გაივლით საკურორტო ქალაქებსაც, რომლებიც ცნობილები არიან თერაპიული წყლებით.

7. მეტეორა, საბერძნეთი
ანტიკური მონასტრები სუნთქვაშემკვრელ სიმაღლეზე
უნიკალური ძეგლი მეტეორა მთებში მდებარე აზვირთულ კლდეებზეა გაშენებული. აქ 6 აქტიური მონასტერი მდებარეობს, რომლებიც ერთმანეთთან ბილიკითაა დაკავშირებული. ქალაქებში: კალაბაკასა და კასტრაკიში გემრიელი ტრადიციული ბერძნული სამზარეულოთიც ისიამოვნებთ. მეტეორასთან ათენიდან 4 საათში, ხოლო თესალონიკიდან 3 საათში აღმოჩნდებით.

8. ჰალშტატი, ავსტრია
საოცარი ხედები და მარილის საბადოები ზღაპრულ სოფელში
ამ მშვიდ ალპურ სოფელში 1000-ზე ნაკლები მაცხოვრებელი ცხოვრობს. აქ ანტიკური მარილის საბადო და ავსტრიული ალპების ხედები შემოგეგებებათ. ცენტრალურ ავსტრიაში მდებარე ჰალშტატი იდეალურია ყველა სეზონზე გამოსაკვლევად. ის ზალცბურგიდან 1 საათის, ვენიდან კი 3.5 საათის დაშორებით მდებარეობს. ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური გზა მოგატარებთ პასტელურ სახლებს, მთებს და ლამაზ ბუნებას.

9. როტენბერგ ობ დერ ტობერი, გერმანია
პოპულარული და ფოტოგენური ქალაქი რომანტიკულ გზაზე
ეს მომხიბვლელი ქალაქი ჩრდილოეთ ბავარიაში მდებარეობს და ცნობილია მისი შუასაუკუნეების არქიტექტურით და 1000 წლოვანი ისტორიით, რომლითაც მისი ქუჩებია გაჟღენთილი. ხედებისთვის ადით მერიის შენობის კოშკურაზე და გადმოხედეთ ულამაზეს ძველ დასახლებას. აღმოაჩინეთ ცნობილი რომანტიკული გზა, რომელიც ზღაპარში მოგზაურობას წააგავს.

10. ლოხ ნესი, შოტლანდია
მისტიკური ტბა შოტლანდიის მთებში
ულამაზესი ლოხ ნესი მისტიკურობითაა მოცული. ლეგენდის თანახმად წყალქვეშ მონსტრი ცხოვრობს, რომელიც ხანდახან ხმებს გამოსცემს. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ნავის ტურები და კრუიზები, რათა ავგუსტუსის ციხესიმაგრე წყლიდანაც დაათვალიეროთ. მის გასწვრივ გზაზე მოგზაურობისას გადააწყდებით ჩანჩქერებს, ციხესიმაგრეებს და პატარა სოფლებს.











