შოტლანდია გამოირჩევა ველური სილამაზით, კულტურული ცენტრებით, როგორებიცაა გლაზგო და ედინბურგი და ულამაზესი წყლისპირა ქალაქებით. მისი საკულტო სანაპირო ზოლი სავსეა მყუდრო სოფლებით, სადაც ანტიკური ტრადიციები ცოცხლობენ. შოტლანდიის კუნძულების სიმშვიდე ცალკე აღსანიშნავია! ჩვენ აქ საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.

ტობერმორი/Tobermory

შოტლანდიის ყველაზე ცნობილი პორტი ღია ფერებით და მომხიბვლელი სახლებით შემოგანათებთ, რომლებიც ნავსადგურისკენ მიმავალ მთავარ ქუჩას ქმნიან. დღეს ეს ფოტოგენური პორტი და კუნძულის რომანტიკული ატმოსფერო პოპულარული ადგილია ქორწილების გადასახდელად.

მალაიგი/Mallaig

ეს ფოტოგენური წყლისპირა ქალაქი შოტლანდიის ცნობილ გზაზე მდებარეობს. აქ გამავალი რკინიგზა ცნობილია ჰარი პოტერის ფილმებიდან. აუცილებლად მოინახულეთ მალაიგის ნავსადგური და იმგზავრეთ ბორნებით.

ბოუმორი/Bowmore

ამ ქალაქს “ვისკის კუნძულების დედაქალაქს” უწოდებენ. ბოუმორი პატარა დასახლებაა, თუმცა ბევრ რამეს გთავაზობთ. ის სავსეა მყუდრო პაბებით და რესტორნებით. აქ ბევრი ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაც დაგხვდებათ.

ნაირნი/Nairn

ეს პოპულარული წყლისპირა ქალაქი შოტლანდიის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი ადგილია 3 ულამაზესი სანაპიროთი, სადაც ზაფხულში რუჯს მიიღებთ და სხვა დროს ისეირნებთ. ბუნების მოყვარულებს კი სანაპიროსთან მდებარე ტყე ესიამოვნებათ.

ობანი/Oban

ობანი ნიშნავს “პატარა სანაპიროს”. აქ მაგიური ლანდშაფტი დაგხვდებათ სასახლის ნანგრევებით და პანორამული ხედებით. დედოფალმა ვიქტორიამ ობანს “საუკეთესო ადგილი უწოდა რაც კი უნახავს”. ქალაქი ცნობილია ზღვის პროდუქტებით და გარე აქტივობების დიდი არჩევანით, მათ შორის ნავის ტურებით.

სტორნევეი/Stornaway

ეს ლუისის კუნძულის მთავარი ქალაქია ულამაზესი ნავსადგურით. მის გასწვრივ სეირნობისას ნახავთ მეთევზეებს, საკვებ ობიექტებს უგემრიელესი კერძებით და ქალაქის საკულტო ძეგლს – ვიქტორიანულ სასახლეს.

პორტრი/Portree

ფერადი მეთევზეების კოტეჯებით მორთული ნავსადგური პირველივე დანახვისას შეგიყვარდებათ. ამ დასახლებას უნიკალური შარმი და მშვიდი ატმოსფერო აქვს. მიირთვით თევზი და ჩიფსები და აყევით შოტლანდიური პორტის რიტმს.

პლოქტონი/Plockton

ამ ადგილს კი ნამდვილ მარგალიტს უწოდებენ. პლოქტონი პატარა საყვარელი წყლისპირა ქაალქია შემოსაზღვრული კლასიკური მთიანი ლანდშაფტით და ფიჭვის ხეებით. აქ ბევრი იახტა და პატარა სათევზაო ნავი დგას, ასევე დაგხვდებათ ბევრი რესტორანიც.

მორარი/Morar

შოტლანდიის კუნძულები ცნობილია თეთრი სანაპიროებით და კარგ ამინდში განსაკუთრებით სასიამოვნო სასეირნო მიმართულებებია. მორარიც სწორედ მსგავსი სილამაზის დასახლებაა პანორამული ხედებით.

ულაპული/Ullapool

ეს ისტორიული სანაოსნო ქალაქი გარე აქტივობების მოყვარულთა სამოთხეა ხედებით ანტიკურ ლანდშაფტებზე. ულაპულში ბუნების დაცული ნაკრძალიც მდებარეობს. თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, აქ გემრიელი გამოცდილებებით დასაჩუქრდებით, რადგანაც აქ მთელს დიდ ბრიტანეთში განთქმული თევზის კერძებია.

სან. აბსი/St Abbs

ესეც მორიგი სათევზაო სოფელი შოტლანდიის სამხრეთ სანაპიროზე, სადაც უძველეს მეთევზეთა კოტეჯებს აღმოაჩენთ. ნაპირს მაღალი კლდეები მიუყვება და აქ ბევრი სახეობის ულამაზესი ჩიტი ბინადრობს. თუ კლდიდან გადმოიხედებით, საოცარი ხედებით დაჯილდოვებით.