ზემო ავსტრიის შტატში მდებარეობს ჰალშტატი, რომელიც თანდათანობით უფრო პოპულარული გაჩერების წერტილი ხდება გზაზე, ზალცბურგისა და გრაცის ქალაქებს შორის. მაღალმთიანი ბილიკების დათვალიერებასთან ერთად, სიურპრიზი არ არის, რომ აქ კიდევ მრავალი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ. მე-19 საუკუნემდე, ჰალშტატის ხილვა, ჰალშტატის ტბის ხედით, შესაძლებელი იყო მხოლოდ ნავით ან მთის ბილიკით. დღესდღეობით კი ეს პოპულარული ტურისტული ადგილი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მოქმედი ტპისპირა ქალაქია დაახლოებით 800 მაცხოვრებლით. აუცილებლად შეინახეთ ეს სტატია, თუ ამ მომხიბვლელ ადგილას მოგზაურობას აპირებთ.

• აღმოაჩინე თავის ქალების აკლდამა ჰალშტატში
პარიზის კატაკომბების მსგავსად, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით, ჰალშტატის აკლდამა არის ადამიანის ნარჩენების სახლი, თუმცა, მხატვრული განსაზღვრებით. ამ მიწისქვეშა მავზოლეუმში 1200-ზე მეტი თავის ქალა ლამაზადაა დაწყობილი, აქედან 610 მათგანი მოხატულია ხელით. შეიძლება ითქვას, რომ იგი ყველაზე დიდი მოხატული თავის ქალების კოლექციაა ევროპაში.

• მოინახულე მსოფლიოს უძველესი მარილის მაღარო (The Salzwelten)
7000 წლიანი ისტორიით, სალზველტენი უძველესი მარილის მაღაროა მსოფლიოში. თუ გვინდა, რომ ამ ადგილის შესანიშნაობა კიდევ უფრო გამოვკვეთოთ, უნდა აღინიშნოს, რომ აქ უძველესი ხის კიბეა ევროპაში. იგი აღმოჩენილ იქნა მაღაროში პრეისტორიულ გვირაბებს შორის და თარიღდება 2800 წლით. დღესდღეობით შეგიძლიათ ჩახვიდეთ 400 მეტრის სიღრმეში და გაიაროთ 64 მეტრიანი მაღაროელთა გზა, რათა შემდგომ ჩასხდეთ მაღაროს მატარებელში, რომელიც ისევ შესასვლელში დაგაბრუნებთ.

• დაკავდით პადლბორდინგით ჰალშტატის ტბაზე!
ჰალშტატში სტუმრობისას თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ტბით ტკბობასთან ერთად, შეისწავლოთ ის მთლიანად პადლბორდინგით, იგივე სერფინგის დაფით. ტბას ისეთი წყნარი ბუნება გააჩნია, რომ პადლბორდის ტექნიკას დამწყებიც კი სწრაფად აითვისებს და დაფაზე წამოდგომას თავისუფლად შეძლებს. ამ აქტივობის საშუალებით თქვენ უმოკლეს დროში შეგეძლებათ მიხვიდეთ საბანაო ადგილებამდე, ან უბრალოდ დატკბეთ ბუნების სილამაზით. უკეთესი იქნება თუ დაფას მზის ჩასვლის პერიოდში იქირავებთ, რადგან ამ დროს ისედაც თვალწარმტაცი სოფელი მოცისფრო ოქროსფერი ელფერით არის გაჟღენთილი, რაც საშუალებას მოგცემთ ჰალშტატი სრულიად ახლებურად დაინახოთ.

• გამოიწვიე საკუთარი თავი თოკებით ციცაბო კლდეზე ცოცვაში!
მათთვის ვინც უფრო აქტიური დასვენების საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას, ჰალშტატში წასვლა არანაკლებ მომხიბვლელია, რადგან არაფერი გაგრძნობინებთ ადრენალინს ისე, როგორც თოკების პარკი დახშტეინის კრიპენშტეინში (The Dachstein Krippenstein). აქ გექნებათ შესაძლებლობა გაიაროთ ციცაბო კლდე მავთულის ტროსების მიყოლებით, დასაყრდენებით, კიბეებითა და თოკების საშუალებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობა არ არის სუსტი გულის მქონე ხალხისთვის, მაგრამ ვინც გაბედავს, ულამაზესი და თვალწარმტაცი ხედებით დაჯილდოვდება.

• დააგემოვნე ფენოვანი ცომის ხვეულები ჰალშტატში
Schaumrolle, იგივე ფენოვანი ცომის ხვეულები, არის ავსტრიული ნამცხვარი, რომელიც დამზადებულია კონუსის ან მილის ფორმის ცომით, შიგნიდან კი შევსებულია ათქვეფილი კრემით ან ბეზეთი. დიახ, ის ისეთივე გემრიელია, როგორც ჟღერს! ამ ტკბილეულის დასაგემოვნებლად ჰალშტატში საუკეთესო ადგილია- Taglich Frisch Gebacken. ეს არის მომხიბვლელი ძველებური საცხობი, სადაც ხვეულების იმ ვერსიას ამზადებენ, რომელიც სრულყოფილი ზეფირის ხარისხითაა წარმოდგენილი.

• კალვარიენბერგის ეკლესიის ინტერიერი და ექსტერიერი
კალვარიენბერგის ეკლესია (The Kalvarienberg Church) წარმოდგენილია ბაროკოს სტილის სამლოცველოთი, რომელიც მდებარეობს სოფლის პირას, იგი შეგიძლიათ შეაფასოთ საკუთარი ფასადით. შიგნით, აღმოაჩენთ ლამაზად ამოკვეთილ, მოჩუქურთმებულ ჯვარცმის ფიგურებს, რომლის შექმნაც მიეწერება ბაროკოს მოქანდაკე მეინრად გუგენბიჩლერს. მან ისინი XVII-XVIII საუკუნეში შექმნა. ამასთანავე, ეს ადგილი მდიდარია გასაოცარი ფრესკებით. ინტერიერის დათვალიერების შემდეგ შეგიძლია გარეთ გახვიდეთ და ნახოთ სახურავები და ტბა ეკლესიის მთის სავალი წერტილიდან.

• იმოგზაურე წარსულში ჰალშტატის მუზეუმის საშუალებით
ეს ღირსშესანიშნაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ჰალშტატის გულია, რომელიც საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი აქ 7000 წლის წინ. ისტორიულად, ეს ტერიტორია განსაზღვრული იყო როგორც მარილის მაღაროს ქალაქი. აქ შეიძენთ უამრავ შთაბეჭდილებას ჰალშტატის სამარხებიდან და გაიგებთ თუ როგორ გადააქცია 1750 წელს დიდმა ხანძარმა ეს სოფელი საფოსტო ბარათებზე წარმოდგენილ საუკეთესო თავშესაფრად.

• იხილეთ გასაოცარი ხედი ჰალშტატის ცაში დაკიდულ ხიდიდან
ჰაერში დაკიდებული 360 მეტრიანი ხიდი ულამაზეს ხედებს გთავაზობთ ჰალშტატის ტბის და მიმდებარე მწვერვალების გასწვრივ. როდესაც ფოტოებს გადაიღებთ, აუცილებლად გაეშურეთ რუდოლფშტორმის თავზე, ყოფილი თავდაცვის კოშკისკენ, სადაც ახლა რესტორანია. აქ ულამაზესი ხედის თანხლებით შეგიძლიათ ისადილოთ გემრიელი ადგილობრივი დელიკატესებით, შნიცელისა და ისპანახის გუფთის ჩათვლით.