ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია თავისი სასახლეებით, საჯარო სივრცეებით და განსაკუთრებული ბაროკოს არქიტექტურით. ის საოცნებო მიმართულებაა რომანტიკოსებისთვის, თუმცა ავსტრიის დედაქალაქში ბავშვებთან ერთად ოჯახური დასვენების მოწყობაც შეგიძლიათ.
შექმენით ხელოვნება ზუმის საბავშვო მუზეუმში
ZOOM Kindermuseum (საბავშვო მუზეუმი) მშვენიერი ადგილია ვენაში ბავშვების წასაყვანად. აქ სხვადასხვა ინტერესის და ასაკის ბავშვს გაართობთ. ზუმის მუზეუმში ეწყობა ხელოვნების კლასები და ბავშვებს საკუთარი შემოქმედების თან წაღება შეუძლიათ. დაკეტილია ორშაბათობით.
მისამართი: Museumsplatz 1
ჩაიცვით სამეფო ტანსაცმელები შონბრანის სასახლეში
ვენის შონბრანის სასახლეში შეგიძლიათ დროებით პრინცები და პრინცესები გახდეთ. აქ ბევრ აქტივობაში შეგიძლიათ ჩაერთოთ. ბავშვები შეისწავლიან თუ რას მიირთმევდნენ თუ როგორ ცხოვრობდნენ სამეფო ოჯახის წევრები. სასახლის ბაღები კი სათამაშოდ ერთი დიდი ლაბირინთია.
დააგემოვნეთ ტორტი დემელში
Demel – გემრიელ ვენურ ნამცხვრებს და დესერტებს გთავაზობთ. ის ცნობილი ნამცხვრის მაღაზიაა ვენაში 1888 წლიდან.
მისამართი: Kohlmarkt 14
იხილეთ ზვიგენები
Haus des Meeres – ვენის საჯარო აკვარიუმია, სადაც საოცარ წყლის ბინადრებს შეხვდებით, მათ შორის ზვიგენს. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ ტროპიკული ჩიტები და ულამაზესი თევზები.
მისამართი: Fritz-Grünbaum-Platz 1
პეპლების სახლი: Schmetterling Haus
Schmetterling Haus – მწვანე ადგილია ვენაში, სადაც თან გაერთობით და თან საგანმანათლებლო გამოცდილებას მიიღებთ. პატარა ბუნების მოყვარულები აქ მრავალფეროვან შთაგონებას მიიღებენ.
მისამართი: Josefsplatz 1
ფაეტონის ტური ვენაში
გამოსცადეთ ცხენებით გასეირნება ვენაში. აქ ელეგანტური ფაეტონები დაგხვდებათ, რომლებიც ვენის ბრწყინვალე ძეგლებს მოგატარებენ. ხელმისაწვდომია მოკლე და შორი მანძილები.
დააგემოვნეთ გელატო ზანონიში
Zanoni & Zanoni – როდესაც შესვენება დაგჭირდებათ, გაჩერდით ზანონიში. აქ ნახავთ ნაყინის და ნამცხვრების დიდ არჩევანს.
მისამართი: Lugeck 7
დასხედით ატრაქციონებზე პრატერის პარკში
The Prater – ერთ-ერთი საოცარი გასართობი პარკია მთელ ევროპაში. აქ ნახავთ უზარმაზარ ეშმაკის ბორბალს ვენაზე პანორამული ხედებით. ღიაა 24 სთ.
მისამართი: Riesenradplatz 1
უყურეთ ცხენების ცეკვას ესპანურ საჯირითო სკოლაში
Spanish Riding School – ტრადიციულის აჯირითო სკოლაა, სადაც ცხენების საცეკვაო შესრულებებს იხილავთ. აქ ყველა ასაკის ბავშვი გაერთობა.
მისამართი: Michaelerplatz 1