რა ვნახოთ

10 საუკეთესო მუზეუმი ზალცბურგში

არ აქვს მნიშვნელობა თანამედროვე ხელოვნება გაინტერესებთ, სამეფო სასახლეები თუ ექსტრაორდინალური მუზეუმები, ზალცბურგი მრავალფეროვან და საინტერესო ადგილებს გთავაზობთ.

Festung Hohensalzburg

ზალცბურგის ციხესიმაგრე იმ მომენტიდან მოგხიბლავთ, როგორც კი ამ ქალაქში ჩახვალთ. ეს 900 წლოვანი სასახლე ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის. ის მე-11 საუკუნეში აშენდა. აქ ნახავთ ოქროს დარბაზს, მარიონეტების მუზეუმს და ციხესიმაგრის მუზეუმს, ასევე შუასაუკუნეების ინსტრუმენტებს და იარაღებს.

მოცარტის დაბადების ადგილი და რეზიდენცია

თუ კლასიკური მუსიკა გიყვართ, მოცარტის მშობლიურ ქალაქს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორს აქ ორი მუზეუმი ეძღვნება, ერთი მას როგორც პიროვნებას, ხოლო მეორე მის მის მუსიკას. ამ ყვითელ სახლში მოცარტი 1756 წელს დაიბადა და მისი ცხოვრების პირველი 17 წელი სწორედ აქ გაატარა.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ზალცბურგის ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Museum der Moderne) მე-20 და 21-ე საუკუნის ხელოვნებას წარმოგვიდგენს, მათ შორის ფოტოგრაფიასაც. მონჩბერგის კლდეებში მდებარე ეს ციხესიმაგრე ქალაქზე ხედებსაც გთავაზობთ.

რუპერტინუმი

რუპერტინუმი (Rupertinum) ზალცბურგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მოძმე მუზეუმად განიხილება. აქაც ფოკუსი თანამედროვე ხელოვნებაზეა, მათ შორის ფოტოგრაფიაზე.

მუსიკალური ჰანგების სამყარო

ცნობილი მიუზიკლი “მუსიკალური ჰანგები” (Sound of Music World) ქალაქ ზალცბურგთანაა დაკავშირებული. ფილმის ფანებს შეუძლიათ გამოიკვლიონ ფოტოები, კოსტიუმები და სხვა სამახსოვრო დეტალები ამ ცნობილი მიუზიკლიდან.

Haus der Natur

ეს განსაკუთრებული ბუნების მუზეუმი არამხოლოდ ბავშვებს, ზრდასრულებსაც აღაფრთოვანებს. აქ თემატური ოთახები, ექსპერიმენტორიუმები და მრავალფეროვანი აღჭურვილობებია.

Freilichtmuseum

ეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი ავსტრიულ ცხოვრებას შეგაგრძნობინებთ. დაათვალიერებთ ტრადიციულ ფერმებს, სახლებს, ქარის წისქვილებს და ძველებურ მაღაზიებს. 180 ნომერი ავტობუსი ზალცბურგის სადგურიდან აქამდე ყოველ ერთ საათში დადის და გზას ნახევარ საათს ანდომებს.

Residenz

ზალცბურგის ეს ბაროკოს სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სასახლეში იხილავთ მე-16 და მე-19 საუკუნეების ხელოვნებას.

Dommuseum

თუ რელიგიური ხელოვნება და საგანძური გხიბლავთ, მაშინ დომუზეუმს მიაკითხეთ. აქ შუასაუკუნეებიდან შემონახული უდიდესი მეტალის ჯვარი და სხვა რელიგიური არტეფაქტები დაგხვდებათ.

საშობაო მუზეუმი

თუ შობა გიყვართ, ამ მუზეუმში აუცილებლად მიდით. აქ მთელი წლის მანძილზე საფესტივალო განწყობაა. იხილავთ კერძო უნიკალურ კოლექციებს.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ავსტრიაავსტრია
ავსტრია15 ივლ 2026

საუკეთესო სოსისის სტენდები ვენაში

ვენის ქუჩის საჭმლის სიმბოლო: 6 საუკეთესო სოსისის სტენდი, ბიცინგერიდან ცუმ შარფენ რენემდე, ბოსნით, ვეგეტარიანული არჩევანით და ფასებით.

ავსტრიაავსტრია
ავსტრია2 ივნ 2026

12 საუკეთესო ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მიმართულება ევროპაში

სად წავიდეთ ზაფხულში ხალხმრავლობის გარეშე: ალტა ბადია, მინჰო, ლა რიოხა, პელიონი, ალბანეთის რივიერა, სვალბარდი და კიდევ 6 ნაკლებად ცნობილი ადგილი.

ავსტრიაავსტრია
ავსტრია19 მარ 2026

ევროპის 10 ბრწყინვალე მიმართულება სამანქანო მოგზაურობისთვის

მანქანით ევროპაში: ამალფის სანაპირო, ინტერლაკენი, ფარერის კუნძულები, ვერდონის ხეობა, ტრანსილვანია, მეტეორა, ჰალშტატი და ლოხ ნესი. 10 ლამაზი მარშრუტი.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე