რუმინეთი გასაოცარი ქვეყანაა, რომელიც ყველას სთავაზობს სასურველ მიმართულებას: სალაშქრო გზებს კარპატებში, კულტურულ მრავალფეროვნებას დედაქალაქ ბუქარესტში, ვამპირულ ატმოსფეროს ტრანსილვანიაში და ისტორიულ ადგილებს შავი ზღვის სანაპიროზე. ჩვენ რუმინეთის საუკეთესო მოსანახულებელი ადგილები შეგირჩიეთ.
სიბიუ
რუმინეთის ცენტრში, ტრანსილვანიის რეგიონში მდებარე ეს ქალაქი გასაოცარი არქიტექტურით გამოირჩევა. მეორე მსოფლიო ომამდე აქ მცხოვრები უნგრელები და გერმანელები ამ რუმინულ ქალაქს მნიშვნელოვან სავაჭრო დანიშნულებას სძენდნენ. დაათვალიერეთ ძველი ქალაქი და ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც 300 ისტორიული სახლი მდებარეობს. 2007 წელს სიბიუმ კულტურის ევროპული დედაქალაქის წოდება მოიპოვა. აქ იხილავთ 3 თეატრს, ფილარმონიას და გალერეებს.

ტიმისოარა
ამ ულამაზეს ქალაქს დიდი ეთნიკური ისტორია აქვს. 800 წლოვანი არსებობის პერიოდში, ის უნგრეთის სამეფოს, ოტომანური იმპერიის და ავსტრია-უნგრეთის ნაწილიც კი იყო. საბოლოოდ გახდა რუმინეთი. ისტორია არქიტექტურაზეც აისახა: ქალაქში სეირნობის დროს, შენობებზე აუცილებლად შეამჩნევთ სხვადასხვა ერების გავლენებს.

ბრასოვი
ბრასოვში ბრანის სასახლის სანახავად მოდიან, რომლითაცაა შთაგონებული ცნობილი ნაწარმოები დრაკულა. მაგრამ, ქალაქიც აუცილებლად მოსანახულებელია. მორიგი ტრანსილვანიის მნიშვნელოვანი მიმართულება, ნეოლითური პერიოდიდანაა დასახლებული და ძველ უბანში ბევრი ლამაზი ეკლესიაა.

სიგიშოარა
მმართველი ვლადი, რომლის ცხოვრებითაცაა დრაკულას ისტორია შთაგონებული, სწორედ ამ ქალაქში დაიბადა. შეგიძლიათ ეწვიოთ მის სასახლეს. სიგიშოარაში საუკეთესოდ შემონახული შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრეა, რომელიც იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია.

კონსტანტა
ეს ქალაქი ბერძნებმა 2500 წლის წინ აღმოაჩინეს და ის ერთ-ერთ ბერძნულ მითშიცაა მოხსენიებული. ოტომანური მმართველობის შემდეგ, კონსტანტა რუმინულ კონტროლს 1878 წლიდან დააბრუნდა და მას შემდეგ, შავი ზღვის მნიშვნელოვან პორტად პოზიციონირდება. აქ იხილავთ გასაოცარ ნაგებობებს და შავი ზღვის სანაპიროებს.

ორადეა
ამ საყვარელ ქალაქს სამხრეთ რუმინეთში აღმოაჩენთ, უნგრეთთან ძალიან ახლოს. არაა გასაკვირი, რომ მის განვითარებაში უნგრელებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. ორადეა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო პირველ მსოფლიო ომამდე. აქ დღემდე ორ ენაზე საუბრობენ. ესტუმრეთ ამ მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს მისი არქიტექტურის, ისტორიის და სპა მომსახურეობის გამო.

პელეს სასახლე
ეს ნეო-რენესანსის მშვენება ქალა ბრესოვის სიახლოვეს მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ის მორთულია ქვის, ხის და შუშის ორნამენტებით და კარპატებზე პანორამულ ხედებს გვთავაზობს. მე-19 საუკუნეში პელეს სასახლე სამეფო საზაფხულო რეზიდენცია იყო. დღეს ის მუზეუმია და 160 ოთახს და ბაღებს გვთავაზობს.

კლუჟ-ნაპოკა
ეს ტრანსილვანიაში მდებარე ახალგაზრდული და თანამედროვე ქალაქია, რუმინეთში სიდიდით რიგით მეორე. აქ უამრავი სტუდენტი ცხოვრობს. კლუჟ-ნაპოკაში რუმინული ხელოვნების და კულტურის ცენტრები და ხელოვნების ეროვნული მუზეუმი მდებარეობს. მოინახულეთ ბაროკოს და გოთიკის გასაოცარი ნიმუშები, მათ შორის წმ. მაიკლს ეკლესია, ქვეყანაში უმაღლესი კოშკით.

წითელი ხევი (Râpa Roșie)
ეს გეოლოგიური საოცრება ქალა სებეს სიახლოვეს მდებარეობს, ტრანსილვანიაში. წითელი ხევის ფონზე, ტურისტები ლამაზ ფოტოებს ხშირად იღებენ. მთის ვერტიკალური წვეტიანი ფორმები 800 მ. სიგრძეზე გრძელდება და თითოეულის სიმაღლე 50-დან 125 მეტრამდე აღწევს.











