ფლორენცია მსოფლიოს გამორჩეული რენესანსის ხელოვნებითა და არქიტექტურით გვიზიდავს. როცა აქ აღმოჩნდებით, მიხვდებით თუ რატომ სტუმრობს ამ იუნესკოს მიერ აღიარებულ ტოსკანას დედაქალაქს მილიონობით ვიზიტორი ყოველწლიურად. ფლორენციის კარგად დათვალიერების შემდეგ, შეგიძლიათ ახლომახლოც უმშვენიერესი ადგილები იხილოთ, თანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით!
1. ეწვიეთ ლუკას კათედრალს (Lucca)
მგზავრობის დრო: 85 წთ მატარებლით
12მ. სიმაღლის კედლებით დაცული ისტორიული ლუკა ტოსკანას ყველაზე მომხიბვლელი შუასაუკუნოვანი ცენტრია. ლუკა 100 ტაძრის ქალაქია. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია სან მარტინოს კათედრალი. ეს არამხოლოდ ისტორიული მიმართულება, არამედ ფესტივალების ადგილია. მაგალითად, ყოველი წლის ივლისში მისი ქვაფენილიანი გზები საერთაშორისო არტისტებით ივსება.
როგორ მოხვდებით ლუკაში ფლორენციიდან: მატარებლები ყოველ ერთ საათში დადიან ფლორენციის სანტა მარია ნოველას სადგურიდან და ქალაქის შესასვლელთან საათნახევარში მიგიყვანთ.
2. გაისეირნეთ ველოსიპედით ლაგო ტრასიმენოზე (Trasimeno)
მგზავრობის დრო: 95 წთ მატარებლით
იტალიის სიდიდით რიგით მეოთხე ტბა ტოსკანას საზღვარზე მდებარეობს, პერუგიას პროვინციაში. მას მწვანე მთები და მძინარე ქალაქები აკრავს გარს. შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და შეუერთდეთ 60 კილომეტრიან საველოსიპედო გზას ტბის გარშემო. აპრილიდან სექტემბრამდე შეგიძლიათ გზა ბორნითაც შეამციროთ. Passignano-Castiglione del Lago-Isola Maggiore – ტბის სამი კუნძულია. დატკბით მე-19 საუკუნის ციხესიმაგრით.
როგორ მოხვდებით ლაგო ტრასიმენოში ფლორენციიდან: რეგიონული მატარებლის გზა საათნახევარიანია. იქედან შეგიძლიათ დაბრუნდეთ ისევ ფლორენციაში ან გააგრძელოთ გზა რომისკენ.
3. გაისეირნეთ პისტოიას რომაულ შენობებს შორის (Pistoia)
მგზავრობის დრო: 30წთ მატარებლით
ამ მომხიბვლელ ისტორიულ ქალაქს ხშირად საერთაშორისო ტურისტები გვერდს უვლიან. აქ ხშირად ტარდება ბაზრობები: პიაცა დელა სალაზე ყოველდღიურად, პიაცა დელ დუომოზე ოთხშაბათობით და შაბათობით და აშ. პისტოია ცნობილია როგორც მუსიკალური კულტურის ცენტრი და აქ ხშირად ტარდება ბლუზის ფესტივალები.
როგორ მოხვდებით პისტოიაში ფლორენციიდან: მატარებლები ამ ორ ქალაქს შორის მანძილს 30 წუთში ფარავენ. ქალაქის ცენტრში სადგურიდან ფეხით მარტივად მოხვდებით.
4. ინადირეთ ანტიკურ ნივთებზე არეზოში (Arezzo)
მგზავრობის დრო: 75 წთ მატარებლით
ყოველთვის კარგი აზრია ეწვიოთ ხელოვნების ქალაქ არეზოს, სადაც ტოსკანას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რენესანსის არქიტექტორი, ჯიორჯიო ვასარი დაიბადა. მაგრამ, თუ აქ თვის პირველ კვირას მოხვდებით, იხილავთ იტალიის უდიდეს ანტიკვარულ ბაზრობას: Fiera Antiquaria. აქ 400-ზე მეტი დახლია, სადაც ვინტაჟური ავეჯი და სხვა ორიგინალური ნივთები იყიდება.
როგორ მოხვდებით არეზოში ფლორენციიდან: ჩქაროსნული მატარებლები იქ ნახევარ საათში მოგახვედრებენ, ხოლო უფრო იაფი რეგიონული მატარებლები საათნახევარში.
5. დააგემოვნეთ გემოები ემილია-რომანიაში (Emilia-Romagna)
მგზავრობის დრო: 40 წთ მატარებლით
ტოსკანას ჩრდილოეთ საზღვრებთან ბევრ გემრიელ ტრადიციულ საკვებს აღმოაჩენთ. ემილია-რომანია ადრიატიკის ნაპირზეა გაჭიმული ლიგურიამდე და ისტორიულად იყო გაყოფილი. ადგილობრივები დაგარწმუნებენ, რომ იტალიური კულინარია აქ მართლაც საუცხოოა. დედაქალაქი ბოლონია ცოცხალი ქალაქია სტუნდეტური ცხოვრებით.
როგორ მოხვდებით ფლორენციიდან: ჩქაროსნული მატარებლები ბოლონიაში 40 წუთში ჩაგიყვანენ.
6. შეაბიჯეთ სან გალგანოს ნანგრევებში (San Galgano)
მგზავრობის დრო: 2 სთ მანქანით
კვიპაროსებით მორთულ ცენტრალურ ტოსკანაში, აბაზია დი სან გალგანო რეგიონის ერთ-ერთი მშვენებაა. ესაა რელიგიური ნაგებობა სახურავის გარეშე, სადაც ქორწილებს და საქორწილო ფოტოსესიებს ხშირად მართავენ. ის ქალაქ სიენას სიახლოვეს მდებარეობს, თუმცა ფლორენციიდანაც ახლოსაა. მაგიური შენობა მე-13 საუკუნეში ააგეს და 2 საუკუნის მერე მიატოვეს.
როგორ მოხვდებით ფლორენციიდან: იქირავეთ მანქანა ან დაემგზავრეთ ვინმეს სპეციალური აპლიკაციების საშუალებით.
7. აღმოაჩინეთ სიენას მემკვიდრეობა (Siena)
მგზავრობის დრო: 75 წთ ავტობუსით
1 დღე არაა საკმარისი, რომ ფლორენციის ყველა ღირსშესანიშნაობა მოიაროთ, თუმცა რამდენიმე საათი სიენაში საკმარისია, რომ მისი არქიტექტურით სრულად დატკბეთ. დაიწყეთ პალაცო პუბლიკოდან და ეწვიეთ მთავარ მუზეუმეს, სადაც უძველესი ფრესკები და ხელოვნების ნიმუშებია.
როგორ მოხვდებით ფლორენციიდან: ავტობუსები ამ ორ ქალაქს შორის მანძილს 1 საათზე ცოტა დიდ დროში ფარავენ, მატარებლებს ცოტა მეტი სჭირდებათ, დაახლოებით 90 წთ. ზოგიერთი მატარებელი პირდაპირ სიენაში არ მიდის და ამპოლიში მოგიწევთ გადაჯდომა, ამიტომაც დააკვირდით.
თუ მეტი დრო გაქვთ: ფლორენცია დაკავშირებულია დიდ იტალიურ ქალაქებთან სარკინიგზო გზებით, ასე რომ, აქედან რამდენიმე საათში მოხვდებით რომშიც, მილანშიც და ნეაპოლშიც. საუკეთესო ფასებისთვის, შეიძინეთ ბილეთები წინასწარ ონლაინ.