მილანი არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოშია ცნობილი მოდით. თუმცა აქ არამხოლოდ ძვირადღირებული დიზაინერების მაღაზიები, არამედ ბიუჯეტური სავაჭრო სივრცეებიცაა.

1. Quadrilatero d’Oro

მისამართი: Via Monte Napoleone, 10

ეს მილანის ყველაზე ძვირადღირებული უბანია. აქ ბევრი ცნობილი მოდის სახლის მაღაზია მდებარეობს, როგორც იტალიური, ასევე საერთაშორისო. აქ რომ არც ივაჭროთ, ვიტრინების დათვალიერებით გაერთობით.

2. Galleria Vittorio Emanuele II

მისამართი: P.za del Duomo

მოზაიკის იატაკით, შუშის ჭერით და უამრავი მაღაზიით, ეს ელეგანტური შოპინგ სივრცე მილანის მნიშვნელოვანი მოსანახულებელი ადგილია. შეგიძლიათ უბრალოდ ისიამოვნოთ დათვალიერებით და მიირთვათ ყავა.

3. Naviglio Grande

მილანის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი უბანი, რომელიც წყლის არხის ნაპირებზეა გაშენებული, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, ანტიკური ნივთების ბაზრობას მართავს. დაახლოებით 400 დახლი წარმოგიდგენთ სხვადასხვა ნივთებს და სუვენირებს.

4. Il Salvagente

მისამართი: Fratelli Bronzetti, 16

ამ დიზაინერების აუთლეტ-მაღაზიაში აღმოაჩენთ ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან: გუჩი, ფენდი და აშ. მაგალითად, ჟივენშის კოსტიუმი შესაძლოა 1200 ევროს ნაცვლად, 400 ევრო ღირდეს, სხვა ბრენდის ჟაკეტი 400-ის ნაცვლად – 140. მოდის მოყვარულები მილანში ყოფნის დროს ამ ლოკაციას აუცილებლად უნდა ეწვიონ.

5. Guendj

მისამართი: Ripa di Porta Ticinese, 47

თუ ტყავის ქურთუკები გიყვართ, ამ მაღაზიაში ბევრ ვინტაჟურ ვარიანტს იხილავთ. ლეგენდარული Guendj ყველა გემოვნების ადამიანის სასურველ ქურთუკს აერთიანებს. აქ დაგხვდებათ ყველანაირი ფორმის და სტილის მოსაცმელები, ჩანთები და ფეხსაცმელები.

6. Corso Buenos Aires & Via Torino

აქ მას-ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანია ევროპაში. ეს დატვირთული ქუჩა მილანის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან მდებარეობს. აქ იხილავთ ზარას, ოვს, ფუტლოქერს… პიაცა დელ დუომოდან ტორინოს ქუჩისკენ თუ განაგრძობთ სვლას, ბენეტონი, პანდორა, H&M და სხვა მსგავსი ბრენდები დაგხვდებათ.

7. East Market

მისამართი: Via Mecenate, 88/A, 20138 Milano MI, Italy

მილანის ეს ცნობილი ფლი მარკეტი კვირის ყოველ მესამე კვირა დღეს იმართება და მოპატიჟებული მოვაჭრეები ყველანაირ ნივთს ყიდიან: ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, წიგნებს…

8. La Rinascente

მისამართი: P.za del Duomo

ეს იტალიური მაღაზიათა ქსელი ტანისამოსის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, კოსმეტიკის უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ. ამ თანამედროვე ცენტრის ტერასაზე ბარ-რესტორანიცაა დუმოს ხედებით.

9. Peck

მისამართი: Via Spadari, 9

საკვების მოყვარულებმა კი სავაჭროდ ამ ადგილს უნდა მიაკითხონ. აქვე დაგიმზადებენ ინდივიდუალურ სასაჩუქრე ყუთებს, რაც საკმაოდ ექსტრავაგანტური სუვენირი იქნება სახლში წასაღებად.

10. Bivio Milano

თუ მაღალი მოდის შეძენა გსურთ დაბალი ბიუჯეტით, ამ გადამყიდველ მაღაზიას უნდა მიმართოთ. სამოსის და აქსესუარების ფასები შერჩეულია ბრენდის, სეზონის და მდგომარეობის მიხედვით. ლამბროს 12 ნომერში ქალის და კაცის სამოსი ერთადაა, მორას 4 ნომერში მხოლოდ ქალის სამოსი დაგხვდებათ, ხოლო მორას 14 ნომერში მხოლოდ კაცის.

11. Francesco Maglia Umbrellas

მისამართი: Via Giuseppe Ripamonti, 194

მაგლიას ოჯახი 1854 წლიდან ამზადებს ხელნაკეთ ქოლგებს მათთვის, ვინც აფასებს მათ შრომას. მათი ქოლგა მილანიდან გასაყოლებელი ერთ-ერთი საუკეთესო სუვენირია. მთავარია არ დაკარგოთ!

12. AC Milan და FC Inter Store

მილანის ორ მთავარ საფეხბურთო გუნდს: მილანს და ინტერს უზარმაზარი მაღაზიები აქვთ მილანში. ოფიციალური მერჩენდაიზინგის გამო რა თქმა უნდა ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე რიგითი მაღაზიის მსგავსი პროდუქცია. მაგრამ, არის ფასდაკლებებიც.