რა ვნახოთ

სიენას არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები

ადვილია დაიკარგოთ სიენას შუასაუკუნოვან სილამაზეში. გაისეირნეთ მე-17 საუკუნის დროინდელ მოედანზე, დატკბით ხედებით და ტოსკანური ვენახებით ცენტრალური იტალიის ამ მშვენიერ ქალაქში.

სიენას საკათედრო ტაძარი

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა სიენას ტაძარია, რომელსაც ბევრი იტალიური გოთიკის ყველაზე ლამაზ ნიმუშად თვლით. XIII საუკუნეში მაცხოვრებლებს სურდათ ის განსაკუთრებულად მდიდრული და ჩინებული ყოფილიყო, რათა დიდი კონკურენცია გაეწია ფლორენციისათვის. ასე შეიქმნა მომრგვალებული ფასადი ისრებიანი პორტალებითა და შპილებით, მოგვიანებით კი – კოშკი-კამპანილა და ნახევრად მრგვალი გუმბათი. საფირმო ტოსკანური ხაზი კი ამ ტაძარს გამოარჩევს იტალიის სხვა გოთიკური შენობებისაგან.

თუ სრულად იხილეთ გრანდიოზული მარმარილოს იატაკი ბიბლიისა და სიენას საეკლესიო წიგნების სიუჟეტებით – ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, რადგან ის მნახველთათვის წელიწადში მხოლოდ რამოდენიმე კვირის მანძილზე იხსნება. ტაძრის ურბანულ სკულპტურებზე მუშაობდნენ არნოლფო დი კამბიო, დონატელო, მიქელანჯელო და ბერნინი.

Museo dell’Opera della Metropolitana

დუომოს ტაძრის კომპლექსის მუზეუმი გამოირჩევა როგორც სიენას ცალკეული ღირსშესანიშნაობა. ის ინახავს ტაძრის ორიგინალური ურბანულობის ნაწილებს, მის მთავარ ფასადს, ტაძრის მოედანსა და ბაპტისტერიას. აქ იხილავთ სიენას ფერწერის სკოლის იშვიათ ნახატებს, სკულპტურებს, ხის ძეგლების კოლექციას და ხელნაწერებს, მდიდრულ წმინდა რელიქვიებს და ვიტრაჟულ ფანჯარას, რომელიც წმინდა მარიას სახელს ეძღვნება.

მუზეუმის ექსპოზიციის გარდა გირჩევთ ახვიდეთ სადამკვირებლო მოედანზე, საიდანაც მოჩანს კამპოს მოედანი, მთლიანი სიენა და მწვანე ბორცვები გარშემო.

პიაცა-დელ-კამპო

პიაცა-დელ-კამპო არა მხოლოდ სიენას გულია, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობასაც წარმოადგენს. ამ მოედანზე წელიწადში ორჯერ ტარდება მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ათასობით მაყურებელს იზიდავს – პალიოს სიენას დოღი. პერიმეტრზე წითელი შენობების გარდა თვალსაჩინოა უზარმაზარი კოშკი Torre del Mangia, თეთრი მარმარილოს სამლოცველო Capella di Piazza და შადრევანი Fonte Gaia – სიხარულის წყარო.

პალაცო პუბლიკო

პალაცო პუბლიკო პიაცა-დელ-კამპოს სხვა შენობებისაგან განსხვავებით გამოირჩევა სიდიადითა და სიმაღლით. აქ XIII საუკუნეში პარლამენტი მდებარეობდა და აკრძალული იყო კერძო სახლების აშენება.

ფრესკების წერა ორი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა XIX საუკუნამდე, რომელთა მნიშვნელობის მიხედვით შეგიძლიათ სიენას ისტორიის, ფილოსოფიური და რელიგიური მნიშვნელობის ამოკითხვა.

ტორე-დელ-მანჯა

თუ გსურთ სიენასა და ზოგადად იტალიის ღირსშესანიშნაობის ხილვა ტოსკანას ყველაზე მაღალი მწვერვალიდან – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Torre del Mangia-ში, უმაღლეს კოშკზე. ხედით დატკბობისათვის კი მოგიწევთ 400 საფეხურის გავლა და 100-მეტრიან სიმაღლეზე ასვლა, საიდანაც საოცარი ხედი იშლება სადამკვირებლო მოედნებზე და სუნტოს სამრეკლოზე.

სანტა-მარია დელა სკალა

სანტა-მარია დელა სკალას ჰოსპიტალი – სიენას უძველესი შენობაა, საავადმყოფო და ძველი ჰოსტელი პილიგრიმებისათვის. ჰოსპიტალის შენობა დღესდღეობით მოედანზე დუომოს მოპირდაპირედ მდებარეობს, რაც ხაზს უსმევს მის მნიშვნელობას ქრისტიანული სამყაროსთვის.

დღეს ის მუზეუმად არის გადაქცეული და თითოეულ ვიზიტორს შეუძლია პალატების, ეკლესიის ხილვა მდიდარი რელიქვიებით, სამლოცველო დარბაზისა და ბავშვთა სახლის ხილვა. გარდა ამისა, აქ არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმი მდებარეობს, ხელოვნების ისტორიის კოლექციები და წიგნები. აქ მრავალი დროებითი გამოფენა ტარდება, ასე რომ ძველი საავადმყოფო დღეს უკვე არა მხოლოდ სიენას ღირსსესანიშნაობაა, არამედ უდიდესი სამუზეუმო სივრცე.

ეროვნული პინაკოტეკა

სიენას სამხატვრო გალერეა იკავებს ორ სასახლეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში – ბუონსინიორის გოთიკური პალაცო და ბრიჯიდის სასახლე.

პინაკოტეკის ექსპონატების უმრავლესი ნამუშევარი გაჩნდა აქ, სიენაში. ეს ხატებია, რომელთა შორის გამოირჩევა ღვთისმშობლის გამოსახულებები. ეს სიენას სკოლის ნამუშევრებია, რომელიც განსხვავდება ფლორენციულისაგან. აქ შეგიძლიათ მიყვეთ ფერწერის განვითარების დინამიკას XIII საუკუნიდან, როცა XVI საუკუნამდე ჯერ შუასაუკუნეების პერიოდი ბატონობდა.

სან-დომენიკოს ბაზილიკა

ქალაქის ერთ-ერთ ბორცვზე, სიენას თავზე აღორძინებულია კიდევ ერთი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა – di San Domenico-ს ბაზილიკა. მკაცრი და ხელშეუხებელი გარშემორტყმულია აგურის კედლებით და კოშკით, რომელიც დიად სასახლეს მოგაგონებთ. ინტერიერის ურბანულობა საკმაოდ ასკეტურია, საიდანაც იშლება ხედი სიენას ძველ ნაწილზე.

ფონტებრანდა

ადგილობრივები და გიდები სიამოვნებით მოგიყვებიან ლეგენდას მისტიურ მდინარე დიანაზე, რომელიც ანტიკური პერიოდიდან მიედინება სიენას ქვებიდან. დღეს ფონტებრანდას წყაროებთან ახლოს, გოთიკურ კიბეებზე შეგიძლიათ დატკბეთ დაისის სიმშვიდითა და სილამაზით, ღამე კი – მთვარის შუქით და წყლის რომანტიული ხმაურით. აქ ასევე ხშირად ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები, რაც დღის ბოლოს საშუალებას მოგცემთ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო.

სიენას ბუნება

კულტურული ლანდშაფტი სიენას მიდამოებში – ის ადგილია, რომელზეც ადამიანებმა და ბუნებამ ერთად იზრუნეს და ის სავსეა სილამაზითა და სიცოცხლით. გირჩევთ გაისეირნოთ ტოსკანას ბორცვებზე ან ეწვიოთ პატარა ადგილობრივების ფერმას ვალ-დორჩას ხეობაში. და შემდგომ, შესაძლოა ტოსკანას თვალწარმტაცი პეიზაჟები სიენას ყველაზე მთავარ აღმოჩენად იქცეს.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები