ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქალაქის, ფლორენციის სილამაზე რომ დაიჯეროთ, მას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მთიანი ლანდშაფტის წყალობით, აქ ბევრი პანორამული გადმოსახედია. ჩვენ რამდენიმე მათგანს გირჩევთ:
მიქელანჯელოს პიაცალე
ქალაქის ცენტრიდან მდინარის გადაღმა ცნობილი სკულპტორის, მიქელანჯელოს დავითის სამი ვერსია დაგხვდებათ, ფლორენციის პანორამულ ხედთან ერთად. აქ რესტორნები, კაფეები და ბარებია, სადაც გემრიელი საჭმლით და სასმლით დატკბებით და მოედანზე ადგილობრივ მუსიკასაც მოისმენთ. შეიგრძენით ნამდვილი ფლორენცია!
სან მინიატო ალ მონტეს ეკლესია
ფლორენციაში ბევრი ტაძარია, მაგრამ თქვენ თვალწინ საუკეთესო ხედი სწორედ ამ ეკლესიიდან გადაიშლება. ის იგივე მთაზე მდებარეობს, სადაც პიაცალე მიქელანჯელო, ამიტომაც ხედი ისეთივე შთამბეჭდავია. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ინტერიერიც, რომლის ნაწილიც თითქმის 8 საუკუნით თარიღდება. მაგალითად, ცენტრალური მოზაიკა 1297 წელს შეიქმნა.
ბარდინის ბაღი
ფლორენციას რამდენიმე დიდი ბაღი აქვს და ყველა მათგანში ბევრი ტურისტი იყრის თავს, იქ არსებული ფლორის და განაშენიანების გამო. ბარდინი მათ შორის ყველაზე ცნობილია. ის ქალაქის ცენტრში, არნოს სიახლოვეს მდებარეობს. ხედი კი ნამდვილად მოგაჯადოვებთ.
ვარდების ბაღი
პიაცალე მიქელანჯელოს დაბლა, პატარა მიმზიდველი ბაღა, რომელიც ფლორენციას 1865 წლიდან გადმოჰყურებს. ეს პაწაწინა ადგილი ქალაქზე ერთ-ერთ საუკეთესო ხედს გთავაზობთ და დამატებით აქ სხვადასხვა სახეობის ვარდებს, ლიმნის ხეებს და კიოტოს მიერ გადმოცემულ იაპონურ ბაღს იხილავთ.
ფლორენციის დუომო
ფლორენციის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა გასაოცარი არქეიტექტურითა და ფრესკებით ნამდვილად ხელოვნების უკვდავი ნიმუშია. კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოცდილებისთვის, აიარეთ 400 კიბე, მოექეცით ეკლესიის გუმბათზე და გადმოხედეთ ტოსკანას დედაქალაქს ჩიტის სიმაღლიდან.