დაივიწყეთ მდიდრული რესტორნების შესახებ თუ ესპანეთში ფიესტის, სოციალური სულის და ადგილობრივების აღმოჩენა გსურთ. ესპანური კულტურის შესაცნობად ტაპას ბარებს გირჩევთ.
მადრიდი
1. Casa Amadeo Los Caracoles
ეს ძველებური სტილის ბარი მადრიდის ლათინურ უბანში საკმაოდ ცნობილია. ინტერიერი 1942 წლის შემდეგ თითქმის არ შეცვლილა, რეტრო ფილებითა და ძველი ფოტოებით კედელზე.
2. El Brillante
ეს ბარიც მეოცე საუკუნის შუა წლებიდან იღებს სათავეს. აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს შოკოლადიან ჩუროსსაც.
3. Bar Cruz
ამ ბარში ვაიფაი არ მუშაობს, რადგანაც მფლობელებს სურთ რომ მაქსიმალურად ერთმანეთში ისაუბროთ. აქ “გატეხილ” ესპანურზე არავინ დაგცინებთ. ტაპასის მენიუ ზღვის პროდუქტების თემატიკითაა გაკეთებული.
4. Casa Toni
პლაზა დე ლა პუერტა დელ სოლის უკანა ქუჩაზე ჩავლისას ეს წითელი რეტრო ბარი აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. შიგნით დაგხვდებათ ძველებური ატმოსფერო და ხის მაგიდები.
ბარსელონა
5. La Plata
გემრიელი ტაპასისთვის გადით ბარსელონას გოთიკურ კვარტალში. მათი წარმატება 1945 წლიდან იღებს სათავეს. დააყოლეთ ტაპასს 1 ჭიქა ვერმუტი.
6. Bar Cañete
თაღოვანი ჭერით, წითელი ტყავის სავარძლებით, თეთრი გადასაფარებლებით და ხის ბარით მორთული კანეტი ოჯახური ბიზნესია, კლასიკური ატმოსფეროთი. აქ იგრძნობთ ესპანურ ვნებათაღელვას, განსაკუთრებით ტაპასის მომზადებისას.
7. El Vaso de Oro
ბარსელონეტას სანაპიროსთან მდებარე ეს ობიექტი მუქი ხის კედლებით და სარკეებით, ტაპასის გარდა, გემრიელ ლუდსაც გთავაზობთ.
გრანადა
8. Bodegas Castañeda
ეს ძველებური ტაპას ბარი 20-იან წლებში დაგაბრუნებთ. ტაპასს აქ ახალთახალი ჯანსაღი ინგრედიენტებისგან ამზადებენ.
9. Cisco Y Tierra
ეს ავთენტური ტაპას ბარი, ნამდვილი საგანძურია, დამალული ქვაფენილიან ქუჩაზე გრანადას ისტორიულ გულში. საინტერესო ინტერიერითა და ანდალუსიური სულით გაჟღენთილი ეს ტაპას ბარი სახლში მომზადებული ვერმუტით და მრავალფეროვანი ტაპასით მოგხიბლავთ.
სან სებასტიანი
10. Bar Valles
ეს ბარი სან-სებასტიანის ლეგენდაა. გახსნიდან 80 წლის შემდეგადგილობრივები ისევ სიხარულით მოდიან ამ ადგილს და ერთმანეთში ტაპასს იზიარებენ.
სევილია
11. El Rinconcillo
ანტიკური ბოთლებით სავსე ეს ბარი ანდალუსიურ სულს ამჟღავნებს. 1670 წელს გახსნილი ელ რინკონჩილო რუედას ოჯახის მიერ მართული ბიზნესია მე-19 საუკუნიდან. დააგემოვნეთ აქაური ღვინო ტაპასთან ერთად.
იბიცა
12. Sa Vida, Ibiza
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ძველ უბანში მდებარე ეს ნათელი ტაპას ბარი ორიგინალური მენიუთი მოგაწონებთ თავს. ჩვენ გირჩევთ დესერტის დაგემოვნებასაც.
ბილბაო
13. Gure Toki
ეს ელეგანტური ბარი ბილბაოს ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. შეგიძლიათ სთხოვოთ ღვინის დეგუსტაცია და შემდეგ შეუკვეთოთ სასურველი ღვინო.