ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებაა მსოფლიოში. აქ შთამბეჭდავი არქიტექტურა, საოცარი კულინარია, ლამაზი უბნები და ცოცხალი ღამის ცხოვრებაა. თუმცა გადატვირთული ტურიზმის გამო, აქ წასვლამდე გარკვეული რჩევები უნდა გავითვალისწინოთ. ტურის დაგეგმვის შემთხვევაში მოგვმართეთ:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 895 895 – სოფი

1. ყველაფერს ერთ დღეში ვერ ნახავთ

ბარსელონა შესაძლოა ისეთი დიდი ქალაქი არაა, როგორებშიც ყოფილხართ, მაგრამ, ის საკმაოდ დატვირთულია სანახაობებით და საინტერესო ადგილებით. ბარსელონას იდეალური დათვალიერებისთვის 2-დან 5 დღემდე მაინც დაგჭირდებათ. ეს საკმარისი იქნება რომ ნახოთ მთავარი ღირსშესანიშნაობები და გამოიკვლიოთ გარშემო არეალიც.

2. ბარსელონაში ძალიან ბევრი ტურისტი დაგხვდებათ

მასიური ტურიზმი ბარსელონას პრობლემაა, ამიტომაც, თუ გსურთ, რომ ხალხმრავლობაში არ იმოგზაუროთ, არ წახვიდეთ შუა სეზონზე. ზოგიერთ მუზეუმში თუ ადგილას შეგიძლიათ ბილეთი წინასწარ, ონლაინ შეიძინოთ. ასევე, ორ დიდ ღირსშესანიშნაობას, მაგალითად საგრადა ფამილიას და კასა ბატლოს ერთმანეთის მიყოლებით ნუ მოინახულებთ, ხალხის მასამ რომ არ გადაგღალოთ.

3. ნუ ეწვევით დიდი მოვლენების და ღონისძიებების დროს

ბარსელონაში ყოველ ზაფხულს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ტარდება, სახელად პრიმავერა და თუ მას არ ესწრებით, მაშინ ამ პერიოდში ესპანეთის ამ ქალაქს არ ესტუმროთ. ამ დროს ყველგან ხალხმრავლობა და რიგებია, მათ შორის ტრანსპორტზე და ფასებიც საკმაოდ იმატებს.

4. იცოდეთ ის კულტურული ღონისძიებები, რომლებზე დასწრებაც გსურთ

თუ ბარსელონაში ავთენტური კულტურული გამოცდილების მიღება გსურთ, ადგილობრივ ღონისძიებებს დაესწარით. ამგვარად მეტს გაიგებთ კატალონიურ ტრადიციებზე თუ ცეკვებზე.

5. რამბლა აქ მხოლოდ ერთი არაა

La Rambla – ეს არის ხეივანი, რომელსაც ყველა გირჩევთ რომ მოინახულოთ. მაგრამ, ის ძალიან დატვირთულია ტურისტებით. შეგიძლიათ მას თავი აარიდოთ, რადგანაც ქალაქში ერთზე მეტი რამბლაა, სადაც ნელი სეირნობით ისიამოვნებთ. მაგალითად, Rambla del Poblenou სანაპირომდე მიგიყვანთ.

6. სანაპიროები უკეთესი ხდება რაც უფრო შორს მიდიხართ

ბარსელონეტა ბარსელონას ყველაზე ცნობილი სანაპიროა და მისი უბანი წვრილი ქუჩებით და გემრიელი ტაპასებით მონახულებად ღირს. მაგრამ ჩაუყევით უფრო დაბლა სანაპიროს თუ სანაპიროზე წამოწოლა და ადგილის მონახვა გსურთ. ბარსელონეტა დატვირთული და ხმაურიანია, ამიტომაც ეწვიეთ მარ ბელას სანაპიროს (Platja de la Mar Bella). თუ კოსტა ბრავაზე გაემგზავრებით, უფრო მშვიდ და რბილი ქვიშის სანაპიროებს ნახავთ.

7. შეისწავლეთ კატალონიური კულტურა

ესპანეთის ამ რეგიონში პატივი უნდა სცეთ ადგილობრივ კულტურას და გამოხატოთ დაინტერესება, რადგანაც ადგილობრივები დიდი სიხარულით ელიან თქვენთან მათ ტრადიციებზე საუბარს.

8. კატალონიური ესპანური ენის დიალექტი არაა

არ უხსენოთ ადგილობრივებს რომ კატალონიური დიალექტია. ბარსელონაში ყველა საუბრობს კატალონიურად და ესპანურად, თუმცა ტურისტები ინგლისურით კომფორტულად გავლენ ფონს. ეცადეთ ისწავლოთ რამდენიმე ზრდილობიანი სიტყვა.

9. ჯიბის ქურდები პრობლემაა

ბევრ ტურისტს აქვს ბარსელონაში მოგზაურობისას ჯიბის ქურდობის გამოცდილება. ამიტომაც იყავით ფრთხილად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ტურისტებით გადაჭედილ ადგილებში.

10. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხო და ეფექტურია

ბარსელონაში ერთ-ერთი საუკეთესო და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტია მთელს ევროპაში. მარტივია დაუკავშირდეთ მატარებლის და ავტობუსის სადგურებს.