ნურემბერგიდან და ჰამბურგიდან – დრეზდენამდე და კელნამდე, საშობაო ბაზრობებით და განსაკუთრებული დეკორაციებით, გერმანიის ქალაქების მოედნები ირთვება და ყველგან სადღესასწაულო მხიარულება სუფევს. აღმოაჩინეთ ამ ქვეყნის ეს საუკეთესო ბაზრობები და ეწვიეთ რომელიმეს მაინც:

Christkindlesmarkt, ნურემბერგი

როდესაც ადამიანები გერმანულ საშობაო ბაზრობებზე ფიქრობენ, ერთ-ერთი პირველი რომელიც თვალწინ უნდა წარმოუდგეთ, ნურემბერგია. მისი ისტორია მე-17 საუკუნიდან იწყება. მთავარი ტრადიცია შობაზე საჩუქრების გადაცემაა ნურემბერგის ცენტრალურ მოედანზე (Hauptmarkt). “ქრისტეს ბაზრობა” თვის დასაწყისში იხსნება და ახალ წლამდე ღიაა. უნიკალური სუვენირების სიაშია ალკოჰოლური სასმელი ბრენდი, ხილის ჯემები და ტანისამოსი.

Lucia Christmas Market, ბერლინი

ეს ბაზრობა სკანდინავიურ სამზარეულოზე ფოკუსირდება. ბერლინი მრავალფეროვანი ქალაქია და ბევრი ბაზრობაც აქვს. თუმცა, ადგილობრივების ერთ-ერთი უდავო ფავორიტი ეს ლუსიას ბაზრობაა, რომელიც Prenzlauer Berg-ის უბანში, Kulturbrauerei-ში ეწყობა. აქ ვიზიტორები დააკვირდებიან გერმანულ ტრადიციებს სკანდინავიური გავლენებით.

Marienplatz Christmas market, მიუნხენი

მიუნხენის ეს ცნობილი ბაზრობა ყოველ წელს ზამთრის საოცრებათა სამყაროდ იქცევა. ის მარიენპლაცზე ეწყობა, ისტორიული შენობების გასწვრივ, ძველი მერიის კედლების წინ და ასობით ხის დახლს აერთიანებს. მორთული ნათურებით, გირლიანდებით და ორნამენტებით, აქაურობა თავს ნამდვილად ზღაპარში გაგრძნობუნებთ. ვინ თქვა, რომ ოქტობერფესტი საუკეთესო დროა მიუნხენში ჩასასვლელად?

Striezelmarkt, დრეზდენი

დრეზდენის საშობაო ბაზრობის აქტივობები მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი სახელი მომდინარეობს ნამცხვრის სახელიდან, რომელსაც ახლა სთოლენს უწოდებენ და საახალწლო ბაზრობებზე იმ დროიდან იყიდებოდა. დრეზდენის ძველ ქალაქში მოწყობილი ეს საფესტივალო ატმოსფერო ქვეყნის უზარმაზარი საშობაო პირამიდით, ყველას შთაბეჭდილებების ქვეშ მოაქცევს.

Cathedral Christmas market, კელნი

კელნის ყველაზე ცნობილი საშობაო მარკეტი, იუნესკოს დაცული ძეგლის, ქალაქის გოთიკური კათედრალის წინ დგას. ფესტივალი უზარმაზარი საშობაო ხის გარშემო ეწყობა, რომელიც მორთულია სინათლეებით, წითელი ბაფთებით და ორნამენტებით. მოისმენთ საშობაო სიმღებების ლაივ-შესრულებებს.

Rothenburg ob der Tauber, როტენბურგის საშობაო ბაზრობები

განსაკუთრებული საშობაო გამოცდილებისთვის, ეწვიეთ ბავარიას, წყნარ სოფელს, სადაც დრო თითქოს გაჩერდა. ეს ფოტოგენური ადგილი ტურისტებს ყოველწლიურად იზიდავს საშობაო სეზონზე. ქვაფენილიანი ქუჩები თოვლით და საშობაო განათებები როტენბურგს განსაკუთრებული საშობაო სულით ავსებს. ყველა მაცხოვრებელი რთავს თავის ფანჯარას გირლიანდებით და სხვადასხვა დეკორაციებით. აუცილებლად დააგემოვნეთ Schneeball-ის ბისკვიტი, შემწვარი დონატი შაქრით და დამდნარი შოკოლადით.

Marktplatz, შტუტგარტი

მათ ვისაც, ტრადიციული საშობაო გამოცდილების მიღება სურს, შტუტგარტს უნდა ეწვიოს, სადაც ქალაქის 5 მთავარი მოედანი ყოველწლიურად ვიზიტორებს ყველაზე გრძელვადიანი საშობაო ბაზრობებით ხიბლავს. მთავარი ბაზრობა ძველი სასახლის წინ დგას: Wintertraum Markt.

Römerberg market, ფრანკფურტი

ეს გერმანიის კიდევ ერთი უძველესი ბაზრობაა. შობის დღესასწაულისთვის ასობით ხის სახლი ქალაქის მოედანზე იდგმება. გადმოცემით, ის მე-14 საუკუნიდან არსებობს. აქ შეიძენთ ხელნაკეთ ფანტასტიკურ სუვენირებს და საჩუქრებს, დააგემოვნებთ გემრიელ ტრადიციულ საჭმელს, სასმელს და წასახემსებელს. მიირთვით ცხელი ვაშლის ღვინო და მარციპანის ორცხობილები, რათა ჭეშმარიტი ფრანკონული გამოცდილება მიიღოთ.

ლაიფციგის საშობაო მარკეტი

ლაიფციგის მთავარ მოედანზე საშობაოდ სამასზე მეტი მეწარმე გამოდის. დრეზდენიდან სულ რაღაც 1 საათის სავალ გზაზე, ცნობილი Striezelmarkt ლაიფციგის ჯადოსნურ საშობაო ზღაპარში მოგახვედრებთ. აქ ქუჩები საზეიმოდ ნათდება და ყველგან საახალწლო გირლიანდებია ჩამოკიდებული. იხილავთ გერმანულ ხელნაკეთ პროდუქციას. მუსიკალური პროგრამა მრავალფეროვანია. პატარებისთვის მოწყობილია ზღაპრული ტყე სანტა-კლაუსთან შესახვედრად.

ჰეიდელბერგის საშობაო ბაზრობა

ეს ყველაზე რომანტიკული ბაზრობაა მთელ გერმანიაში. ჰეიდელბერგი ვიზიტორებს მისი მშვიდი ძველი ქალაქით, მდინარის ხედებით და მე-13 საუკუნის სასახლით იზიდავს. ნოემბრის ბოლოს, მოედანი საახალწლოდ ირთვება და ატმოსფეროს კიდევ უფრო გასაოცარს ხდის. ჰეიდელბერგის საშობაო ბაზრობა გერმანიის ყველაზე რომანტიკული ბაზრობის ტიტულს იფერებს. დაათვალიერეთ ადგილობრივი წარმოების ნივთები და დააგემოვნეთ გლინტვეინი.

Engelchen market, დიუსელდორფი

დიუსელდორფში პომპეზურობა ჰარმონიულადაა შერწმული ესთეტიკასთან. დაიწყეთ დღე კონიგსალეზე. დიუსელდორფის შოპინგ ქუჩაზე, რომელიც საშობაო ბაზრობით ცოცხლდება. აქ ბევრი პატარა-პატარა ბაზრობებია, მათ შორის გამორჩეულად ტრადიციულია Engelchen Markt. აქ შეიძენთ მანქანის აქსესუარებს, ტანისამოსს, ვინილებს და სხვა.

ჰამბურგის საშობაო ბაზრობა

ნოემბერსა და დეკემბერში გამართული ჰამბურგის საშობაო ბაზრობები სხვადასხვა თემებს მოიცავენ. მთავარი ბაზრობა – Weihnachtsmarkt, მერიასთან მდებარე უზარმაზარ საშობაო ხესთან იმართება. ცენტრალური ქუჩა – Mönckebergbrunnen მაციურ ზამთრის საოცრებათა ტყედ იქცევა.

Town hall Christmas market, ააჰენი

ეს გერმანული სპა ქალაქიც შობაზე ზამთრის ჯადოსნურ სივრცედ იქცევა. მშვიდი ქუჩები მერიის გარშემო და კათედრალი 120 მაგიდას აერთიანებს ფერადი განათებებით, სადაც გლინტვეინს და ხელნაკეთ ხის სათამაშოებს შეიძენთ. ბავშვებს მოეწონებათ საფესტივალო კარუსელი.

ბრემენის საშობაო ბაზრობა

ბრემენშიც 200-მდე მაგიდას აწყობენ სხვადასხვა ნივთების, ტკბილეულისა და სასმლისთვის რენესანსის სტილის ქალაქიის მერიის და წმ. პეტრეს კათედრალის გარშემო. გაისეირნეთ მდინარე ვესერის სანაპიროზე და დააგემოვნეთ აქაური ცხელი ღვინო.

იხილეთ ასევე: საუკეთესო საშობაო ბაზრობები ევროპაში