მიუნხენი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად ითვლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ბიუჯეტურად ვერ ეწვევით. ჩვენ ამ კუთხით გარკვეულ რჩევებს მოგცემთ:

გაითვალისწინეთ მუზეუმის შეთავაზებები

მიუნხენის ბევრი მთავარი მუზეუმი კვირაობით შესვლის ღირებულებას 1 ევრომდე ამცირებს. ეს შენიშნავი შანსია, თუ კულტურით ტკბობა ბიუჯეტურად გსურთ. კვირის აქციის მუზეუმების სიაში შედიან ისეთი მუზეუმები, როგორებიც არიან: Alte Pinakothek, Pinakothek der Moderne და Museum Brandhorst. ზოგიერთი კულტურის ცენტრი გვთავაზობს უფასო შესვლას, მათ შორის Haus der Kunst ყოველი თვის ბოლო პარასკევ საღამოს.

ქალაქის ტური საზოგადოებრივი ტრანსპორტით

უარი თქვით ქალაქის დათვალიერებაზე ტურისტული ავტობუსებით და ჩასხედით მიუნხენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია 100 ნომერი ავტობუსი რომელიც მიუნხენის ცენტრალური სადგურიდან ოსტბანჰოფზე (Ostbahnhof) გაგიყვანთ და გზად უამრავ ლამაზ ქუჩას და ღირშესანიშნაობას მოივლით. M ზონის ერთჯერადი ბილეთი 3.70 ევრო ღირს და ორი საათი აქვს დრო. ეს იმას ნიშნავს რომ შეძლებთ რომელიმე გაჩერებაზე ჩამოხტეთ და ფოტოები გადაიღოთ.

დატკბით ქალაქის გასაოცარი ხედებით რამდენიმე ევროს სანაცვლოდ

მიუნხენზე იაფი ხედისთვის წადით ქალაქის ცენტრში და ადით წმ. პეტრეს ეკლესიის კოშკზე. სულ რაღაც სამი ევროთი და მცირე ფიზიკური ვარჯიშით თქვენ შეგიძლიათ 91 მ. კოშკის გადმოსახედ პლატფორმას ეწვიოთ და პანორამული ხედებით დატკბეთ. კარგ ამინდში ბავარიულ ალპებსაც მოკრავთ თვალს.

წაიღეთ თქვენი საკვები “ბირ გარდენში”/Beer Garden

წაიღეთ თქვენი საკვები მიუნხენის ბირ გარდენში და მოიწყვეთ თქვენებური პიკნიკი, ადგილზე კი უბრალოდ სასმელს შეიძენთ. ეს წესი 1812 წლიდან არსებობს, როცა ლუდსახარშებში მხოლოდ სასმელს ყიდდნენ და არა საკვებს.

არ ეწვიოთ მიუნხენს ოქტობერფესტის დროს თუ მხოლოდ ლუდი არ გაინტერესებთ

მიუნხენის ცნობილი ლუდის ფესტივალი ყოველწლიურად მიუნხენში უამრავ ვიზიტორს მასპინძლობს. ამ დროს აქ ფასები საგრძნობლად იზრდება. ამ დროს ქალაქში დარჩენას ერიდეთ თუ სპეციალურად ლუდის ფესტივალი არ გაინტერესებთ.

შეიგრძენით ოქტობერფესტის ატმოსფერო მის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ ოქტობერფესტი მიუნხენის უდიდესი დღესასწაულია, ის ერთადერთი ფესტივალი არაა ამ ქალაქში. საფესტივალო სეზონი აქ აპრილში იწყება და მოიცავს პოპულარულ გაზაფხულის ფესტივალს: Frühlingsfest-ს. ამ დროს აქ ასევე ნახავთ ლუდის კარვებს, ბავარიულ სამოსს და სხვა გასართობებს. განსხვავება ისაა, რომ ამ დროს ქალაქი ისეთივე გადატვირთული არაა და არც ფასები იზრდება.

წასაღები ლანჩი

დააგემოვნეთ კლასიკური ბავარიული წასახემსებელი საკვები იაფად. წადით ქალაქის ხორცის მაღაზიებში რათა ხორცის სენდვიჩი: leberkässemmel დააგემოვნოთ. ან ეწვიეთ საცხობს ახალი გამომცხვარი პრეთზელებისთვის. Schmalznudel კი დონუტის მსგავსი წასახემსებელია. დროის მდინარის პირას გატარებაც მშვენიერი აზრია ფულის დასაზოგად. როგორც კი მზე ჩადის, სანაპირო ხალხით ივსება და ავთენტურ გამოცდილებასაც მიიღებთ.

გაატარეთ დღე პარკში

მიუნხენის ოლიმპიაპარკი (Olympiapark) ბრწყინვალე ადგილია რომ დრო ბიუჯეტურად და სასიამოვნოდ გაატაროთ. მიუნხენში ბევრი მწვანე სივრცეა მათ შორის, ევროპის უდიდესი ურბანული პარკი Englischer Garten და ოლიმპიაპარკი, რომელიც 1972 წელს ზაფხულის ოლიმპიადისთვის შეიქმნა. ორივე მშვენიერი ადგილია სასეირნოდ და საპიკნიკოდ. Englischer Garten-ში აღმოაჩენთ ხელოვნურ მდინარეს, ბერძნული სტილის საყდარს ხედებისთვის და Beer Garden-ებს. გირჩევთ ასევე: Nymphenburg Park-ს, რომელის სამეფო სასახლის ეზოა.

დაფიქრდით ტრანსპორტის რომელი ბილეთია თქვენთვის საუკეთესო

ერთჯერადი ბილეთი მიუნხენის ტრანსპორტში უფრო ძვირია ვიდრე ერთი დღის ან ერთი კვირის ბილეთი. თუ დღის მანძილზე სამ ან მეტ ერთმანეთისგან მოშორებულ ადგილას მისვლას გეგმავთ, დღიური ბილეთი Tageskarte შეიძინეთ, რომელიც ვალიდურია დილის 6 საათამდე და ღირებულება 8 ევროს შეადგენს.

დაათვალიერეთ მდიდრული მანქანები

BMW Welt –  ავტომოყვარულების სამოთხეა, რომელსაც “მანქანების კათედრალს” უწოდებენ. ის ოლიმპიური სტადიონის სიახლოვეს მდებარეობს და ფუტურისტული შენობით გამოირჩევა. შოურუმში შესვლა უფასოა, მუზეუმში კი ფასიანი.

დატკბით როკოკოს ხელოვნებით

მიუნხენის ეკლესია: Asamkirche როკოკოს გამორჩეული ნიმუშია ქალაქის ცენტრში. მდიდრულად მორთული ტაძარი ნახატებით და ოქროს დეკორაციებითაა შემკული.

იხილეთ ასევე: 1 დღიანი ტურები მიუნხენიდან