მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესოდ შენარჩუნებული გერმანიის ქალაქი ჰეიდელბერგი ვიზიტორებს კულტურული აქტივობების მდიდრულ არჩევანს სთავაზობს.

ჰეიდელბერგის ციხესიმაგრე

1214 წელს აგებული შთამბეჭდავი “Heidelberg Castle” ქალაქის საკულტო ძეგლია. კიბეებზე ასვლით მას ბუნების შუაგულში აღმოაჩენთ. ის ქალაქზე საუცხოო ხედს გვთავაზობს და აქ მსოფლიოს უდიდეს ღვინის კასრსაც მოინახულებთ.

Thingstätte/სინგშტატე

ჰეიდელბერგის სასახლის მოპირდაპირე მხარეს, კლდეზე უძველესი ღია ცის ქვეშ ამფითეატრი მდებარეობს. ციხესიმაგრიდან იქამდე მისასვლელად ფეხით 1 საათი დაგჭირდებათ, თუმცა გავლილი გზაც და სინგშტატეც ამად ნამდვილად ღირს. აქ ხშირად ატარებენ კულტურულ ღონისძიებებს.

Hauptstrasse/ჰოუფტშტრასე

ჰეიდელბერგის ცენტრალური საფეხმავლო ქუჩა ცენტრალური მოედნიდან იწყება და მდინარესთან მთავრდება რამდენიმე მაღაზიით, ლუდის ბარით და კაფეტერიით. ამ გრძელ ქუჩაზე დიდ დროს გაიყვანთ. ის არამხოლოდ ტურისტებში, არამედ ადგილობრივებშიც საკმაოდ პოპულარულია და ყველანაირი ინტერესის ადამიანს აკმაყოფილებს.

კარლ თეოდორის ხიდი

ეს ხიდი საკმაოდ ცნობილია მთელ მსოფლიოში. მას ხშირად ხატავენ, ახსენებენ პოემებში და აშ. კარლ თეოდორის ხიდი ჰეიდელბერგის ორ ნაწილს აერთებს მდინარე ნეკარზე. ის მე-18 საუკუნეში ააგეს და მუდამ აღაფრთოვანებს ვიზიტორებს ხედებით და სკულპტურებით.

Schloss Schwetzingen/შლოს შვეცინგენი

ჰეიდელბერგიდან 12 კილომეტრში ეს დიდებული სასახლე მდებარეობს, სადაც ქალაქიდან ავტობუსით მარტივად მოხვდებით. ერთ დროს სამეფო საზაფხულო რეზიდენცია დღემდე აღაფრთვანებს სტუმრებს და ზაფხულობით ხშირად მასპინძლობს ყველას სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე. არქიტექტურა წარმოადგენს ფრანგული და ინგლისური სტილის შერწყმას.

ჰეიდელბერგის ზოოპარკი

ჰეიდელბერგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი – ზოოპარკი განსაკუთრებით მომხიბვლელია პატარა ვიზიტორებისთვის. აქ 1000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს და ის გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ზოოპარკია.

გერმანული ფარმაციის მუზეუმი

ამ მუზეუმში სამედიცინო მეცნიერების მდიდარი ისტორიაა წარმოდგენილი. აქ იხილავთ მე-18/მე-19 საუკუნის უამრავ ნიმუშს. ინახება ძველი ინსტრუმენტები, მანუსკრიპტები და ბაროკოს სტილის დეკორაციები.