ესპანეთი ცნობილია თავისი დაუსრულებელი სანაპიროებით, კუნძულებით, რომლებიც კარიბის კუნძულებს გვანან და ცოცხალი მიმართულებებით, როგორებიცაა ბარსელონა, მადრიდი და სან სებასტიანი. მაგრამ, აქ ასევე 20 000-მდე სოფელი, მომხიბვლელი არქიტექტურა და კულტურაა. ჩენ ესპანეთის ყველაზე ლამაზ ქალაქებს წარმოგიდგენთ:
ლასტრესი, ასტურიასი/Llastres, Asturias
ტიპური სათევზაო სოფელი ლასტრესი ქვიან ატლანტიკის სანაპიროზე მდებარეობს. გიჟონიდან 30 წუთის სავალზე, ასტურიასის უდიდესი ქალაქი ლასტრესი, სათევზაო ტრადიციებს აგრძელებს. სან როკის გადმოსახედიდან თვალწარმტაც პანორამულ ხედებს იხილავთ ქალაქზე, კლდეებითა და მთებით. აქ ცნობილი ქვის კოშკურა მე-15 საუკუნეშია აგებული.
ფრიგილიანა, ანდალუსია/Frigiliana, Andalusia
ანდალუსია თეთრი სოფლების ერთობლიობაა. ფრიგილიანა მათ შორის ერთ-ერთია. მალაგადან აღმოსავლეთით მდებარე ეს შუასაუკუნოვანი ქალაქი არქიტექტურით ნამდვილად დაიკვეხნის. მთიდან თუ გადმოიხედებით, დაინახავთ თეთრ შენობებს ფერადი ყვავილების ქოთნებით. მე-9 საუკუნის სასახლე ამ რეგიონის წარსულის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
კასტელფოლი დე ლა როკა, კატალონია/Castellfollit de la Roca, Catalonia
კატალონიის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ქალაქი უნიკალური ფორმის კლდეზეა გაშენებული. მის ფორმას ახლომდებარე მდინარეებს, ფლუვიას და ტორონელს უნდა ვუმადლოდეთ. კასტელფოლი იმდენად პატარაა, რომ ფეხითაც კი შემოივლით.
სან ვიჩენტე დე ლა ბარკერა, კანტაბრია/San Vicente de la Barquera, Cantabria
ეს ძველი მეთევზის ქალაქი ზღვასა და მთებზე სუნთქვის შემკვრელ ხედებს გთავაზობთ. სან ვიჩენტე მდინარის ორ მხარესაა გაშენებული და დასახლების ორი ნაწილი ერთმანეთთან მე-15 საუკუნის ქვის ხიდითაა დაკავშირებული. სან ვიჩენტეზე რამდენიმე კილომეტრიანი სანაპიროა, მათ შორის „ცისფერი დროშის“ მქონე მერონის სანაპირო.
კადაკესი, კატალონია/Cadaqués, Catalonia
ამ ქალაქში მხოლოდ წვრილი გზითაა მოხვედრა შესაძლებელი, რომელსაც საოცარი შარმი სდევს თან. აქ სალვადორ დალის სკულპტურას იხილავთ, რადგანაც ამ ქალაქმა მის შემოქმედებით განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. რიყის ქუჩები, კიბეები და კუბით შთაგონებული სახლები ამ საპორტო ქალაქს უნიკალურ შარმს სძენენ. ზღვაში შესვლისას შთამბეჭდავ ხედებს იხილავთ თეთრ ქალაქზე და ფერად ნავებზე.
ალკალა დელ ჯუკარი, კასტილა-ლა მანჩა/Alcalá del Júcar, Castilla-La Mancha
ქალაქის სახელი „ალკალა“ არაბულ ენაზე „ტყეს“ ნიშნავს. აქაური არაბული ციხესიმაგრის ნანგრევები მე-12 საუკუნით თარიღდება. ეს შუასაუკუნოვანი ქალაქი მთაზეა გაშენებული და წლის მანძილზე სტაბილური ტემპერატურით გამოირჩევა, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით სასიამოვნოა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კორიდისთვის გამოყოფილი არენა უცნაური ფორმისაა, ესპანეთისთვის საკმაოდ უნიკალური.
კუდილერო, ასტურიასი/Cudillero, Asturias
ლეგენდის მიხედვით, კუდილერო ვიკინგებმა აღმოაჩინეს. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა სანაპიროს გაყოლებაზე ჩამწკრივებული ფერადი სახლებია, ფონზე მწვანე მთებით. ჩაიძირეთ ადგილობრივ კულტურაში და დააკვირდით სათევზაო ნავებს თუ როგორ ბრუნდებიან საღამოს სახლებში. ქალაქის ცენტრიდან მოკლე სასეირნო მანძილზე შუქურასაც დაინახავთ.
სოლერი, მალიორკა/Sóller, Mallorca
მალიორკას ჩრდილოეთ ნაწილში პატარა საპორტო ქალაქი, სოლერი მდებარეობს. ის პალმას ისტორიული მატარებლის ხაზით უკავშირდება. გზად კი ლიმნისა და ფორთოხლის პლანტაციები შეგხვდებათ. შეგიძლიათ პორტში მზეს მიეფიცხოთ და უგემრიელესი თევზი გრილზე დააგემოვნოთ.
მოგარაზი, კასტილია და ლეონი/Mogarraz, Castile and Léon
ეროვნულ პარკსა და მთებს შორის ბუნებრივად იზოლირებული ქალაქი ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს ინარჩუნებს. მოგარაზის ურბანიზაცია არაბულ და ებრაულ სამყაროებს აერთიანებს. ქალაქი ცნობილია უძველესი ტრადიციებით, განსაკუთრებით სამკაულების, კოსტიუმების და ნაქარგების დამზადებაში. აქ სეირნობის დროს უძველეს შადრევნებსაც მოკრავთ თვალს.
რონდა, ანდალუსია/Ronda, Andalusia
მალაგას სიახლოვეს მდებარე რონდას მთავარი ღირსშესანიშნაობა ქვის ხიდი, პუენტე ნუევოა. რონდას აბანოები მე-13 საუკუნით თარიღდება და ესპანეთში ყველაზე კარგად შემონახულია. კამინოს ხეობაში გასეირნებით ლანდშაფტის და მონუმენტური ხიდის საუკეთესო ხედებს იხილავთ.