კატალონია ესპანეთის ულამაზესი სანაპიროების სახლია. აქ იხილავთ პატარა სათევზაო ქალაქებს, ანტიკურ რომაულ საზღვაო პორტებს და გაეცნობით ადგილობრივ კულტურას.
ტოსა დე მარი/Tossa de Mar
ამ ისტორიული ქალაქის რომაული და შუასაუკუნოვანი წარსული დღესაც თვალსაჩინოა. პირველ რიგში იმ უძველესი კედლით, რომელიც ქალაქს აქვს გარშემორტყმული. აქ ჩამოსვლისას წყნარ ატმოსფეროს იგრძნობთ და მშვიდი განცდა დაგეუფლებათ.
სითჯი/Sitges
სითჯი პოპულარული ერთდღიანი მიმართულებაა, თუ ბარსელონაში ისვენებთ. ის კატალონიის დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და საკმაოდ ტოლერანტული ქალაქია. აქ შესანიშნავი რესტორნები, ცოცხალი ღამის ცხოვრება და სოციალური ატმოსფერო დაგხვდებათ. აღსანიშნავია, რომ მისმა სანაპიროებმა წყლის ხარისხის გამო ევროკავშირის ცისფერი დროშა მოიპოვა.
კალელა დე პალაფრუგელი/Calella de Palafrugell
კალელა დე პალაფრუგელი პატარა სანაპირო კურორტი და სათევზაო ქალაქია დამამშვიდებელი ატმოსფეროთი. მას უნიკალური შარმი აქვს და აქ მასიურ ტურიზმს იოლად გაექცევით. მისი სანაპიროები საუკეთესო გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა დიდი ქალაქებისგან გაქცევა გინდათ.
კადაკესი/Cadaqués
კადაკესი მომხიბვლელი სანაპირო ქალაქია, რომელიც ხშირად იზიდავდა დიდ არტისტებს, მათ შორის სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს და ჟოან მიროს. ის კარგი გასაქცევია უიქენდზე როცა ბარსელონას სტუმრობთ. მთავარი მახასიათებელი კუბური სტილის სახლებია.
ბეგური/Begur
ეს პატარა სანაპირო ქალაქი მალული ბრილიანტია. ის მდიდარია ისტორიული მონუმენტებით, ავთენტური რესტორნებით და ლამაზი სანაპიროებით. ამ ქალაქში მოგზაურობით სიამოვნების მიღების საიდუმლო – ქალაქის ცენტრიდან მოშორებაა, სადაც რომანტიკულ ადგილებს აღმოაჩენთ.
სან პოლ დე მარი/Sant Pol de Mar
სან პოლ დე მარი მათთვისაა, ვისაც დატვირთული ბარები და წვეულების ატმოსფერო უნდა. ამ ადგილის პოპულარობა იმაშიც მდგომარეობს, რომ აქ „ძველმოდური“ სანაპირო გართობაა, თანამედროვე, ყურადღების გადამტანი მიღწევების გარეშე. ის იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ბობოქარ ადგილს ეძებს ტალღების ხმაურითა და ზღვის ჰაერით.