ბარსელონაში მოგზაურობის დაგეგმვა ითვალისწინებს ესპანური სამზარეულოს და ღვინის დაგემოვნებას, ცნობილი მუზეუმების და ძეგლების მონახულებას და სანაპიროზე განტვირთვას. ბიუჯეტი მაქსიმალურად რომ დავზოგოთ, ამ ქალაქში რაც შეიძლება მეტი უფასო აქტივობა უნდა ავარჩიოთ. ეწვიეთ მუზეუმებს უფასო დღეებში, გაისეირნეთ პარკებში და მიირთვით ღია ბაზრობებზე.
საგრადა ფამილია
ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა საგრადა ფამილიაა – კათოლიკური ბაზილიკა დაპროექტებული კატალონიის არქიტექტორის, ანტონიო გაუდის მიერ. მართალია მასში შესვლა ფასიანია, მაგრამ მისი მონუმენტური ექსტერიერის ხილვა უფასოა.
იხილეთ არტ ნუვოს შედევრები
Casa Batlló – კიდევ ერთი გაუდის მიერ დაპროექტებული მოდერნისტული საოცრებაა. ის “ოქროს უბანში” მდებარეობს, სხვა არტ-ნუვოს შედევრების გვერდით. ჩაისეირნეთ La Pedrera-ს და გაუდის სახლის, Passeig de Gràcia-ს გვერდით. Casa Batlló-დან ჩრდილოეთით მდებარე კასა მილა წარმოადგენს გაუდის მიერ დაპროექტებულ ბოლო კერძო რეზიდენციას.
გუელის პარკი
გუელის პარკი ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ღია ცის ქვეშ მდებარე ღირსშესანიშნაობაა. ანტონი გაუდიმ და მისმა მეგობარმა ეუსები გუელმა თავდაპირველად ამ რაიონში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს. როცა არავინ არ დაასპონსორა ეს პროექტი, მათ საბოლოოდ უარი თქვეს მასზე და დგილობრივ საბჭოს აჩუქეს. მათ კი ის გადააკეთეს საზოგადოებრივ პარკად. როგორც წესი, აქ შესვლა ფასიანია, თუმცა უფასო ვიზიტის დაგეგმვაც შეგიძლიათ. ამისათვის პარკს ან დილით ადრე ან გვიან საღამოს უნდა ეწვიოთ. შესვლა უფასოა დილის 7 საათიდან 10-ის ნახევრამდე და საღამოს 8-დან 10 საათამდე. ასევე, ნოემბრიდან მარტის ბოლომდე პარკი უფასოა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს და აპრილიდან ოქტომბრამდე ყოველ კვირას საღამოს 5 საათიდან 10 საათამდე.
პიკასოს მუზეუმი
ევროპის ბევრ ცნობილ მუზეუმს თვეში ერთი დღე მაინც აქვს უფასო კარის დღე. ბარსელონას ყველაზე ცნობილ – პიკასოს მუზეუმში ეს დღე ყოველი თვის პირველი კვირა დღეა. აქ ესპანელი კუბისტი არტისტის საუკეთესო ნამუშევრებს იხილავთ. გაითვალისწინეთ, რომ უფასო დღეებში უფრო დიდი რიგია და მუზეუმს ადრიანად ეწვიეთ.
გაისეირნეთ რამბლას ქუჩაზე
La Rambla – ბარსელონას ყველაზე ცნობილი ქუჩაა – ეს უდიდესი ბულვარია, რომელიც იწყება კატალონიის მოედნიდან სანაპირომდე. ის თავდაპირველად ქალაქის ცენტრად იყო წოდებული, შემდგომ კი გახდა ცნობილი ქუჩა უამრავი კაფით, მაღაზიით, და რა თქმა უნდა ცნობილი ბაზრით La Boqueria. რამბლას ბოლოში მდებარე Mirador de Colom – კრისტოფერ კოლუმბის საპატივცემულოდ მდგარი ძეგლია, რომელიც ასევე წარმოადგენს სადამკვირებლო ადგილს, საიდანაც პანორამული ხედი იშლება ქალაქსა და ზღვაზე.
ციტადელის პარკი
ციტადელის პარკი ბარსელონას მწვანე ზონაა, რომელიც ჯერ კიდევ 1877 წელს შეიქმნა. მას გამოიყენებენ სარბენად, საპიკნიკოდ და მშვიდი კვირა დღეებისთვის. ხშირად ტარდება ფესტივალებიც. აქ შეგხვდებათ ბარსელონას ტრიუმფალური თაღი, შადრევნები, ტბა და სასეირნო ბილიკები.
ბარსელონას საკათედრო ტაძარი
ბარსელონას კათედრალი მე-13 საუკუნეში აშენდა, თმცა მე-19 საუკუნეში მიიღო საბოლოო ფორმა. აქ შესვლა უფასოა, ამიტომაც დატკბით მისი შთამბეჭდავი ექსტერიერით და ინტერიერით.
სანტა-მარია-დელ-მარის ეკლესია
ვია-ლაიეტანას ქუჩიდან ახლოს მდებარე სანტა-მარია-დელ-მარის ეკლესია წარმოადგენს კატალონიის გოთიკურ ბაზილიკას, რომელიც ასე თუ ისე მე-10 საუკუნიდან არსებობს. მოსახლეობა მას ხანდახან „ღარიბების ეკლესიას“ ან „მარტივი ადამიანის ეკლესიას“ ეძახის. ამ ტაძარს უფასოდ შეგიძლიათ ესტუმროთ დილის 9 საათიდან შუადღის 1 საათამდე და საღამოს 5 საათიდან 9-ის ნახევრამდე.
კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (MNAC)
MNAC-ში ვიზიტორები ჩაიძირებიან კატალონიის ისტორიაში სკულპტურების, ნახატების, ძველი რელიქციების და ბევრი სხვა ობიექტის მეშვეობით. ყველაზე ცნობილი მუდმივი ექსპოზიციებიდან მოიცავს რომაულ ფრესკებს, გოთიკის კოლექციებს, რენესანსს და ბაროკოს, ასევე დიდ განაყოფს, რომელიც ეხება ხელოვნების თანამედროვე ნამუშევრებს, მათ შორის პიკასოს შედევრს “Woman in Hat and Fur Collar”. შესვლა უფასოა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს. ასევე, ყოველ შაბათს 3 საათის შემდეგ.
დაისვენეთ ბარსელონას სანაპიროზე
Barceloneta Beach – ბარსელონას ურბანული სანაპიროა და გაძლევთ საშუალებას განიტვირთოთ ქვიშაზე ქალაქის დატოვების გარეშე.