მზიანი მალიორკა ხმელთაშუაზღვის მარგალიტია. აქ ბევრი ბუნების და კულტურის საოცრებაა, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მიწისქვეშა ტბა.

პალმა/Palma

სანაპიროზე გასვლამდე, გაატარეთ დრო მალიორკას დედაქალაქში. პალმაში ისტორიული შენობების და ლიმნისფერი სახლების მონაცვლეობა მოგხიბლავთ, გაფორმებული პალმების ხეებით. დაიწყეთ გოთიკური კათედრალით, იქამდე სანამ ძველ ქალაქში დაიკარგებით. შუადღეს კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ეწვიეთ, მაგალითად, მე-14 საუკუნის ბელვერის სასახლეს.

მიწისქვეშა გამოქვაბულები

ესპანეთის ორი მნიშვნელოვანი გამოქვაბული: Cuevas del Drach და Cuevas dels Hams სწორედ აქ მდებარეობს. პირველ მათგანში მარტელის ტბაა, ერთ-ერთი უდიდესი მიწისქვეშა ტბა მსოფლიოში და უმჯობესია თუ ნავით დაათვალიერებთ. გამოქვაბულის ჭერი სტალაქტიდებითაა დაფარული. მეორე მათგანი კი უჩვეულო მიწისქვეშა სამყაროს გვთავაზობს უცხო ფორმის ქვებით.

Sa Foradada – გადმოსახედი

მალიორკას ჩრდილოეთით მდებარე Cap de Formentor ცნობილია როგორც კუნძულის საუკეთესო ადგილი მზის ჩასვლის სანახავად. თუმცა, თუ რიგში დიდხანს დგომა არ გსურთ, Sa Foradada თანაბრად მშვენიერია და ის დღის ნებისმიერ მომენტში მოგხიბლავთ. გადმოსახედით ტკბობის შემდეგ, შეგიძლიათ წყალთან ჩახვიდეთ და ადგილობრივ რესტორანში ლანჩი მიირთვათ. აქ პაელას ტრადიციული გზით, კოცონზე ამზადებენ.

მალული სანაპიროები

მალიორკა ლამაზი სანაპიროებით ცნობილია, თუმცა აქ შედარებით ფარული სანაპიროებიცაა, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის. იქ, სადაც მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი, საუკეთესოა. ერთ-ერთი გამორჩეულია Cala Varques, სადაც ტყით 25 წუთში მოხვდებით; Cala Magraner 40 წუთის სალაშქრო გზაზეა, ხოლო Es Caragol, 2 კილომეტრითაა დაშორებული Ses Salines-ის შუქურას.

The GR221 საფეხმავლო გზა

ამ გზის სრული მარშრუტი 140 კილომეტრს მოიცავს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მისი ნაწილი რამდენიმე საათში გაიაროთ. ერთ-ერთი საუკეთესოდ დასათვალიერებელი არეალი სამთო სოფლიდან დეიადან სოლერის პორტამდე გრძელდება. გაივლით ზეთისხილის და ციტრუსის ხეებს, მდიდრულ ვილებს და ხმელთაშუაზღვაში ბანაობით დაასრულებთ.

სერა დე ტრამუნტანა/Serra de Tramuntana

იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული ეს მთაგრეხილი მალიორკას ჩრდილოეთით 90 კილომეტრზეა გაჭიმული. ლანდშაფტი ლამაზ სოფლებს მოიცავს, მათგან ერთ-ერთი ფორნალუქსი ესპანეთის ყველაზე ლამაზ სოფლადაა დასახელებული. ტრამუნტანას მოსავლელად ბევრი გზა არსებობს: მანქანის ან ველოსიპედის დაქირავება, ანდაც ძველებური მატარებლით მგზავრობა.

სა კალობრა/Sa Calobra

მალიორკას ჩრდილოეთ ნაპირზე იზოლირებულ სოფელს, სა კალობრიას იხილავთ. იქ მისასვლელად ულამაზესი გზის გავლა მოგიწევთ, ასევე შეგიძლიათ ჩახვიდეთ სოფლის სანაპიროზე. აქ ყოფნისას აუცილებლად მოინახულეთ ხეობა: Torrent de Pareis. თუ გიდი გჭირდებათ, აქ შესაბამისს მომსახურეობასაც მიიღებთ, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

კაბრერას ეროვნული პარკი

მალიორკას ერთადერთი ეროვნული პარკი პატარა არიპელაგით, კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ეს პარკი მოიცავს როგორც ხმელეთს, ასევე წყალს და ბუნების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ზღვა 200 სახეობაზე მეტ თევზს აერთიანებს, დელფინებსა და კუებს. პარკი სასეირნოდ 8 სპეციალურ ბილიკს გთავაზობთ.

15 რამ რაც ესპანეთში მოგზაურობამდე უნდა იცოდეთ