იტალიური ღვინო მსოფლიოში სახელგანთქმულია. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად გაყიდვადი ღვინოა. ამ ქვეყანაში 350-ზე მეტი სახეობის ყურძენი მოყავთ და შესაბამისად ბევრი ღვინის რეგიონი გააჩნიათ, სადაც შთამბეჭდავ ტურებს და ღვინის დაგემოვნებას შემოგთავაზებენ. ჩვენ საუკეთესო ვარიანტები შეგიგროვეთ. აღსანიშნავია, რომ ღვინის ტურს დაჯავშნა სჭირდება, ასე რომ წინასწარ დაჯავშნეთ.
ტოსკანა
კიანტი, ბრუნელო, მონტეპულჩიანო… ეს ცნობილი წითელი ღვინის ჩამონათვალია ტოსკანადან, რომლებიც საკმაოდ პრესტიჟულებად ითვლებიან. თეთრი ღვინის სახეობებიდან კი აქ დააგემოვნებთ: ტრებიანოს, ვერმენტინოს და ვერნაჩიას. ~ ეს რეგიონი იტალიაში ყველაზე პოპულარულ მევენახეობის და მარნების მონახულების ადგილად ითვლება.
- The Antinori Chianti Classico – აქ დაგხვდებათ რეგიონის ღვინის დიდი არჩევანი.
- High-end Castello Banfi – ეს ციხესიმაგრეა, რომელიც უზარმაზარი ტერიტორიის ვენახებს აერთიანებს.
- Montalcino და Montepulciano – აქ კი საჯარო დასაგემოვნებელ ოთახებს ნახავთ და სხვადასხვა ღვინოს შეიძენთ.
პიედმონტი
ღვინო ჩრდილოეთის ამ რეგიონიდან იტალიაში საკმაოდ ძვირფასადაა აღიარებული. აქ როგორც წითელ, ასევე არაჩვეულებრივ თეთრ ღვინოს ამზადებენ. ბაროლო, ბარბარესკო და ნებიოლო წითელი ხელმისაწვდომი ღვინოებია. გავი, ასტი და მოსკატო კი თეთრი აღსანიშნი ღვინოებია.
- Borgogno – ისტორიული ღვინის მარნის მოსანახულებლად ამ ლოკაციას მიაკითხეთ.
- Marchesi di Gresy – აქ ცნობილ ბარბარესკოს აწარმოებენ.
- Ca’ del Baio – ეს საოჯახო მარანია, რომელსაც 3 და მართავს.
- Ceretto – ქალაქ ალბასთან მდებარე ღვინის დასაგემოვნებელი ოთახებია, ხედებით ვენახებზე.
უმბრია
მთიანი, მწვანე უმბრია ცნობილია თეთრი მსუბუქი ღვინით სახელად ორვიეტო. ის მსუბუქი და საკმაოდ გემრიელია. ორვიეტოს ღვინის ტური ქალაქსაც დაგათვალიერებინებთ და ვენახებსაც.
- Custodi and Palazzone – აქ ამ გემრიელი ღვინით გიმასპინძლებენ და ქალაქ ორვიეტოზე ხედებითაც დატკბებით.
სიცილია
ყურძენს სიცილიის თბილი და მშრალი კლიმატი უყვარს და აქ ის უკვე 6000 წელზე მეტია ხარობს. Nero d’Avola – კუნძულის ცნობილი წითელი ჯიშია, რომლისგანაც ამავე სახელწოდების გემრიელი ღვინო გამოდის.
- COS – ორგანული მეღვინეობაა რაგუსას სიახლოვეს, ეტნას მთის გარშემო. აქ მინერალებით მდიდარი კოლექცია მოჰყავთ.
- Barone di Villagrande – ეს ღვინის კურორტი ქალაქ მილოს სიახლოვესაა, ეტნას ფერდებზე.
ვენეტო
ვენეტოს რეგიონშია გაერთიანებული ვენეცია, ვიჩენზა, ვერონა და პადუა. აქ ცნობილი იტალიური შუშხუნა ღვინო იწარმოება, რომელსაც სხვაგან შამპანიურს უწოდებენ. შთამბეჭდავ სამანქანო გზებს ვენახებში გავყავართ.
- Prosecco – ამ რეგიონში მოხვედრისას აქ აუცილებლად უნდა შეჩერდეთ. ვერონას სიახლოვეს მშრალ, გემრიელ თეთრ ღვინოს დააგემოვნებთ.
- Coffele – ეს ღვინის მაღაზიაა ქალაქ სოავეში.
- Bastia and Marchiori-ც ღირს მონახულებად.
.
ემილია-რომანია
ეს რეგიონი იტალიის ჩრდილოეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და უგემრიელესი კულინარიით გამოირჩევა. აღსანიშნავია პარმიჯანოს ყველი, რომელსაც “ყველების მეფეს” უწოდებენ. აქაურ ღვინოს სწორედ ყველს ან სალამის აყოლებენ.
- Chiarli winery – ეს მევენახეობა ბევრ ტურს გვთავაზობს.
- Paltrinieri – მოდენასთან მდებარე ამ მარანშიც ყოველდღე ტარდება ტურები, თუმცა მხოლოდ დაჯავშნით.
- Gavioli Antica Cantina – ნონანტოლაში მდებარე ეს მევენახეობა კი შეგიძლიათ ჯავშნის გარეშე მოინახულოთ. აქ ღვინის მუზეუმიც მდებარეობს.
ლომბარდია
იტალიის ჩრდილოეთის მორიგი რეგიონი მილანს და ბერგამოს მოიცავს, ასევე, გარდას, კომოს და მაგიორეს ტბებს. აქ ბევრი სახეობის ღვინო იწარმოება, თუმცა ორი მათგანი განსაკუთრებით გამოირჩევა: Franciacorta – თუ ამ შუშხუნა თეთრ ღვინოს იტალიელებთან სტუმრად მიიტანთ, ამას დიდ პატივისცემად მიიღებენ. წითელი Valtellina კი მზადდება ყურძნისგან, რომელიც შვეიცარიის საზღვართან, ალპებში ხარობს.
- Ca’ del Bosco – ერთ-ერთი საუკეთესო მარანია ამ მხარეში.
- Berlucchi – ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში.
- Arpepe – კი ისტორიული მევენახეობაა უძველეს სასახლეში.
ალტო ადიჯე
ჩრდილოეთში მდებარე ალტო ადიჯე იტალიის პატარა ღვინის რეგიონია, სადაც ვენახების გაშენება და მოვლა დიდ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, ძალისხმევა ამად ღირს: აქ იტალიის განსაკუთრებულ თეთრ ღვინოს ამზადებენ. Pinot Grigio, Müller Thurgau და Gewürztraminer აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ბოლზანო რეგიონის დედაქალაქია. აქედან დაიწყეთ.
- Cantina Tramin – აქ ღვინის სადეგუსტაციო ოთახები დაგხვდებათ.
- Cantina Kaltern – აქ კი რეგიონის საუკეთესო წითელ ღვინოს დააგემოვნებთ.
აბრუზო
აბრუზოს რეგიონი იტალიის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აქ ნაკლებად დასახლებული, მყუდრო ქალაქებია შთამბეჭდავი მთებით, ტყეებით და პარკებით. ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ორ მნიშვნელოვან ღვინოს ამზადებენ: მონტელპუჩიანო ნახევრად-ტკბილი წითელია, ტრებიანო კი მშრალი, არომატული თეთრი.
- Cantina Maligni – აქ საუკეთესო წითელ ღვინოებს აწარმოებენ, გთავაზობენ ვენახის ტურს და დეგუსტაციას.
- Cantine Nestore Bosco – აქ ინფორმაციული ტურებით სარგებლობა შეგიძლიათ.
პუგლია
პუგლია არამხოლოდ ღვინით, არამედ საუკუნოვანი ზეთისხილით და ბრწყინვალე სანაპიროებითაა ცნობილი. ის იტალიის მორიგი გამორჩეული ღვინის რეგიონია და ძირითადად წითელი ღვინის წარმოებითაა განთქმული.
- Amastuola Masseria – ეს ღვინის კურორტი ტურების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, როგორც მოყვარულებისთვის, ასევე ექსპერტებისთვის.
- Tenuta Emera – ქალაქ ტარანტოს სიახლოვეს შეგიძლიათ რთველშიც ჩაებათ.
- Mottura – სადეგუსტაციო ოთახებით და ღვინის ტურებით.