რა ვნახოთ

რა ვნახოთ და გავაკეთოთ ბერგამოში

ბერგამო ლომბარდიის პატარა ქალაქია, კომოს ტბისა და მილანის სიახლოვეს. თუ ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობთ, ჩვენ გირჩევთ, რომ აუცილებლად დაათვალიეროთ ეს ქალაქი. აქ მდიდრულ არქიტექტურას იხილავთ და გემრიელ კერძებს გასინჯავთ.

გაისეირნეთ ვენეციურ კედელთან

ვენეციური კედელი აქ ვენეციის რესპუბლიკამ მე-16 საუკუნეში ააშენა. ეს ისტორიული ცენტრის, ძველი ქალაქის – citta alta-ს მშვენება იყო. თავდაპირველად, კედელი ქალაქის დაცვის ფუნქციას ითავსებდა, დღეს კი ის ბერგამოს ისტორიის სიმბოლოა.

გამოიკვლიეთ პიაცა ვექიას ყველა კუთხე

პიაცა ვექია ბერგამოს ჩრდილოეთ ნაწილის გულია. აქ თითოეულ შენობას და მონუმენტს გარკვეული დატვირთვა აქვს და კაფე-გალერეების გვერდით, ერთ უბანში მთელ დღეს ისე გაატარებთ, რომ დროს ვერ შეიგრძნობთ. დაათვალიერეთ მე-12 საუკუნის დროინდელი პალაცო დელა რეგიონის ფასადი, რომლის თაღებზეც ცხოველების ფიტულებია, ასევე ცენტრალური შადრევანი ლომის სკულპტურებით. მიირთვით ნაყინი დელ ტასოს კაფეში, რადგანაც აქ ქალაქის საუკეთესო ჟელატოს აკეთებენ.

მოიხიბლეთ კაპელა კოლეონით

ეკლესია და მავზოლეუმი კაპელა კოლეონი ჯოვანი ანტონიო ამადეოს შედევრია. ის პიაცა ვექიას და ბერგამოს კათედრალის გვერდით მდებარეობს. კაპელას ფერადი მარმარილოს ფასადი და საინტერესო დიზაინი აქვს, რომელიც ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებს ასახავს. შენობის არქიტექტურა კი რენესანსის, მანერიზმის და გვიანი ბაროკოს ერთგვარ კომბინაციას წარმოადგენს. შიგნით ბევრ ღირებულ იტალიურ ფრესკას და სკულპტურას აღმოაჩენთ, ასევე სარკოფანგს.

ესტუმრეთ სანტა მარია მაგიორეს ბაზილიკას

კაპელას და კათედრალის გვერდით ამ ბაზილიკას აღმოაჩენთ. მას დიდი ისტორია აქვს იმ დროიდან, როცა ანტიკურ რომში პატარა საყდარს წარმოადგენდა. მოგვიანებით ის ქრისტიანულ ტაძრად გარდაიქმნა, მე-12 საუკუნეში კი ბაზილიკა გახდა. შენობის ფასადი იგივეა, რაც შუასაუკუნეებში. განსხვავება მხოლოდ შესასვლელი და ჯვარია, რომელიც მოგვიანებით დაემატა.

იხილეთ იტალიელი ოსტატები კარარას აკადემიაში

ეს ხელოვნების აკადემია იტალიაში ერთ-ერთი უძველესია. კარარას საოცარი გალერეა უდიდეს კოლექციას მოიცავს: იტალიელი ოსტატების 1800 ნახატს, დათარიღებულს მე-15 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე. აქ იხილავთ რაფაელის, ბელინის, ბოტიჩელის, კანალეტოს და პიზანელოს ნამუშევრებს. 90-იან წლებში აკადემიას მე-20 და 21-ე საუკუნის ხელოვნების ნიმუშებიც დაემატა.

დაისვენეთ ორტო ბოტანიკოში

ბერგამოს ბოტანიკური ბაღი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მუზეუმის ნაწილია. აქ მხოლოდ ალპური ფლორა იყო, თუმცა ახლა ბევრად მრავალფეროვან მცენარეებს ნახავთ, მათ შორის უცხოურ და ეგზოტიკურ სახეობებს. ქალაქის ეს მწვანე სივრცე მთის ხედებითაც გამოირჩევა.

გაიარეთ ანტიკურ რომაულ ქუჩებზე

ბერგამო ის იშვიათი ქალაქია, სადაც შეგიძლიათ უძველეს რომაულ გზაზე გაიაროთ. მთავარი ქუჩებია კარდო და დეკუმანო. ასეთი იყო ყველა უძველესი რომაული ქალაქი.

იშოპინგეთ Via XX Settembre-ზე

თუ შოპინგი გიყვართ, არაა საჭირო ბერგამო დატოვოთ. Citta bassa ბევრ ბუტიკს და მაღაზიას გვთავაზობს. Via XX Settembre კი ბერგამოს თანამედროვე ნაწილის ყველაზე დატვირთული ქუჩაა. თუ წიგნებიც გაინტერესებთ, შეიარეთ საერთაშორისო წიგნის მაღაზიაში სახელად Feltrinelli, სადაც როგორც თანამედროვე იტალიურ წიგნებს, ასევე მსოფლიო კლასიკას და გაიდწიგნებსაც აღმოაჩენთ.

ჩაიძირეთ ტორე კასტელო სან ვიჟილოს ხედებში

ეს პანორამული ადგილი ბერგამოზე საუკეთესო ხედს გვთავაზობს. თუმცა, აქედან არამხოლოდ ბერგამო, არამედ მთები და ახლომდებარე ქალაქებიც ნათლად მოჩანს. აქ მოსახვედრად ისარგებლეთ ფუნიკულიორით.

ესტუმრეთ როკა დი ბერგამოს

როკას ტყე უმაღლესი ადგილია ბერგამოში. ციხესიმაგრის მშენებლობა მე-14 საუკუნეში დაიწყო, თუმცა კონსტრუქცია ომების გამო ბევრჯერ შეფერხდა. საბოლოოდ ამ შენობამ იტალიის გაერთიანებაში დიდი როლი ითამაშა.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები